სხვა არავერბალური კომუნიკაცია 2015, 2 თებერვალი, 21:16 არავერბალური კომუნიკაცია ნიშნავს კომუნიკაციას სიტყვების გარეშე.იგი გულისხმობს კომუნიკაციას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.
კაცობრიობის ისტორიაში არავერბალური კომუნიკაცია დროში ბევრად წინ უსწრებს ვერბალურს.ენის წარმოშობამდე ბევრად უფრო ადრე ადამიანები ჟესტების, გამომეტყველების, ტირილის, სიცილის, ყვირილის და შეხების მეშვეობით ერთამანეთს ატყობინებდნენ თუ სად იყო ცხოველი, რომლის მონადირებაც შეიძლებოდა, რას გრძნობდნენ ან რას განიცდიდნენ საერთოდ.
იგივე კანონზმოიერებასთან გვაქვს საქმე ადამიანის განვითარების პროცესის შემთხვევაში.ლაპარაკზე ბევრად უფრო ადრე ბავშვი თავის განცდებს ტირილის, სიცილის თუ შეხების მეშვეობით გადმოგვცემს.
მოზრდილი ადამიანი არავერბალურ კომუნიკაციას ფართოდ იყენებს.დადგენილია, რომ კომუნიკაციის 60%–ზე მეტს სწორედ არავერბალური კომუნიკაცია შეადგენს.როდესაც არავერბალური კომუნიკაცია არ შეესატყვისება ვერბალურს, ე.ი როცა ადამიანი ერთს ამბობს, ხოლო მისი სხეული ან ხმის ტონი საწინააღმდეგოს მეტყველებს, ინფორმაციის მიმღები უპირატესობას არავერბალურ მანიშნებლებს ანიჭებს და ნაკლებად უჯერებს ნათქვამს. საჯარო გამოსვლებში არავერბალური კომუნიკაციის მნიშნველობაზე ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები მიუთითებდნენ. არავერბალური კომუნიკაცია უნარია, რომელიც სწავლას და გავარჯიშებას ექვემდებარება.თუმცა არსებობს გარკვეული თანდაყოლილი მიდრეკილებები.კომუნიკაციის არავერბალური უნარების ქონა ძალიან მომგებიანია.მასში გაწაფული ადამიანები უფრო წარმატებულნი არიან, ნაკლებად განიცდიან მარტოობას და უფრო პოპულარულნი არიან. აღსანიშნავია, რომ არავერბალური ინფორმაციის სწორად გაგებას და მის ეფექტურად გამოყენებას აუცილებლად ჭირდება კონტექსტის, არსებულ სიტუაციისა თუ ურთიერთობების გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია არავერბალური მაჩვენებლების არა ცალ–ცალკე, არამედ ერთ მთლიანობაში განხილვა.მაგალითად:სხეულის კანკალი შეიძლება ან შიშზე მიუთითებდეს ანაც სიცივეზე. ავტორი:სოფიო კაციტაძე 106 შეფასება არ არის
|