x
ხეებზე გაკრული ლექსები
imageთქვენ ალბათ იცით, რომ 1989 წლის 9

აპრილის ღამეს თბილისში საშინელი

ტრაგედია დატრიალდა. საქართველო

მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის


შემადგენლობაში შედიოდა. მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოქალაქეები

საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. რუსეთიდან წესრიგის დასამყარებლად გამოგზავნილმა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. დაიღუპნენ ადამიანები.



დილით მთელმა ქალაქმა გასაოცარი სურათი იხილა. რუსთაველის პროსპექტზე ჩამწკრივებული ჭადრის ხეები რვეულის ფურცლებით იყო დაფარული. მოდიოდნენ მდუმარე ადამიანები და რვეულის ფურცლებზე დაწერილ ლქსებს ხეებზე აკრავდნენ.

შემდეგ ასევე მდუმარედ იდგნენ და სხვების ლექსებს კითხულობდნენ. ასე გაუზიარეს მომხდარი ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი და შეძრწუნება ერთმანეთს ჩვეულებრივმა თბილისელმა მოქალაქეებმა. დიდმა მწუხარებამ ადამიანებს ლექსები დააწერინა.

0
205
3-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0