x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რახა - რუხი

-ნეტავ რას მეტყვიან?- ვფიქრობ ჩემთვის და ფანჯრიდან გადავყურებ ნაცრისფერ, უღიმღამო საღამოს.
საოცრად კომფორტულად ვარ. ხელში ცხელი ჩაი მიჭირავს და ვფიქრობ ყველაფერზე, რაც კი გამახსენდება.
თუმცა, არც ერთ თემას არ ვუღრმავდები. ისე ვფიქრობ, გასართობად და არა ფილოსოფიურად.
ყველაზე მეტად რაზეც არ მინდა დავფიქრდე, ეს პირადი ცხოვრებაა. იქ სრული არეულობაა და ვფიქრობ ამის მოყოლა თქვეთან
არც საინტერესო იქნება და არც მიზანშეწონილი.
ალბათ, სწორედ ამიტომ, სხვის ცხოვრებაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ზოგს ვალამაზებ, ზოგს ვიგონებ და ასე შემდეგ . ბევრად უფრო საინტერესოს ვიდრე ეს ჩემი ცხოვრებაა, ან ვიდრე ეს რეალურადაა...
მუდმივი ფიქრები, ფიქრები, ფიქრები…
ცდილობ წარსულის გახსენებას, აწმყოში გარკვევას და მომავლის განჭვრეტას.აკეთებ არჩევანს, ბევრ რამეს წონი, შემდეგ გადაწონი, ბოლოს შეასრულებ ან მომავლისთვის გადადებ.თავიდან ცხოვრება თამაში გგონია, ფიქრობ რომ თითოეული დეტალი უმნიშვნელო
ლაქად დაემჩნევა ცხოვრების გზას.მხოლოდ გარკვეული დისტანციის შემდეგ გრძნობ თუ რამდენი რამ მომხდარა,
რამდენჯერ შეცდი, რამდენი დაგიკარგავს…ააჰ..რთულია ამაზე დუმილი, რთულია საუბარიც და ფიქრიც კი ამაზე ...
გრძნობ, ხვდები და გიკვირს თვითონაც, ამას როგორ გაუძელი, სად იპოვე იმ დროს ასეთი ძალა, საიდან გქონდა ამდენი მხნეობა. ფიქრებით დაღლილი, უკანასკნელ ძალას მოიკრებ, გონებას აიძულებ იფიქროს და გულს კიდევ-გაუძლოს.(ყ)
ფიქრებით დაიწყებ იმის განსაზღვრას, თუ როგორ უნდა მოიქცე უკეთესი მომავლისთვის..გრძნობ გასაყარზე ხარ, თუმცა რისი ვერ ხვდები:იქნებ ცხოვრების და ჯოჯოხეთის, ცხოვრების და სამოთხის, ან თუნდაც ჯოჯოხეთის და სამოთხის...თუმცაღა რა, არც ერთის მჯერა და არც მეორესი, ამ თემას არ მინდა შევეხო, ჩემთვის მრავლის მომცველია და უამრავ კითხვას ბადებს ჩემში...შევეშვათ..
აი ცხოცვრება კიდე ნაკლებად ზრუნავს იმაზე, რრომ ყოველი დღე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან..ამას კი თვითონ ადამიანები ახერხებენ, მხოლოდ და მხოლოდ დინამიური, მოდერნიზებული ადამიანები...

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:გიო წურწუმია
გიო წურწუმია
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0