x
image
natia.a
"აუ პროსტა ნახეთ მატარებელი რას უშვება გოგოს" - ლევ ტოლსტოი

imageფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი მათე მაყაშვილი საზოგადოების წიგნის წაკითხვის იძულების საინტერესო მეთოდზე წერს:
"მოკლედ, მე მაქვს იდეა, როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის დონე, ამისათვის საჭიროა ნაწარმოებები გამოვიდეს ახალი სათაურებით, მაგალითად:


"აუ პროსტა ნახეთ მატარებელი რას უშვება გოგოს" - ლევ ტოლსტოი.

"ტიპი ტყუილად ჩასვეს ციხეში, გამოვიდა და რაც შემდეგ მოხდა ყველას გაგაოცებთ" - ალექსანდრე დიუმა.

"აუ ტიპი მაგრად ღადაობს" - ვუდჰაუზი.

"ბიჭმა სელფი გადაიღო, რაც შემდეგ მოხდა, შოკში ჩაგაგდებთ" - ოსკარ უალდი.

"აუ ნახეთ ტიპი პროსტა რა გიჟია" - კენ კიზი.

"საყვარელი ბავშვი. ყოველდღე ვიწერდი, ნაწერი სულს აგიფორიაქებთ" - ანე ფრანკი.

"ამ საწყალ არსებას თავიდან ყველა დასცინოდა, რაც შემდეგ მოხდა ცრემლებს მოგადენთ, " - ვიქტორ ჰიუგო

დანარჩენი თქვენ დაამატეთ. ერთი დიდი სია გავაკეთოთ და დავბეჭდოთ ახალი სათაურებით, " - წერს ფეისბუქში მათე მაყაშვილი.





1
293
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
293
  
2015, 5 თებერვალი, 17:23
ესაა ტრაგიკომედია:((((((
0 1 1