x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
რა არის აუტიზმი?
აუტიზმი არის ტვინის განვითარების დარღვევა. იგი ხასიათდება მთელი რიგი დარღვევებით, როგორებიცაა სოციალური სისუსტეები, კომუნიკაციის დარღვევები, აგრეთვე განმეორებადი, სტერეოტიპული ნიმუშებით. შეფერხებულია ბავშვის გონებრივი განვითარების პროცესი. ასეთ ბავშვებს უჭირთ გაიგონ რას ეუბნებიან, რას ხედავენ და რას შეიგრძნობენ. ამ ყველაფრის გამო მათ უჭირთ წარმოსახვა, მათი ინტერესები შეზღუდული და სტერეოტიპულია.

აუტიზმის გამოხატვის ფორმები მრავალნაირია. იგი შეიძლება ყველაზე მსუბუქ ან ძალიან მძიმე ფორმაში გამოიხატოს. მძიმე ფორმაში იგულისხმება, ბავშვის განმეორებადი, თვითდაზიანებითი, აგრესიული ქცევები. ასეთი ქცევები საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მათთან გამკლავება რთულია. ყველაზე მარტივი პრობლემები გამოხატულიაა პიროვნულ დარღვევებსა და სწავლის დაქვეითებულ უნარში.

აუტიზმის ნიშნები ჩვილობაშივე ვლინდება. ბავშვი არ რეაგირებს ნაცნობ სახეებზე, არ აქვს მზერითი კონტაქტი და ყურადღებას არ ამახვილებს რაიმეს ჩვენებაზე. თავიდან ბავშვის განვითარება თითქოს ნორმალურად მიდის, მაგრამ თანდათანობით ბავშვს უჭირს სოციალური ურთერთობები, კონტაქტების დამყარება და თანატოლებთან ურთიერთობა. ბავშვები, რომელთაც აუტიზმის დიაგნოზი აქვთ არ რეაგირებენ თავიანთ სახელზე. აგრეთვე ცდილობენ თავიდან აირიდონ სხვებთან თვალით კონტაქტი. მატ უჭირთ გაიგონ რას გრძნობენ ან ფიქრობენ სხვები. ეს პირველ რიგში იქიდან გამომდინარეობს, რომ მათ უჭირთ ჩაწვდნენ სოციალურ მიმნიშნებლებს: ხმის ტონს, მიმიკას, სახის გამომეტყველებას. მათ ასევე ემპათიის გრძნობა აკლიათ.

ასეთ ბავშვებს ახასიათებს თვითდაზიანებითი ქცევები, კბენა, ტრიალი თავბრუსდახვევამდე.მათ უჭირთ ინტერაქციული თამაშები. ხშირად თავის თანატოლებზე გვიან იწყებენ საუბარს, გააჩნიათ ვიწრო ინტერესები და ასევე მათი სასაუბრო თემებიც შეზღუდულია. აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად თავიან თავს სახელის ნაცვლად ნაცვალსახელი "მე-თი" მოიხსენიებენ.


აუტიზმის მქონე ბავშვები მეტყველების თავისებურებებით ხასიათდებიან. ასეთი ბავშვები ან საერთოდ ვერ სწავლობენ ლაპარაკს ან ძალიან გვიან. ასევე მათი მეტყველება გარკვეული თავისებური ენობრივი ნიშნებით და სიტყვები არ შეესაბამება მათ მნიშვნელობებს. ის ბავშვები, ვინც უკეთ მეტყველებენ იყენებენ უცნაურ მეტაფორებს და მონოტონური ხმით ლაპარაკობენ. ხშირად ასეთი ბავშვები თითქოს მღერიან საუბრისას, რადგან წაგრძელებული სიმღერისმაგვარი ბგერებით საუბრობენ. ასეთ ბავშვებს არ აინტერესებთ სხვები უსმენენ თუ არა, ისინი მაინც განაგრძობენ თავიანთ საყვარელ თემებზე საუბარს.

აუტიზმის მქონე ბავშვებს სენსორული ხასიათის პრობლემებიც აქვთ. ისინი შეიძლება ჩვეულებრივმა ყოფითმა ხმაურმა ძალიან შეაწუხოს. ასევე შესაძლოა არ ჰქონდეთ მგრძნობელობა ტკივილზე, სიცივესა ან სიცხეზე, ან ზედმეტად მწვავე რეაქცია ჰქონდეს მათზე.

აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია სწორი მიდგომისა და მკურნალობის შემთხვევაში. კვლებმა აჩვენა, რომ აუტიზმით დაავადებული ბავშვები უფრო კომუნიკაბელურები გახდნენ მკურნალობის შემდეგ. მკურნალობის ძირითადი მიზანია ინდივიდის სპეციფიკური სიმპტომების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურია მედიკამენტოზური ჩარევა და ქცევითი თერაპია. ასევე სასარგებლო ადრე დაწყებული მკურნალობა, რადგან ის სასიკეთოდ მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. დღესდღეობით აუტიზმის საბოლოოდ განკურნება შუძლებელია, თუმცა დროული და ეფექტური ინტერვენციით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება. მკურნალობაში აუცილებელია მშობლის თანამონაწილეობა. პირველ რიგში აუცილებელია ბავშვი მივიღოთ ისეთი როგორიც არის და გვიყვარდეს იგი. აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ. შეგვიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება ვასწავლოთ, ასევე რაიმე ხელობა რომელსაც მომავალში გაოიყენებს. აუტიზმის დიაგნოზს არ უნდა შევხვდეთ შიშით. ასეთი ადამიანები უნდა მივიღოთ და დავეხმაროთ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.

0
762
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გოგალაძე
ნათია გოგალაძე
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0