x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
შეზღუდული შესაძლებლობები და საზოგადოება
ტერმინს “შეზღუდულ შესაძლებლობები”, “განსაკუთრებული საჭიროებები“

საზოგადოება არასწორად იყენებს და ყოველივეს ტერმინის – “უნარშეზღუდულის”, „ინვალიდის“ ქვეშ აქცევს რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. დღესდღეისობით, ჯერ კიდევ არ არსებობს ტერმინის – შეზღუდული შესაძლებლობების სრულყოფილი განმარტება. თუმცა, ეს ყველაფერი ნაკლებად ყურადსაღები საკითხია, არსებობს ისეთი პრობლება როგორიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, განვითარებაა. მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ საზოგადოებას სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვს. ისინი ამ ადამიანებს თავს არიდებენ, რიყავენ, იზოლაციაში აქცევენ, სიბრალულის გრძნობით იმსჭვალებიან, ფიქრობენ, რომ შშმ პირების შეზღუდული შესაძლებლობები ყველაფერში ვლინდება, ისინი მთლიანობაში „ინვალიდები“ არიან, ფიქრობენ რომ მათ ნაკლები ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, ხშირად საზოგადოებისგან დაცინვა და აგრესიაც კი მოდის. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები საზოგადოებას გაურბიან, ეს ერთგვარ თავდაცვადაც შეიძლება მივიღოთ.

სამწუხაროა, მაგრამ უამრავი ოჯახი მალავს, რომ შშმ ბავშვი ჰყავთ. არ გამოჰყავთ სახლიდან. ბევრი ადამიანი, როდესაც ქუჩაში შშმ პირს ხედავს, არაადეკვატურად იქცევა და მათი ქმედებები, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ასევე მათთან მყოფი ინდივიდებისთვის არასასიამოვნო და დამთრგუნველია. ქართულ რეალობაში, უმეტეს შემთხვევაში არსებობს სტიგმა, თითქოს შშმ პირს არაფრის კეთება არ შეუძლია და სრულიად უუნაროა, ხალხს ეცოდება ასეთი ადამიანები და მხოლოდ სიბრალულს გამოხატავენ.

image

ვფიქრობ, რომ სოციუმს შესწევს იმის ძალა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუცვალოს არასწორი და უარყოფითი თვითშეფასება. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. ეს, უმეტესწილად, საზოგადოებრივი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაშიც უნდა მონაწილებოდნენ, როგორც ცალკეული ინდივიდები, ისე საზოგადოება. შესაძლებლობების შეზღუდვა, ხომ ობიექტური რეალობაა, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს თითოეული ჩვენგანი. პანდუსები, ხმოვანი ლიფტები, ჟესტების ენით თარგმანი, ბრაილის შრიფტით ნუმერაცია-ეს იმ ცვლილებების მცირე ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება გულისხმობს იმ დისკრიმინაციული პოლიტიკის უარყოფას და ყველა სახის ბარიერის მოხსნას, რასაც დღესდღეობით ხშირად ვაწყდებით ირგვლივ.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არარსებობს, გარემო პირობებია შეზღუდული, შესაძლებლობები კი - შეუზღუდავი!



ზოია შეხოვცევი

image



0
708
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოკო
ზოკო
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0