x
თანამედროვე "მითები" ფსიქოლოგთა შესახებ

imageფსიქოლოგიის პოპულარობა ნელ-ნელა იზრდება, თუმცა ბევრ ადამიანში ეს პროფესია გაურკვევლობას ბადებს. და როცა გაურკვევლობა პიკს აღწევს იბადებიან სხვადასხვა მითები, ლეგენდები და სტერეოტიპები. ხშირად ეს გამოწვეულია იმით, რომ ხალხი არ ფლობს სწორ ინფორმაციას ფსიქოლოგთა საქმიანობის შესახებ. საქართველოშიც ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას " ფსიქოლოგთან რატომ
უნდა წავიდე? გიჟი კი არ ვარ!" ამიტომ საჭიროდ
მიმაჩნია იმ რამოდენიმე ყველაზე გავრცელებული მოსარების განხლივა, რომლებიც მოკლებულნი არიან ყველანაირ ლოგიკას და რეალობას რადიკალურად სცდებიან:
1.კარგი ფსიქოლოგი ადამიანს ერთი შეხედვით "გაშიფრავს" - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ხანდახან ფისქოლოგს ლამის აზრების კითხვის უნარსაც კი მიაწერენ; მას უნდა ესმოდეს ადამიანის ბუნების საიდუმლოებანი და კარგი იქნება თუ მომავალსაც იწინასწარმეტყველებს - ეს კი გაზვიადების ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. სინამდვილეში ფსიქოლოგს შეუძლია მხოლოდ იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში (ეს პრგნოზი ამინდის პროგნოზივით ან გამართლდება და ან არა). რაც შეეხება ადამიანს "წაკითხვას" ეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ დიდ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას საჭიროებს: სხვადასხვა კვლევის მეთოდების გამოყენებით (ტესიტრება, ინტერვიუ, დაკვირვება) ხდება ინფორმაციის მოპოვება, რომლის საფუძველზეც დგინდება ადამიანის ტემპერამენტის თავისებურებები და პიროვნების ტიპი, სიტუაციის ანალიზის საშუალებით დგინდება თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება ინდივიდი და ა.შ.
2. ფსიქოლოგი წყვეტს ადამიანთა პრობლემებს მათ ნაცვლად - რეალობაში
ფსიქოლოგი უბრალოდ ქმნის ისეთ ატმოსფეროს და ისეთ პირობებს, რომლებშიც ადამიანი თავად შეძლებს საკუთარ პრობლემაში გარკვევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგები, ხშირ შემთხვევაში, მუშაობენ იმ ადამიანებთან, რომლებმაც თვითონ მიმართეს დახმარების თხოვნით.
3. ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერთი და იგივეა - რელაურად ფსიქიატრი ესაა სპეციალისტი ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სფეროში,
მკურნალობის პროცესში იყენებს მედიკამენტებს და ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ხერხებს. მთავარი არის ის, რომ მას შეხება აქვს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებთან. რაც შეეხება ფსიქოლოგს, ის ძირითადად კონსულტირებას უწევს ჯანმრთელ ადამიანებს. (გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალონ კლინიკური და ნეიროფსიქოლოგები, რომლებიც მუშაობენ ქცევითი აშლილობების, თავის ტვინის დისფუნქციის შედეგად წარმოქმნილი ფსიქიკური პრობლემების და მსგავსი საკითხების მოგვარების მიმართულებით.)
4. ფსიქოლოგი ზებუნებრივი უნარების მფსლობელია - ეს დაახლოებით ზემოთ აღწერილი მოსაზრებიდან გამომდინარეობს. ნათელმხილველობა, მესამე თვალი, კოსმიური ენერგიის დაგროვება...ასეთი რამ საერთოდ არაა ფსიქოლოგიასთან ახლოს. ამ პროცესებს შეისწავლის პარაფსიქოლოგია. სიტყვა "ფსიქოლოგია"-სთან დამატებული "პარა" ნიშნავს - ახლოს. ანუ ესაა ფსიქოლოგიის ახლოს მდებარე დარგი, თუმცა "პრაქტიკოსები" ძალზე შორს არიან ფსიქოლოგიის მთავარი საკვლევი თემისგან - ფსიქიკისგან. ამ პრაქტიკოსთა უმრავლესობას შესაძლოა მართლაც სწამდეს ასეთი ძალების არსებობის ან უბრალოდ "შარლატანები" იყვნენ:) (თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა)
5.ფსიქოლოგებს არ აქვთ პრობლემები – კარგი იქნებოდა ასე რომ იყოს, თუმცა ფსიქოლოგებიც უპირველეს ყოვლისა ადამიანები არიან. იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ონკოლოგს არ ექნება სიმსივნე ან თერაპევტი არ გაცივდება, ტრავმატოლოგი კი ფეხს არ იღრძობს და ა.შ. რეალურად განსხვავება ფსიქოლოგსა და უბრალო ადამიანს შროსი ისაა, რომ ფსიქოლოგმა შესაძლოა მოახერხოს პრობლემის გადაწყვეტისთვის კარგი ალტერნატივების პოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისიც მიმართავს საკუთარ კოლეგებს დახმარების თხოვნით.
6. ფსიქოლოგები არინა კეთილი ადამიანები, რომლებიც ყველას ეხმარებიან - ზოგიერთები თვლიან, რომ ფსიქოლოგი გრძნობს თავის საჭიროებას და დაუყოვნებლივ ერევა სიტუაციაში "ნათელის მოსაფენად" და "ყველას გადასარჩენად" და რომ ისინი მზად არიან ყველაფერი მსხვერპლად გაიღონ სხვების დასახმარებლად. რეალურად ეს მხოლოდ პროფესიაა. ფსიქოლოგმა ზუსტად იცის, რომ არავის წინაშე არაა ვალდებული და მისი პასუხიმსგებლობა იწყება მაშინ, როცა ადამიანი მიმართავს მას დახმარების თხოვნით.
7. ფსიქოლოგს შეუძლია ისეთი რჩევის მოცემა, რომელიც წამიერად გადაჭრის პრობლემას - რჩევის მოცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ბევრი ამას უფასოდ და ხალისითაც კი გააკეთებს. მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა: ნებისმიერი რჩევა სასურველი და იოლი გამოსავლი მხოლოდ მისი ავტორისთვისაა, რადგან მას აქვს შესაბამისი უნარები და ძალა, რომ გააკეთოს ის რასაც გირჩევთ. ისინი ამბობენ : "მე შენ ადგილას...."; გთავაზობენ ვარინტებს, რომელთა განხორციელება შეიძლება თქვენთვის შეუძლებელიც კი იყოს. ადამიანმა კი თავად ყველაზე კარგად იცის რა უშველის მას, უბრალოდ შესაძლოა ამას ვერ აცნობიერემდეს. სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგის როლი - ის კი არ იძლევა მზა ფორმულებს, არამედ ეხმარება ადამიანს იპოვოს ის ძალა, რომელიც მდგომარეობის გამოსწორებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
განხილული მოსაზრებების გარდა კიდევ მრავალი შეხედულება შეიძლება არსებობდეს, ზოგი ფსიქოლოგიას და რელიგიას უპირისპირებს ერთმანეთს, ზოგს ფსიქოლოგიის მეცნიერულობაში ეჭვი ეპარება და ა.შ. თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ ფსიქოლოგის დახმარებით მიღწეული შედეგები ძალიან გასაოცარი შეიძლება აღმოჩნდეს და არ ღირს ამ პროფესიის დაკნინება და მისი მნიშვნელოვნობის უგულებელყოფა.

0
165
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0