x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია
image


ავტორები:მარიამ ბაბუციძე, გვანცა ფხაკაძე




სატრანზიტო ფუნქცია განსაკუთრებულ როლს ასრულებს მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ წარმოებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, სწორედ ამ ჭრილში საინტერესოა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის არსის ანალიზი, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც გარკვეულწილად განაპირობებდა და ხელს უწყობდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. საბჭოთა კავშირის კოლაპსმა თავისთავად განაპირობა მსოფლიო წესრიგის კარდინალური ცვლილება.მსოფლიო ერთპოლუსიანი გახდა, ძალთა ბალანსმა დასავლეთით გადაინაცვლა. ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომელთაც პოლიტიკურ არენაზე მიეცათ ხელთ ლავირების მთელი რიგი ბერკეტები, სწორედ ერთ-ერთ უმთავრეს იარაღს მათ ხელში სატრანზიტო კომუნიკაციების დახვეწა და რეალიზაცია წარმოადგენდა.


საქართველო თავისი ადგილმდებარეობით საკმაოდ პერსპექტიული სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია. თუმცა არსებული მემკვიდრეობა რეორგანიზაციის ჩატარებას მოითხოვს. აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლის უზრუნველყოფა, კომუნიკაციური სისტემების დახვეწა, საბანკო სისტემისა და სადაზღვევო პირობების ჩამოყალიბება, ასევე სატარიფო გარემოს მოწესრიგება და ა.შ. მთელი რიგი საკითხების რეორგანიზაცია, რათა საქართველო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის დახვეწის შემდეგ გახდეს საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მატარებელი იქნება. საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კონიუქტურა ისევე, როგორც ინფრასტრუქტურის ადექვატურობის ხარისხი გავლენას ახდენს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვნენ მთელი რიგი საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესუსებით ქვეყნები, რომელთა უმთავრესი მიზანი იყო მოეხდინა ექსპორტი არსებული რესურსების, თავის მხრივ დასავლეთი დაინტერესებული იყო ახალი გავლენის სფეროების ათვისებით.ცენტრალური აზიის რეგიონის რიგი ქვეყნებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას განაპირობებდა სწორედ კასპიის ზღვაში და ცენტრალურ აზიაში ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი. მაგ: თურქმენეთი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში გაზის ექსპორტიორთა შორის.ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნია აგრეთვე უზბეკეთს, ყაზახეთს და აზერბაიჯანს.ხარისხით გამორჩეული აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვება ხელახლა იწყებს ზრდას 1993 წლიდან დასავლეთის ინვესტიციების წყალობით .არსებული ვითარება საქართველოს თავის ადგილმდებარეობის გამო ხელს აძლევს, რადგანაც საქართველო წარმოადგენს ე.წ ხიდს აზიასა და ევროპიას შორის.

1992 წელს საქართველოში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანზიტო დერეფნის იდეა დაიბადა. 1993 წელს ქ.ბრიუსელში ევროკომისიის მიერ სამხედრო და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის მინისტრთა კონფერენციაზე წამოყენებულ იქნა იდეა ტრანსკავკასიური მაგისტრალის განვითარების თაობაზე, რასაც მოჰყვა დეკლარაციის მიღება, რომლის საფუძველზეც შემუშავებულ იქნა რეგიონალური პროგრამა-ТRACECA და მის მიზნებად ტრანსპორტის ტრადიციული სახეობების-რკინიგზის, საავტომობილო გზების, საზღვაო პორტების, ტერმინალების-მშენებლობა, როკონსტრუქცია და ამ დერეფნის ევროპულ დერეფნებთან მიერთება წარმოადგენდა აუცილებელ პირობას.ეს კი "დიდი აბრეშუმის გზის" აღდგენის წინაპირობაა.ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტს მოჰყვა INOGATE-ის პროგრამის ამოქმედება, რომლის მიზანი იყო მილსადენების ქსელის განვითარება.TRACECA-ს ფარგლებში დასავლეთი ეძებს შავ და კასპიის ზღვებს შორის ნავსადგურების, საავტომობილო და სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაციის გზებს, და ცდილობს ამ ზონის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის ხელის შეწყობას.მაგრამ ბლოკირებული გზების უმრავლესობა პრობლემებს ქმნის, სომხეთი იზოლირებულია და დარჩენილია ირანისკენ მიმავალი ვიწრო გასასვლელისა და საქართველოსკენ მიმავალი ორი გზის ამარა.

1996 წელს ძალაში შევიდა ე.წ "სარახსის ხელშკრულება"და დაიწყო ყაზახეთიდან "შევრონის"-ს ნავთობის რკინიგზით ტრანსპორტირება აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ქ.ბათუმის პორტამდე.საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილ იქნა შეტანხმება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომელიც დასრულდა 1999 წელს და დერეფანმა მიიღო "ენერგეტიკული"ასპექტი. ასევე მნიშვნელოვანია ორი საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურიული ობიექტი -ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთკავკასიური გაზსადენი "შაჰ-დენიზი"."შაჰ-დენიზის"გასზადენი ექსპლუატაციაში შევიდა 2006 წელს და მისი მეშვეობით შესაძლებელია დაახლოებით 5-8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება.მნიშვნელოვანია აგრეთვე ევროკავშირის მიერ შემუშავებული "ნაბუქოს" გაზსადენის პროექტი, რომელიც ასევე განხორციელების შემთხვევაში გადაკვეთს საქართველოს ტერიტორიას და ექსპლუატაციაში მისი გაშვების შემდეგ შესაძლებელი იქნება 8-16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით."ნაბუქოს" პროექტი 2003 წელს ევროკავშირმა წამოიწყო, რომელიც ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას თურქეთიდან ავსტრიაში-ბულგარეთის, რუმინეთის და უნგრეთის გავლით.გაზსადენი თურქეთში, ერზუმთან შეუერთდება ბაქო-თბილისი -ერზუმის და ირანი-თურქეთის გაზსადენებს.რაც შეეხება პროექტში ირანის მონაწილეობას, თუკი გავითვალისწინებთ ბოლო დროს მის გართულებულ ურთიერთობას დასავლეთთან, ალბათ ვერ ჩავთვლით მის სტაბილურ პარტნიორად ამ ეტაპზე, მაგრამ გაზსადენის მდებარეობა ითვალისეინებს ამ ქვეყნანასთან შესაძლო თანამშრომლობას. აღსანიშნავია "ნაბუქოს" ალტერნატიული გაზსადენის პროექტი "სამხრეთის ნაკადი" რომლის მიხედვით რუსული გაზი ავსტრიიდან მთელ ევროპას უნდა მიეწოდოს. გაზსადენი იწყება რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან და შავი ზღვის ფსკერით გადის ბულგარეთამდე.ბულგარეთიდან კი ორი განშტოება გადის, ერთი მიემართება იტალიაში მეორე კი ავსტრიაში.


საქრთველოს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, აუცილებელია სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ხარისხის გაზრდა. ე.წ "ფასეულობათა დერეფნის" სტატუსი წარმოადგენს ტრანსკავკასიური რეგიონის სტაბილურობის გარანტს, რაც გულისხმობს ინვესტიციების მოზღვავებას, რესურსების მსოფლიო ბაზარზე გატანის წინაპირობას. ამისათვის მოდერნიზირებული საკომუნიკაციო სისტემები, დახვეწილი სატარიფო, სამართლებრივი და საბანკო სისტემებია აუცილებელი. პატარა სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ვითარება ბუფერის როლის შესრულების, სრულად განსხვავებული საერთაშორისო ე.წ "იარაღით" შეიცვალა, სატრანზიტო ფუნქციის დაუფლებით,
რაც აშკარაა რომ უკვე სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს.



ბიბლიოგრაფია:

1.ჟ.რადვანი, ნ.ბერუჩაშვილი.კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი.გვ45-50 2.ნ.ჩიტაძე.გეოპოლიტიკა .გვ154-155

0
442
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბაბუციძე
მარიამ ბაბუციძე
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0