x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი
ბიპოლარული აშლილობა, იგივე მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც იწვევს გუნება-განწყობილების, ენერგიის და პიროვნული ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებებს. ბიპოლარული აშლილობა ქრონიკული მდგომარებაა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება მანიისა და დეპრესიის პერიოდულად განმეორებადი ეპიზოდები. ბიპოლარული აშლილობის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ - პირველი და მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობები.

პირველი ტიპის ბიპოლარული აშლილობისას აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული მანიაკალური და მძიმე დეპრესიული ეპიზოდები. უფრო ხშირია ამ ეპიზოდების მონაცვლეობა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შერეული ეპიზოდებიც (ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლება მანიისა და დეპრესიის სიმპტომატიკა) გვხვდება.


მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ჰიპომანიაკალური ეპიზოდები ენაცვლება მძიმე დეპრესიულ მდგომარეობას. სწრაფ ცირკულირებასთან გვაქვს საქმე, თუ ერთ წელიწადში გუნება-განწყობილების დარღვევის ოთხი ან მეტი ეპიზოდი ფიქსირდება. ციკლოთიმია ისეთი ტიპის აფექტური აშლილობაა, როდესაც ორი წლის მანძილზე რემისიის (ორ თვეზე მეტი) გარეშე ვლინდება იოლი დეპრესიული და ჰიპომანიური ეპიზოდების მრავალი შემაწუხებელი პერიოდი, ამავე დროს სიმპტომები არ შეესაბამება შიზოაფექტურ აშლილობას და არ არის გამოწვეული შიზოფრენიით, ფსიქოტური დარღვევებით ან რომელიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობით.


მანიაკალური პერიოდი მოიცავს შემდეგ სიმპტომებს:

1.ან ხალისიანი და ბედნიერი ან გაღიზიანებული და გაბრაზებული განწყობილება;


2.მომატებული ფიზიკური და გონებრივი აქტივობა, მოჭარბებული
ენერგია;

3.ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომა, ერთ აზრზე კონცენტრიების შეუძლებლობა;

4.მოჭარბებული საუბარი, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი მეტყველება;

5.ამბიციური, გრანდიოზული მიზნების გაჩენა;

6.ყოველგვარ რისკზე წასვლა.


დეპრესიულ პერიოდში გამოვლენილი სიმპტოპმები:

1.ენერგიის დაკარგვა;

2.გახანგრძლივებული სევდა;

3.დაქვეითებყლი აქტივობა და ენერგია;

4.მოუსვენრობა და გაღიზიანებადობა;

5.გადაწყვეტილების მიღების უუნარობა;

6.წუხილისა და შფოთვის განცდის მომატება;

7.ინტერესის დაკარგვა;

8.ყოველგვარი საქმის მიმართ დანაშაულისა და უიმედობის განცდა;

9.სუიციდური აზრები;

10.მადის ცვლილებები;

11.ძილის ხასიათის ცვლილება.



0
1908
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჭოჭუაა
ნათია ჭოჭუაა
1908
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0