x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
სპარსეთის ყურის ქვეყნები - ერაყი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი


image
სპარსეთის ყურის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე
მსჯელობისას ნათლად წარმოგვიდგება 4 სახელმწიფო (ერაყი, ირანი და არაბთა გაერთიანებული
საამიროები და საუდის არაბეთი), რომლებიც დიდ როლს ასრულებენ რეგიონის განვითარებაში.
ეს სახელმწიფოები ნავთობთან ერთად სხვადასხვა სახის რესურსებსაც ფლობენ თუმცა მათში
წამყვანი დარგი მაინც ნავთობის მრეწველობაა. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

საუდის არაბეთი ნავთობის მარაგით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში(დაახლოებით 25 %). ის, ასევე არის ლიდერი მწარმოებელი და ექსპორტიორი მთელს მსოფლიოში.

ნავთობის 95%-ზე მეტი იწარმოება საუდის არაბეთის მთავრობის მიერ.ქვეყნის ბიუჯეტში ნავთობის სექტორიდან შემოსავლების წილი დაახლოებით 92.5%-ია. დაახლოებით 9 მილიონი უცხოელი მომუშავე გადამწყვეტ როლს თამაშობს საუდის არაბეთის ეკონომიკაში. მაგალითად, ნავთობისდა მომსახურების სექტორებში. მთავრობა ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას, რათა შეამციროს სამეფოს ნავთობზე დამოკიდებულება, და გაზარდოს დასაქმების შესაძლებლობა საუდის არაბეთის გაზრდილი მოსახლეობისთვის. ნავთობის მაღალი შემოსავლები მთავრობას საშუალებას აძლევს გამოაცხადოს დიდ იბიუჯეტის ნამატი, რიჰადმა შეძლომნიშვნელოვნად გაეზარდა ხარჯები სამუშაო ტრენინგებისა და განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მთავრობის ხელფასებისთვის. ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა.

სპარსეთის ყურის მეორე მნიშვნელოვანი სახელმწიფო გახლავთ ირანი.ის განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც მშპ-ს საერთო მოცულობით სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მე-4 ადგილს იკავებს. მისი ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, რომელშიც უდიდესია ნავთობ-გაზის ინდუსტრიის როლი. ქვეყანაში განვითარებულია მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული, წამყვანია მემცენარეობა. ბოლო წლებში დაიწყო მომსახურების სფეროს განვითარება. ნავთობის მოპოვებით ირანი მსოფლიოს ხუთეულშია. მოპოვებული ნავთობის 75 % ექსპორტზე გადის. სპარსეთის ყურის 24 გიგანტი საბადოდან 8 ირანში მდებარეობს. მათ შორის აგა-ჯარისა და გეჩსარინი. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებს შორის უდიდესია აბადანის საწარმო. ისპაჰანში მოქმედებს შავი მეტალურგიის უდიდესი ქარხანა. მსუბუქი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ხალიჩების წარმოება. ამ დარგში დასაქმებულია 2 მლნ ადამიანი. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ირანი ვერ აკმაყოფილებს საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებებს.

ხოლო რაც შეეხება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მას აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 წ.) დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად.სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს. ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი.

და ბოლოს ერაყი- ქვეყანას კეთილდღეობა ნავთობმა მოუტანა.1972 წლიდან ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა, 1979 წელს ნავთობიქვეყნის სავალუტო შემოსავლის 95%-ს იძლეოდა. ერაყში ომის დაწყებიდან, რომელმაც სადამ ჰუსეინის მმართველობას ბოლო მოუღო 11 წელია გავიდა, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდება თუმცა ერაყელთა უმრავლესობა ამას ჯერ-ჯერობით ვერ გრძნობს. ერაყის ეკონომიკა ამჟამად წელიწადში 9%-ით იზრდება. ბენზინის წარმოება დღეში 3 მილიონ ბარელს უტოლდება, რაცმას მსოფლიოში ზომით მესამე ექსპორტიორობის გარანტიას აძლევს, საუდის არაბეთის და რუსეთის შემდგომ. რეგიონის ნავთობგადამუმშავებელი სიმძლავრეები მსოფლიო ფონზე მცირეა (8, 7%). ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის მხოლოდ მცირე ნაწილი მოიხმარება რეგიონშივე. აქ მოპოვებული ნედლი ნავთობის უდიდესი მომხმარებლები არიან აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები, (იაპონია, ჩინეთი, სინგაპური, კორეა, ავსტრალია დასხვა) სადაც მიემართება ნავთობის56%, დასავლეთ ევროპაში

9% და აშშ-ში კი 9%. 2010 წელს ახლო აღმოსავლეთიდან გაიტანეს 3 მილიარდ
ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ის თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს ნავთობის მრეწველობა სპარსეთის ყურის ქვეყნების
ეკონომიკაში (ეკონომიკის განვითარებაში). ნავთობის ხვედრითი წილი
საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ირანის ექსპორტში 90-95%-ს, ხოლო
ერაყში, კატარსადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მისი წილი
ექსპორტის 95-100%-ია.ამ ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტით

მიღებული შემოსავლებით სულ მოკლე დროში შეძლეს ეკონომიკის გარდაქმნა
და უზრუნველყვეს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ძალიან მაღალი დონე (გაერთიანებულ ემირატებსა და კატარში ეს ციფრი 27 ათას დოლარს შეადგენს). სწორედ ნავთობით სიმდიდრე ბევრად განსაზღვრავს სპარსეთის ყურის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას აზიასა და მთლიანად მსოფლიოში. თუმცა ისტორიის მანძილზე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ თავისი კვალი დატოვა რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე. მიუხედავად
რეგიონის ლიდერობისა ნავთობის მოპოვებას, მარაგსა და ექსპორტში რეგიონი მაინც განვითარებად საფეხურზეა და მოსახლეობის ცხოვრების დონე არც ისე მაღალია.აღსანიშნავია, მხოლოდ კატარი, რომელიც მსოფლიო სავალუტო ფონდმა 2010 წლის მონაცემებით, ყველაზემდიდარ სახელმწიფოდ დაასახელა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 88 222 დოლარს შეადგენს.


0
1165
1-ს მოსწონს
ავტორი:ელიკო ვარძელაშვილი
ელიკო ვარძელაშვილი
1165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0