x
90-ნი წლების ყველაზე საოცნებო ავტომობილი
imageესა თუ ის ტრანსპორტი მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების ყველაზე მარტივი გამოგონებაა, რომელიც ამავდროულად ფუფუნების საგანსაც წარმოადგენს. ისიც მინდა შეგახსენოდ, რომ ეს ზემო ხსენებული გამოგონებიდან დღემდე განიცდის დახვეწვასა და მრავალფეროვნებას, დღევანდელ სტატიაში კი ყურადღება მინდა 90-ნი წლების ყველაზე სასურველ ავტომობილებზე გავამახვილო, რომლებიც ბევრისთვის მუზას წარმოადგენდა.

მაშასადამე, 90-იანი წლების იდეალურ ავტომობილად
ითვლებოდა 06- ე.წ. "ნოლშესტი" 03-ის მოტორით და
07-ის საჭით.
ავტომობილის
საბარგული აუცილებლად აღჭურვილი იყო შემდეგი ნივთებით:
20-ლიტრიანი დაჭეჭყილი "ბალონი",
ძაბრი ან გადაჭრილი ბოთლი და ბენზინის ამოსაღები "შლანგი".
"სიგნალიზაციად" ითვლებოდა საჭის, პედლების, საჭისა და
პედლების ერთად და საბურავების "სეკრეტები".
"სეკრეტების" არ ქონის შემთხვევაში სულაც არ იყოს გასაკვირი ავტომობილი კუნძებზე შემდგარი დაგხვედროდათ და თუ რატომ, ამას 90-ნელი უთუოდ მიხვდება. არც სხვა ნივთების დაკარგვისგან იყავით იმ დროს დაზღვეული, ამიტომ მძღოლს "მაგნიტოფონი" და
"აკუმულიატორიც" ყველგან თან დაჰქონდა.

image












image















image
















image

1
900
8-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
900
  
0 1 1