x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ მიულოცა ნანუკა ჟორჟოლიანმა მეუღლეს დაბადების დღე
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე, ირაკლი კოდუა გუშინ, 15 თებერვალს, იუბილარი იყო.

ნანუკამ მეუღლესთან გადაღებული ფოტო ატვირთა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" და ასე მიულოცა ირაკლი კოდუას დაბადების დღე:

image

"მარჯვნივ ცანცარა გოგოა, მარცხნივ მისი შეყვარებული, რომელიც მარჯვენასგან განსხვავებით არასოდეს ცანცარებს. დღეს ეს ბიჭი იუბილარია... და ცანცარა გოგო ბედნიერი. ეს ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, ცხოვრება მაგარი უინტერესო იქნებოდა."



image

ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუქის" მეგობრები გულით ულოცავენ ჟურნალისტს მეუღლის იუბილეს და ქება-დიდებას არ იშურებენ:


"აუ მაგრად მიყვარს ეგ ბიჭი და მინდა რომ ყველაზე მაგრად მომიკითხო, თუ ოდესმე ვინმეს მოკითხვა დაუბარებია და მოგიკითხავს !!!!!"

"გილოცავთ ორივეს. მალე ეს ბიჭი დაბრუნებოდეს საქართველოს გამარჯვებული და გაეგრძელებინოს მიშასთან ერთად საქართველოს აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღება! მალე ამასაც მოგილოცავთ!"

"ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. მიულოცე იუბილარს ყველას მაგივრად."

"მარცხენასაც ვულოცავ და მარჯვენასაც და მარჯვენას კიდევ ვუსურვებ მარცხენას არაყვეს და ისეთი დარჩეს, როგორიც არის (ჩვენ ასეთი გვევასება)!"


ქალბატონმა ელისო კილაძემ ასე მიულოცა:

" ცანცარა გილოცავ შეყვარებულის დაბადების დღეს. ვაზუსტებ-შეყვარებულს პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ის ვიცი, ცანცარა აფრენს ამ ბიჭზე .p.s. დასქრინავენ ახლა ამ კომენტარს და ატრიალებენ აქეთ-იქით. ამიტომაც ვწერ საჯაროდ და არა პირადში..."

image


ასევე ნანუკამ ატვირთა თავისი მეუღლის, ირაკლი კოდუას ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელსაც ასეთი სათაური გაუკეთა:

"მგონი უკვე სერიოზულად ვეჭვიანობ..."image

0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0