x
რას ნიშნავს გამოთქმა, „ერთხელ ლურჯი მთვარის ქვეშ“?

image ჩვენ ხშირად ვიყენებთ ფრაზებს რომელთა მნიშვნელობაც სინამდვილეში შესაძლოა საერთოდ არ გვესმის. ერთ–ერთი ასეთი ფრაზაა „ერთხელ ლურჯი მთვარის ქვეშ“. შევეცდები განვმარტო, თუ საიდან მოდის ეს ფრაზა და რას გამოხატავს ის სინამდვილეში.
ადამიანები ამ გამოთქმას იყენებენ ისეთი მოვლენის აღსაწერად რასაც ისინი ხშირად არ აწყდებიან და ისეთი ქმედებების გამოსახატად რასაც იშვიათად სჩადიან. მაგალითად, ვიღაცამ შესაძლოა თქვას, რომ ის ცდილობს მოწევას თავი აარიდოს, რადგან მავნებელია ჯანმრთელობისთვის, თუმცა სიგარეტს მაინც ეწევა „ლურჯი მთვარის ქვეშ“. როგორც მიხვდით, გამოთქმა „ლურჯი მთვარე“ გამოხატავს იშვიათ ქმედებას.
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთვარე სინამდვილეში არასოდესაა ლურჯი, ესე იგი, ფრაზას არანაირი კავშირი არ აქვს მთვარის რეალურ ფერთან, ეს მხოლოდ გამოთქმაა. ფრაზა „ლურჯი მთვარე“ მთვარის ფორმას უფრო უკავშირდება ვიდრე ფერს. შევეცდები აგიხსნათ რას ვგულისხმობ, ასე მაგალითად; როდესაც მთვარე „მოგზაურობს“ დედამიწის ირგვლივ, ადამიანის თვალი მას სხვადასხვა ფორმით აღიქვამს, რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა ფორმის სხვადასხვა საგნებთან ან ფერებთან ასოცირება. მაგალითად, როდესაც მთვარის მცირე ნაწილი ჩანს, მას ნახევარმთვარეს ვუწოდებთ. „ნახევარმთვარე“ მთვარის ნამგლისებური მდგომარეობაა. როდესაც მთვარეს საერთოდ ვერ ვამჩნევთ, მას „ახალ მთვარეს“ ვუწოდებთ. ხოლო, მაშინ როდესაც მთვარე მთლიანად ჩანს, მას „სავსე მთვარეს“ ვუწოდებთ. როგორც წესი, თვეში მხოლოდ ერთი „სავსე მთვარეა“, ზოგჯერ კი გამონაკლისიც ხდება, მაშინ როდესაც თვეში ორი „სავსე მთვარეა“. ამ მოვლენისას სწორედ მეორე „სავსე მთვარეს“ ეწოდება „ლურჯი მთვარე“. ლურჯ მთვარეს ხშირად ზედმეტ მთვარედაც მოიხსენიებენ, რადგან წელიწადში 12 სავსე მთვარის ნაცვლად მეცამეტე სავსე მთვარე გვევლინება, ეს მოვლენა შესაძლოა გამოწვეული იყოს ატმოსფეროს მდგომარეობის ცვლილებით, რასაც ვულკანის ამოფრქვევა და ამ დროს გამოყოფილი კვამლისა და მტვრის მასების დიდი რაოდენობა იწვევს.
ყოველ 20 წელიწადში მხოლოდ 15–ჯერ თუ გამოჩნდება „ლურჯი მთვარე“. როგორც ხედავთ ის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. სწორედ ამ ფაქტმა მიიყვანა ადამიანები გამოეყენებინათ გამოთქმა, „ერთხელ ლურჯი მთვარის ქვეშ“ მათ ცხოვრებაში მომხდარი იშვიათი მოვლენების აღსაწერად.
17 თებერვალი, 2015 წელი

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0