x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
სპარსეთის ყურის რეგიონი და ნავთობი


მსოფლიოში ძალთა განაწილებას დღეს დიდწილად ნავთობი განსაზღვრავს. თანამედროვე ცივილიზაციის ისტორიაში ის სიმდიდრისა და
ძალაუფლების შეუცვლელი რესურსია. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა, ფაქტობრივად, ნავთობისთვის ბრძოლაა, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ
ძალიან გაუმართლათ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც
ნავთობის უდიდესი მარაგია თავმოყრილი.ეს განსაკუთრებით
თვალსაჩინოა არაბული ქვეყნების მაგალითზე, სადაც ხრიოკი უდაბნოები ფანტასტიკური შემოსავლების წყალობით აყვავებულ ოაზისებად აქციეს. ოპეკის მონაცემებით, დედამიწაზე ნავთობის დამტკიცებული საერთო მარაგი დაახლოებით 1.360 ტრილიონი
ბარელია. ნავთობის მარაგის მქონე ქვეყნების ტოპ ათეული ბუნებრივია
გაცილებით სტაბილურია ვიდრე მომპოვებელი ან მომხმარებელი ქვეყნებისა. ნავთობის მარაგი ძირითადად
თავმოყრილია მსოფლიოში უდიდესი სპარსეთის ყურის ნავთობმომცემ პროვინციაში- ყურის ორივე ნაპირზე და მის კონტინენტურ შელფზე. სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებია: ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ერაყი და ირანი.
თითოეული ქვეყნის როლი სპარსეთის ყურის რეგიონში ეკონომიკის განვითარების
თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში
ნავთობის მომპოვებელი, უდიდესი რეზერვის
და ექსპორტიორი ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ამ რეგიონშია თავმოყრილი.
რეგიონში ნავთობის უდიდესი მარაგი აქვთ საუდის არაბეთს, ირანს, ერაყს, ქუვეითსა
და გას-ს. მოცულობით ნაკლები მაგრამ საექსპორტოდ მნიშვნელოვანი ნავთობის მარაგი აქვთ კატარს, ომანსა და იემენს.სირიისა და ეგვიპტის მარაგი
რეგიონის ფონზე მცირეა, მაგრამ ჯერ-ჯერობით საკმარისი, რომ ეს ქვეყნები
იმპორტზე დამოკიდებული არ იყოს. ბაჰრეინში ნავთობის მარაგი უკვე ამოიწურა და ის აღარ მოიპოვება. ბოლო ათწლეულებში კონვენციური გაზის მოპოვება ახლო აღმოსავლეთში და მისი მიწოდება მსოფლიო ბაზარზე იზრდება, მაგრამ რეგიონის მთავარი სიმდიდრედ მაინც ნავთობი რჩება.

ახლო აღმოსავლეთის წილი ნავთობის
მსოფლიოს მარაგში ბოლო წლებში ერთგვარად შემცირდა, რადგან ბოლო ათწლეულში აღმოჩნდა ახალი რესურსები ვენესუელაში, ანგოლაში, ყაზახეთში, კანადაში
და სხვა.მაგრამ ახლო აღმოსავლეთი დღემდე
ფლობს ნავთობის მსოფლიო მარაგის ნახევარზე მეტს, თანაც მისი
ნავთობი ხარისხით უკეთესია ვიდრე მაგალითად ვენესუელისა ან
ყაზახეთისა. ახლო აღმოსავლეთის გააჩნია
უპირატესობა მსოფლიოს სხვა ნავთობმომპოვებელ რეგიონებთან დაკავშირებით.
გარდა იმისა, რომ ის ისედაც უდიდეს მარაგს ფლობს
მისი მოპოვებადა გადატანა შედარებით იაფიაა. ის ახლოსაა მსხვილ მომხმარებლებთან-შორეულ აღმოსავლეთთან, სამხრეთ აზიასთან
და დასავლეთ ევროპასთან ამიტომ მოპოვებაც და ტრანსპორტირებაც
აქ უფრო იაფი ჯდება.რეგიონში ნავთობის სიიაფეს განაპირობებსის ის ფაქტი, რომ მისი მოპოვება ხშირად ხდება დაუსახლებელ ადგილას, უდაბნოში. მილსადენის მშენებლობა
არ მოითხოვს სასოფლო სამეურნეო სავარგულების ანდა
განაშენიანებული ადგილების გადაკვეთას. მნიშვნელობა ენიჭება იაფ მუშა ხელსაც აზიის ქვეყნებიდან მოსული მუშები
აქ ნაკლებ ხელფასს ღებულობენ, ვიდრე მენავთობები აშშ-სა ან დასავლეთ ევროპაში. ყველა ამ ფაქტორმა
ერთად განაპირობა სპასეთის ყურის დასავლეთ ნაპირზე
ნავთობის დაბალი თვითღირებულება. 20 საუკუნის ბოლოს აქ
თითო ბარელი ნავთობის მოპოვება საშუალოდ 1-3 დოლარი ჯდებოდა, როცა ნავთობის ყელაზე იაფად მოპოვება, მაგალითად აზერბაიჯანში 6-7 დოლარი, ხოლო
ჩრდილოეთ ზღვაში15 დოლარზე მეტი იყო. ეს მონაცემები სულ რამოდენიმე წლის შემდეგ გაიზარდა, თუმცა პროპორციები ისევ მსგავსადაა შენარჩუნებული .
მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორი 20 საუკუნის მეორე
ნახევრიდან გახდა ახლო აღმოსავლეთის
ნავთობი.მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი აღმოაჩინეს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში(ყაზახეთი, ვენესუელა) მსოფლიო
ეკონომიკა ჯერაც დიდადაა დამოკიდებული
ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე.რეგიონის ნავთობგადამუმშავებელი სიმძლავრეები
მსოფლიო ფონზე მცირეა (8, 7%). ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის მხოლოდ მცირე ნაწილი მოიხმარება რეგიონშივე. აქ მოპოვებული ნედლი ნავთობის უდიდესი მომხმარებლები
არიან აზია-წყნარიოკეანის ქვეყნები, (იაპონია, ჩინეთი, სინგაპური, კორეა,
ავსტრალია და სხვა) სადაც მიემართება ნავთობის 56%, დასავლეთ ევროპაში
9% და აშშ-შიკი 9%. 2010 წელს ახლო აღმოსავლეთიდან გაიტანეს 3 მილიარდ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ის რომ ნავთობის ინდუსტრია დიდ
როლს ასრულებს სპარსეთის ყურის
ქვეყნების ეკონომიკაში(ეკონომიკის განვითარებაში). ნავთობის ხვედრითი წილი საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ირანის ექსპორტში 90-95%-ს, ხოლო ერაყში, კატარსა
და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
მისი წილი ექსპორტის 95-100%-ია. ამ ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით სულ მოკლე დროში შეძლეს ეკონომიკის გარდაქმნა
და უზრუნველყვეს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების
ძალიან მაღალი დონე (გაერთიანებულ ემირატებსა და კატარში ეს
ციფრი 27 ათას დოლარს შეადგენს). სწორედ ნავთობით სიმდიდრე
ბევრად განსაზღვრავს სპარსეთის ყურის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას
აზიასა და მთლიანად მსოფლიოში.თუმცა ისტორიის
მანძილზე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ თავისი
კვალი დატოვა რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ
განვითარებაზე. მიუხედავად რეგიონის ლიდერობისა
ნავთობის მოპოვებას, მარაგსა და ექსპორტში რეგიონი მაინც განვითარებად
საფეხურზეა და მოსახლეობის ცხოვრების დონე არც ისე მაღალია.რეგიონის ჰუმანური განვითარების ინდექსი (0, 771 არც ისე მაღალია, რაც ძალიან ბევრ ფაქტორზე მეტყველებს.) (ყველაზე მაღალი კატარში-0, 851 და ყველაზე დაბალი ომანში-0, 783-ია).

აღსანიშნავია კატარი, რომელიც მსოფლიო
სავალუტო ფონდმა 2010 წლის მონაცემებით, ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ დაასახელა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 88 222 დოლარს
შეადგენს. საერთო ჯამში ეს რეგიონი ვერ ჩაითვლებოდა სასარგებლო
წიაღისეულით მდიდარ რეგიონად, მე-20საუკუნეში იქ, რომ არ აღმოეჩინათ ჰიდროკარბონატული რესურსების უზარმაზარი მარაგი, რაც რეგიონს ანიჭებს
განსაკუთრებულ ღირებულებას მსოფლიო
მასშტაბით.ნავთობი მსოფლიო მარაგის მიხედვით 61.5%-ს

შეადგენს, რაც სწორედ სპარსეთის ყურეშია თავმოყრილი, გარდა
ამისა რეგიონი მდიდარია სხვა რესურსებითაც მაგ: რკინის მადანი,
ბოქსიტები, ურანი, ბუნებრივი გაზი
და ა.შ., რაც რეგიონს ძალიან დიდ პერსპექტივებს აძლევს ეკონომიკური განვითარების
თვალსაზრისით, რადგან ეს რესურსი
ათობით, ზოგან ასზე მეტი წლის მანძილზე არ ამოიწურება.
ვინაიდან და რადგანაც ეკონომიკა ფაქიზი სფეროა და
სწრაფად რეაგირებს ამა თუ იმ ფაქტზე, მაგ. ქვეყნების შიგნით არასტაბილურობაზე,
საჭიროა გეოპოლიტიკას და რესურსების
სწორი მართვა, რათა რეგიონი გაძლიერდეს და იყოს მყარი დასაყრდენი მსოფლიოს
სხვა რეგიონების მხრიდან, როგორც ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად და
სოციალურად.


0
290
შეფასება არ არის
ავტორი:ელიკო ვარძელაშვილი
ელიკო ვარძელაშვილი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0