x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბაჟოზე დაკავებული ყველაზე არაორდინალური მიგრანტები და კონტრაბანდისტები
მესაზღვრეები და მებაჟეები მუდმივად ფხიზლად და ყურადღებით უნდა იყვნენ სადარაჯოზე, იმიტომ, რომ კონტრაბანდისტების და არალეგალი მიგრანტების გამომგონებლურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.


ქვემოთ გაეცნობით ყველაზე არაჩვეულებრივ და არაორდინალურ ადგილებიდან ამოყვანილ მიგრანტრების და ამოღებული კონტრაბანდული ნივთების შემთხვევებს.


1-ტუალეტის ქაღალდით გადატანილი თუთიყუშები.კონტრაბანდისტს ავსტრალიიდან ტაილანდში გადაჰქონდა.

image



2-14 ტროპიკული ჩიტი შარვალში-მამაკაცი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, აშშ.

image



3-ადამიანი -სავარძელი:ენრიკე აგილარუ კანჩოა, -არალეგალი მექსიკიდან სანამ გაიგუდებოდა მანამდე აღმოაჩინეს მესაზღვრეებმა.(მექსიკა -აშშ-ს საზღვარი)

image


4-არალეგალების გადაყვანა ჩემოდნით ინდოეთი -პაკისტანიდან ტაილანდში.

ფირმას 200-300 $ -ის სანაცვლოდ ჩემოდნით გადაჰყავდა არალეგალები.სინდიკატი 18 თვე მოქმედებდა, სანამ მებაჟეებმა "ცოცხალი ბარგის" დიდი პარტია არ გამოავლინეს.

image



5-რუსეთი-ყაზახეთის საზღვარზე ტაშკენტი-მოსკოვის მატარებელში მებაჟეებმა აღმოაჩინეს კონტრაბანდულად კუს გადატანის ყველაზე დიდი პარტია: მუყაოს ყუთებში 1965 კუ ელაგა.

image


6-ჩინეთიდან ჰონკონგში როგორც წესი გადაჰყავთ ხოლმე არალეგალები, ხოლო ჰონგკონგიდან ჩინეთში არალეგალურად ძვირფასი ავტომობილები....კატერით.საკამოდ გონებამახვილური იდეაა.


image


7-უნგრეთში სრულიად შემთხვევით მიკროავტობუსის მძღოლს აღმოუჩინეს კონტრაბანდული სიგარეტი .

მან გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი და უკვე 100 კილომეტრიც ჰქონდა გავლილი, როდესაც ავტოავარიაში მოჰყვა..ამის შემდეგ აღმოაჩინა პოლიციამ ავტომობილში ორმაგი ფსკერი და კონტრაბანდული სიგარეტი.

image


8- 2002 წელს ამერიკის ფედერალურმა ბიურომ დააკავა მეტამფიტამინის მსხვილი პარტიის კონტრაბანდისტები ტაილანდიდან და ლაოსიდან.

გონებამახვილი ნარკოდილერები მკვდარი ხოჭოების, ტარაკნების თუ სხვა ჭიების სხეულში ინახავდნენ ნარკოტიკს.ხოლო საბაჟოს კითხვაზე, თუ რად უნდოდათ მკვდარი მწერები, ასე პასუხობდნენ: ისინი თითქოს საკრამენტოს ერთ-ერთ ეგზოტიკურ რესტორანს ამარაგებდნენ.

image


9-2012 წელს გერმანელმა მებაჟეებმა ღვეზელებში აღმოაჩინეს ევროს დიდი პარტია.

image


10-ბარსელონას აეროპორტში მებაჟეებმა დააკავეს დიდმკერდიანი ქალი..ეჭვი გამართლდა. ქალის იმპლანტანტებში 1.5 კგ. ნარკოტიკი აღმოაჩინეს.

image


11-არგენტინაში მებაჟეებმა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჭანჭიკების პარტიაში ჰეროინი აღმოაჩინეს.

image


12-პალესტინელმა სამართალდამცავებმა 2008 წელს აღმოაჩინეს გვირაბი, რომელიც ეგვიპტედან გაზის სექტორში გადადიოდა.გვირაბის მეშვეობით დამნაშავეებს ხბოები გადაჰყავდათ.

image


13-ავსტალიელმა მებაჟეებმა ფოსტით გამოგზავნილ სათამაშოში "მისტერ კარტოფილი" 293 გრამი ექსტაზი იპოვეს.ამანათი ირლანდიიდან იყო გამოგზავნილი.

image


14-ავსტალიელმა მებაჟეებმა წიგნში აღმოაჩინეს უიშვიათესი ეგზოტიკური რეპტილია Uroplatus sikorae, რომელიც ჩეხეთში გასაგზავნად იყო განკუთვნილი.დამნაშავეს 10 წლიანი პატიმრობა და ჯარიმა:110 000 ავსტრალიული დოლარის გადახდა ემუქრება.

image


15-სურათზე იპორტირებული ორნამენტებიანი ხის კარი მექსიკიდან ავსტრალიაში.შიგთავსში 5 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.

image


16-ბელგიელმა პოლიციელებმა დააკავეს კონტრაბანდისტები, რომელებსაც ეგზოტიკური ბაყაყები გადმოჰყავდათ პანამიდან.ბაყაყები ფოტოფირის ყუთებში ჰყავდათ დამწყვდეული.150 ბაყაყი, თითოს ფასი 150 ევროა შავ ბაზარზე.

image


17-2007 წელს პოლონელმა მებააჟებმა ", მგლოვიარე" მამაკაცი დააკავეს, რომელსაც გრანიტის საფლავის ქვა გადაჰქონდა.მასში 700 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.ასევე პიანინო, სადაც 4 000 კოლოფი სიგარეტი იყო დამალული.

image

image


18-აშშ-ში, პროვიდენსის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვის სათამაშოში მებაჟეებმა დაშლილი პისტოლეტი იპოვეს.

image


19-ეს კი "სუვენირია":დაპრესილი მარიხუანისგან დამზადებული ჩოჩორი.

image


20-გერმანიაში 9 ირანულ ხალიჩაში 45 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.ხალიჩები გადახვეული იყო "თოკით", სინამდვილეში შიგნით ჰეროინით გატენილი სპეციალური დრეკადი მილი იყო, ხოლო ზემოდან ძაფი იყო დახვეული.

image

2
495
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
495
  
2015, 20 თებერვალი, 10:37
))))))მადლობა მანჩო..
2015, 19 თებერვალი, 12:10
მაგარიააა:)
0 1 2