x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსჯავრდებულები და სოციალური მუშაობა
imageფართო გაგებით დანაშაულის ცნებაში იგულისხმება რომელიმე კონკრეტული
პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედება, რაც ეწინააღმდებება არა მხოლოდ
მორალურ ნორმებს, არამედ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, წარმოადგენს
მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. დანაშაულის განუყოფელ
ცნებას წარმოადგენს „სასჯელი“, რომელიც არ არსებობს დანაშაულის გარეშე.
როდესაც სახეზეა რომელიმე სახის დანაშაული, მას აუცილებლად მოსდევს
კონკრეტული პირის მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში.
დღევანდელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მიხედვით, მსჯავრდებული არის პიროვნება, რომლის მიმართაც გამოტანილია
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 1999 წლის „პატიმრობის შესახებ“
კანონის მიხედვით მსჯავრდებულებს მათი სქესის, ასაკისა და ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ცალკე ათავსებენ და განსხვავებული
უფლებრივი მდგომარეობით სარგებლობენ.კერძოდ, ცალკე ათავსებენ:
● ქალებს;
● არასრულწლოვანებს;
● პირველად მსჯავრდებულებს;
● უვადოდ თავისფულებააღკვეთილებს; და ა.შ;

პატიმრების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე
ადგილზეა. 2010 წლის მონაცემებით 23 684 პატიმარია, მათ შორის 1174 ქალია,
ხოლო 206 არასრულწლოვანი. 2013 წლის მონაცემებით პატიმრების
რაოდენობა 12 980მდეა შემცირებული. „‟World prison population list‟‟-
ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 217 ქვეყანაა შესული. სტატისტიკის მიხედვით,
2010 წელს ყოველ 100 000 ადამიანზე 505 პატიმარი მოდიოდა. ამ
მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე
ადგილზეა.

კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს მრავალი სახის სასჯელებს, მათ
შორისაა : პატიმრობა, სიკვდილით დასჯა, და ა.შ. აღსანიშნავია, რომ რაც
უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო ჰუმანური ხდება სასჯელები, მაგ. თუ
ადრე ადამიანის მოკვლისათვის დამნაშავეს სიკვდილით სჯიდნენ, ახლა
დამნაშავეს ციხეში სვამენ. ე.ი კაცობრიობის განვითარებას მოსდევს ისეთ
სასჯელებზე უარის თქმა, რაც ადამიანს ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას
აყენებს. ასეთ სასჯელებს ენაცვლება თავისუფლების აღკვეთის (შეზღუდვის)
მსგავსი სასჯელები, სადაც დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური
უფლებები.

ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს ქვეყანაშიც აქტიური მუშაობა
მიმდინარეობს, რომ დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა, გაუმჯობესდეს
პატიმრების, მსჯავრდებულების მდგომარეობა, მოხდეს მათი
რესოციალიზაცია. ამის დასტურად შეიქმნა “პატიმრობის კოდექსი“, რომლის
მიღებით დაიხვეწა სასჯელაღსრულების სისტემის ნორმატიული ბაზა.


საქართველოში დამნაშავეობის საკითხებზე მუშაობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.მის დაქვემდებარებაში არის პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც პრობაციონერთა რესოციალიზაციის პრობლემებზე მუშაობს.

ჩემთვის, როგორც სოციალური მუშაკისთვის, მნიშვნელოვანია განვმარტო და ხაზი გავუსვა სოციალური მუშაკის როლს მსჯავრდებულებთან მუშაობის პროცესში.

პირველ რიგში, ამომავალი წერტილი სოცალური მუშაკისთვის უნდა იყოს
ის, რომ როცა დატოვებს მსჯავდებული საპყრობილეს მოხდეს მისი სწორი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია ფართო საზოგადოებაში. საერთაშორისო
სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ეთიკის კოდექსის გათვალისწინებით „
სოციალური მუშაკი ემსახურება ბენეფიციარის კეთილდღეობასა და
თვითრეალიზების სტიმულირებას".სოციალური მუშაობა პენიტენციალურ სისტემაში იწყება ბრალდებულის განთავსებამდე დაწესებულებაში და ბევრ შემთხვევაში გრძელდება მისი განთავისუფლების შემდეგ. ე.ი. სოციალური მუშაობა პენიტენციალურ სისტემაში საზოგადოების/თემის სოციალური მუშაობის ნაწილია.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვაა.პირველ რიგში, სოციალურმა მუშაკმა აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ არ მოხდეს რეციდივი ანუ დანაშაულებრივი ქცევის გამეორება, დაეხმაროს ყოფილ მსჯავრდებულს წარმატებით გაიაროს რეინტეგრაციის პერიოდი. სოციალური მუშაკი და სახელმწიფო არ უნდა იყოს ორი ერთმანეთისგან
განყენებული სტრუქტურა, ერთად თანამშრომლობით მიიღწევა
წარმატებული პოლიტიკის დაგეგმვა/განხორციელება, კერძოდ, ეს საკითხი
უნდა დაიწყოს იმის გაანალიზებით, რომ სახელმწიფოს ნაწილია
სოციალური მუშაობა და შესაბამისად სოციალური მუშაკი უნდა იღებდეს
მონაწილეობას პოლიტიკის დაგეგმვაში.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა დეკანოიძე
თამთა დეკანოიძე
99