x
რატომ უნდა შევისვენოთ ელექტრონული მოწყობილობებისაგან ერთი კვირით

ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში არ იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს, ტელევიზორებს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს, შესამჩნევად უკეთ ახერხებდნენ სახეებზე ემოციების ამოცნობას.
ერთ-ერთი კვლევა (UCLA) ცხადყოფს, რომ ბავშვების სოციალური უნარები თანდათან უარესდება, თუ ისინი სულ უფრო ცოტა დროს ატარებენ ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობებში.
კვლევის თანაავტორი, პროფესორი გრინფილდი ამბობს:
"ბევრი ადამიანი ელექტრონული მოწყობილობების მხოლოდ იმ დადებით მხარეზე ფიქრობს, რომელიც მას საგანმანათლებლო პროცესში აქვს, თუმცა ბევრი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც უარყოფით მხარესაც აქცევს ყურადღებას.
დაქვეითებული მგრძნობელობა ემოციური მიმნიშნებლების მიმართ- სხვა ადამიანების ემოციების გაგების უნარის დაკარგვა- ერთ-ერთი ამ უარყოფით მხარეთაგანია.
როგორც ჩანს, პიროვნული სოციალური ინტერაქციის ჩანაცვლება ეკრანული ინტერაქციით ამცირებს სოციალურ უნარებს.''

კვლევა ჩატარდა მეექვსე კლასელი მოსწავლეების ორ ჯგუფზე და მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რამდენად კარგად შეეძლოთ კვლევის მონაწილე ბავშვებს ემოციების ამოცნობა ფოტოებსა და ვიდეოებში.
ერთ-ერთი ჯგუფი შემდეგ ხუთი დღით გაემგზავრა ლოს-ანჯელესთან ახლოს, ბუნებისა და სამეცნიერო ბანაკში.
ბანაკში მყოფ ბავშვებს არ ეძლეოდათ არანაირი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენების უფლება მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფის ბავშვები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ბანაკში მყოფი ჯგუფისთვის, რადგან ეს ბავშვები ჩვეულებრივ დღეში 4-5 საათს ატარებდნენ მობილურით საუბარში, ტელევიზორის ყურებასა და ვიდეო თამაშებში.
ხუთი დღის ბანაკში გატარების შემდეგ, ბავშვებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ ემოციების ამოცნობის უნარი, მეორე ჯგუფის ბავშვებთან შედარებით. მათთან შეცდომები, რომლებსაც ემოციების ამოცნობისას უშვებდნენ 1/3-ით შემცირდა.
ილდა უჰლსი, კვლევის ავტორი, ფიქრობს:
"არავერბალურ ემოციურ მიმნიშნებლებს ვერ ისწავლით ეკრანიდან ისე, როგორც ამას პირისპირ კომუნიკაციის შედეგად შეძლებთ.
თუ არ ამყარებთ პირისპირ კომუნიკაციას ადამიანებთან, მაშინ შესაძლოა დაკარგოთ მნიშვნელოვანი სოციალური უნარები.
ჩვენ სოციალური არსებები ვართ. გვჭირდება ელექტრონული მოწყობილობებისგან თავისუფალი დრო.''









0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0