x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ულამაზესმა მოდელმა, ლიკუნა მეტრეველმა ვასო ფხაკაძეს ქალიშვილი გაუჩინა

image
ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ, საერთო მეგობრების წყალობით გაიც
ნეს. თავიდან დამეგობრდნენ და შემდეგ გრძნობაც გაჩნდა. ვასო ცდილობდა გრძნობები არა სიტყვებით, არამედ ქცევით გამიემჟღავნებინა. დღეს უკვე ძალიან ბედნიერია. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია, თუმცა ეს მათ ბედნიერებას ხელს არ უშლის. ვასოს რჩეული წლის ლიკუნა მეტრეველი გახლავთ. გოგონა მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. ლიკა პირველი ვიცე მის საქართველო 2012-ის ტიტულის მფლობელიცაა. ოჯახი ჯერ მხოლოდ ერთ წელსა და რამდენიმე თვეს ითვლის, თუმცა სულ რამოდენიმე საათის წინ მათ კიდევ ერთი წევრი შეემატათ. 20 თებერვალს ქვეყანას პატარა ნინა ფხაკაძე მოევლინა. სიახლე სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. "20:02:1015 ნინა ფხაკაძე"-აი რას წერს წყვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. image
მეგობრების, ნათესავების, ნაცნოებისა და გულშემატკივრების მილოცები არ წყდება. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს.

"ჩვენი განვლილი გზა, დღევანდელ დღემდე. 1, 3, 5, 7 და 9 თვის ნინა"-წერს ლიკუნა "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ფოტოსაც აქვეყნებს.

"ადრე ინტერვიუებშიც ვამბობდი, თურქულ კანფეტს არ ჰგავს-მეთქი, გარედან რომ ლამაზია და შიგნიდან არ ვარგა. ბევრი მოდელი ასეთია. იურისტია, ინტელექტი აქვს. დანიური, არა... ბელგიური შოკოლადია. იუმორის გრძნობა აქვს სუპერი, რაც ყოველთვის მინდოდა. სულ ვამბობდი: ჩემს ცოლს იუმორის გრძნობა რომ არ ჰქონდეს, დავიტანჯები-მეთქი. მაგრამ, ამას ჩემზე კარგი იუმორი ჰქონია"-გვიამბობდა ვასო.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები, პატარა ნინას კი ჯანმრთელობა... imageimage

0
649
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0