x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ორ-ეკრანიანი YotaPhone სმარტფონი უკვე ხელმისაწვდომია!

image ახალი 2 ეკრანიანი სმარტფონი YotaPhone უკვე რამდენიმე დღეა, რაც გაყიდვაში გაეშვა. ამეტაპზე, სმარტფონი ხელმისაწვდომია: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და ესპანეთში. მისი ღირებულება გახლავთ სულ რაღაც 499 ევრო და ჭორების თანახმად, მალე იგი დიდიბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

YotaPhone სმარტფონი აღჭურვილია ორი, 4.3 დიუმიანი, 720p გაფართოების მქონე LCD ფერადი და e-ink, შავ-თეთრი ეკრანით, 1.7 GHz ორბირთვიანი პროცესორით, 2 GB ოპერატიული მეხსიერებითა და Android ოპერაციული სისტემით.მწარმოებელთა განცხადებით, სმარტფონის მნიშვნელოვანი უპირატესობა გახლავთ e-ink ეკრანის არსებობა, რომელიც ელემენტის ხარჯვის ინტენსივობას მინიმუმამდე ამცირებს, გარდა ამისა, კომფორტულია ელ-წიგნების საკითხავად, არ ღლის თვალს და ამავე დროს LCD ეკრანის სრულად ფუნქციურ, შავ-თეთრ ანალოგს წარმოადგენს.

image

0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0