x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აქამდე უცნობი დეტალები ინტერნეტ ვარსკვლავ- "ეკა ყურშიტაშვილის" პირად ცხოვრებაზე (უამრავი პირადი ფოტო)
უკვე რამდენიმე დღეა, "პატრულების" მიერ თვეების წინ ფარულად გადაღებული ვიდეოები ბრუნავს მთელს ინტერნეტ-სივრცეში და ერთი უბრალო გოგონა, რომელიც ახლობლებსაც კი მივიწყებული ჰყავდა, დღეს მთელმა საქართველომ გაიცნო. სანამ სტატიის მთავარ თემასა და ინტერნეტ-ვარსკვლავ "ეკას" პირად ცხოვრებაზე გადავიდოდე, მინდა შეგახსენოთ, რომ იგი "ყურშიტაშვილია" და არა ყუშიტაშვილი- როგორც ამახინჯებთ. ცხადია, რომ დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა მის გარშემო. არ ვამართლებ, ბილწ-სიტყვაობა რა ქალის საქმეა, მაგრამ დავიჯერო პირველად გესმით ქალისგან გინება ასე რომ გაოცდით? მთელი ჩვენი ძალათ ელიტა ბილწ-სიტყვაობს და ვინმეს ასეთი აჟიოტაჟი აუტეხავს ამის გამო? აი ეკამ კი რადგანაც პატრულს აგინა, პატრულს, რომელიც აწუხებდა, თავი მოაბეზრა და კოლეგებიც ჩართო ამ საკითხში, თურმე უდანაშაულოა, ეს კი- ეკა "ძუკნა" და რა ვიცი, რა აღარ აკადრეთ. იქნებ ცოტას დაფიქრებულიყავით და საღად გეაზროვნათ სანამ თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს გამოლანძღავდეთ?!!


აწ უკვე ცნობილი- ეკა ყურშიტაშვილი 1991 წლის 26 ივლისს კახეთში, თელავის რაიონ სოფელ იყალთოში დაიბადა, ამჟამად არის 24 წლის, ჰყავს ერთი ღვიძლი და-ლიკა. ძალიან ცუდი ბავშვობა გამოიარეს გოგონებმა, გარკვეული მიზეზების გამო მათ გვერდით არ ყავდათ დედა, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ასწავლიდა მოზარდებს, ჩაეხუტებოდა, მოუყვებოდა ზღაპრებს თუ შემეცნებით ამბებს, დაახვედრებდა სკოლიდან შინ მისულებს ცხელ კერძსა და სითბოს, დედის ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს- როგორც ეს ყველა დედას ახასიათებს შვილების მიმართ. ეკა უმცროსია, ამიტომ ლიკა იყო სახლში დედა, ეკას ნუგეში და ყოველთვის იჩენდა მზრუნველობას პატარა დაიკოს მიმართ. ვერ ვიტყვი ბევრი მეგობარი ყავდათთქო, მაგრამ იყვნენ ერთეულები, რომლებიც ხედავდნენ გოგონების დაფარულ ტკივილს და ბავშვური გართობებით უქარწყლებდნენ დარდს, თუმცა უბნელი მოზარდების უმრავლესობა უდედოდ მყოფ უმწეო გოგონებს უამრავ შეურაცყოფას აყენებდნენ, შეურაცყოფას, რომელიც სისხლში გვაქვს ყველას გამჯდარი. მათ ხომ არც ძმა ყავდათ, რომელიც დაიცავდა ყეყეჩი ბიჭებისგან, მამა კი შრომობდა გოგონების კეთილდღეობისთვის და ეზოში მხოლოდ ღრმად მოხუცებული ბებო თუ მოგედებოდათ ფეხებში, რომელიც ლაღად მორბენალ შვილიშვილებს დაჰყვირებდა ხოლმე.


მომიტევეთ და უფრო კონკრეტულად ვერ დავასახელებ მათი დარდის მიზეზს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომელიც დიდი ტკივილით მაგონდება- არაერთხელ დავინახე მათ თვალზე ცრემლი და გავიგონე სიტყვა "დავიღალე!" ჩავეხუტებოდი ხოლმე ნუგეშის ნიშნად, მეტი რა შემეძლო გამეკეთებინა 10-11 წლის ბავშვებისათვის? ყოველთვის მახარებდა მათთან სტუმრობა, ისეთი სიხარულით მიღებდნენ და მიმასპინძლდებოდნენ თავიანთი პატარა ხელებით მოდუღებული ყავითა და დაკრეფილი ხილით, რომ თქვენც არასოდეს მოგინდებოდათ მათთან განშორება. სახლის უკან, ბაღჩაში, ჰამაკში ჩავესვენებოდით ხოლმე და ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით, ვყვებოდით სასაცილო ამბებს და ასე ვაღამებდით, საღამოს კი- მზე რომ ჩავიდოდა, მივაშურებდით იყალთოს აკადემიას, სადაც იმ კედლის ნანგრევებია, რომლის სიღრმეშიც შოთა რუსთაველმა ოდესღაც "ვეფხისტყაოსანი" დაწერა და დები გულმოდგინედ გვიხსნიდნენ არამდკვიდრებს მთელი ამ სიმდიდრის წარსულს. თუმცა თვალსა და ხელს შუა გადიოდა აგვისტო და მიწევდა იქაურობის, ჩემი იყალთოს და ეკა-ლიკას დატოვება, რადგან სკოლა იწყებოდა მალე და თბილისს მოვეშურებოდი.


ასე გრძელდებოდა ციკლურად ჩვენი მეგობრობა. თუმცა სკოლა რომ დავამთავრე, სამედიცინოზე ჩავაბარე და ვეღარ ჩავდიოდი იყალთოში, ამიტომ ჩემი და დების ურთიერთობა ბუნებრივად შეწყდა. 2007 წელს კი, როდესაც ეკამ სკოლა დაამთავრა, მალევე ეწვია სიყვარული და იფიქრა 16 წელი უდედოდ გაზრდილი შექმნიდა ოჯახს, რომელიც მისი ტაძარი იქნებოდა და გულმოდგინედ გაწევდა უღელს, თუმცა ეს ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა და ერთი თვის ორსულს მოუხდა ოჯახიდან წამოსვლა. მთელი ბავშვობის დეპრესიას კიდევ ტრავმა დაემატა, უკვე აღარვის გაგონება არ სურდა, ამიტომ მიაშურა უკრაინას, სადაც დედა ელოდა და მას სიხარულით მიიღებდა, ეკასაც ბევრი არ უყოყმანია და დეპრესიის დასაძლევად სწავლა უკრაინაში დაიწყო, უნდოდა ცხოვრებაში თავისით მიეღწია ყველაფრისთვის, იმ ყველაფრისთვის, რაც დღეს გააჩნია, პარალელურად კი მუშაობდა, რათა თავი ერჩინა.



2009 წელს ციცი მოევლინა ქვეყანას და ეკას ყველა ჭრილობას მალამოსავით დაედო. ეკამ ასევე ისწავლა თმის და ფრჩხილის დაგრძელების სპეციალურ კურსებზეც და შემოსავლის მუდმივი წყაროც გაუჩნდა. ამჟამად ყავს საყვარელი ადამიანი, რომელზეც შეგნებულად არ საუბრობს და ბედნიერია, თუმცა მისი ერთადერთი იმედი ცისიაა (ციცი), რომელთანაც მთელ თავისუფალ დროს ატარებს.


უკრაინიდან ახალი ჩამოსულია ეკა თბილისში, ინციდენტიც "პატრულის" თანამშრომლებთან თვეების წინ შეემთხვა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო ვიდეოები გავრცელდა ინტერნეტ-საშუალებებით და ხალხმაც უარყოფითი დასკვნები გამოიტანა, გამწარებული ცხოვრებით ნაცხოვრები უდედო ბავშვის, მიტოვებული ორსული ქალის და მარტოხელა დედის პოზიციებს აბა ვინ გაამართლებს?!! მან ხომ პატრულს აგინა! პატრულს, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. რატომ არის ჩვენთან ასეთი დაბალი დონე, რომ თუ ქალი "ფორმაშია", ყველაფერზე დაგთანხმდება და ყველაფერი შეგიძლია აკადრო?! გამოფხიზლდით ხალხნო! და შეეშვით ზედაპირული დასკვნების ფონზე ერთმანეთის ლანძღვასა და შეურაცყოფას, მხოლოდ ეკასთან გაჭრა პატრულის ნაცნობობამ და თქვენთან არა?!!!


სულ ეს არის რისი თქმის უფლებასაც მივცემ საკუთარ თავს ეკაზე, აქვე კი ის მინდა დავამატო, რომ მისი ტუჩები ნატურალურია, ანუ ბუნებრივად აქვს ასეთი დაბერილი და არანაირ ბოტოქსს არ შეიცავს. ახლა კი გთავაზობთ მის პირად ფოტოებს შვილთან, დასთან და დედასთან ერთად.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




დასთან- ლიკასთან ერთად

imageimageimageimageimage





დედა

image

19
5472
20-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5472
  
2015, 11 თებერვალი, 21:24
მშვენიერი ქალაჩუნაა ეკა, ძალიანაც გემრიელი ჩანს.
2015, 5 თებერვალი, 22:30
ბატონო ჩემო, ჩვენს ქალაქში იმდენ მსგავს სანახაობას აქვს ადგილი, შესაძლოა არც არასდროს დაგჭირდეთ შიმშილის, წყურვილის დაკმაყოფილება და საერთოდ დარდი, იშვიათი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ასეთ რამეებზე სულდგმულობს. :))
2015, 5 თებერვალი, 20:16
კაი კომენტარია :D
2015, 3 თებერვალი, 11:58
ბოღმით გასიებულებო, რას ერჩით სტატიას რომ ბლოკავთ წარა-მარა, არანაირ წესს არ არღვევს და მეტიც, ექსკლუზივია მედიისთვის და დაიოკეთ ეგ ნერვები და ეკას სურათების მოპარვასაც შეეშვით, არსად არ დევს ეს მასალა რაც მე ავტვირთე და ნუ გაიმართლებთ თავს რომ მისი პირადი გვერდიდან გაქვთ, თავისი სახელი და გვარით არც პირადი გვერდი აქვს შექმნილი. ასე, რომ.....
2015, 2 თებერვალი, 10:50
ვააა კუდე ეხლა:) მე ვიცი რომ უბრალოდ გათამამებულუ გოგოა და თავში აქვს ავარდნილი, ი ვსიო მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ხოდა კიდე მაგარ ვიდზეა. ;)
2015, 2 თებერვალი, 8:17
:)) უბრალოდ მებრაზება ზედაპირულ დასკვნებს რომ აკეთებენ და იმ აზრს აიგნორებენ პატრული, რომ მოსვენებას არ აძლევდა "დაკერვის" მიზნით და რახან არ დაიკერა, გადაეკიდა. რატომ არის საქართველოში დაბალი დონე იმ თვალსაზრისით, რომ მამაკცები უნახავებით იქცევიან ქალთან მიმართებაში? რახან ქერაა და საჭესთან არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ მეორეს გაეგება ფეხ-ქვეშ. საგინებელი იყო და აგინა, თუმცა თუ აუტვირთავდნენ ვიდეოს, ეგ არც წარმოედგინა. უბრალოდ პირადად ვიცნობ მაგ პიროვნებას და რაც ხალხმა დახატა, ეგ ნამდვილად არაა, თორემ ბრბო, უსაქმურები და ყველას მამიდები რომ არიან, მაგას დიდი ხანია მივხვდი. ყველას უტეხიათ კისრები :)
2015, 2 თებერვალი, 0:59
აუ რაც შენ ეკაზე ინერვიულე მტერსაცკი არ ვუსურვებ :D დამშვიდდი, ხალხის აზრი მრავალფეროვანია :)
2015, 1 თებერვალი, 22:19
ს რ უ ლ ი ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მ მადლობა უნდა ვუთხრათ ეკა ყურშიტაშვილის და რუსთავი 2-ს, პირადად მე ეს ერთი კვირაა ისე კარგად ვერთობი, რომ არც მშია არც მწყურია და საერთოდ არაფრის დარდი არა მაქვს. მეც მაქვს წინადადება, ხელმოწერები რომ შევაგროვოთ მოთხოვნით: მიესაჯოს უვადო თავისუფლების აღკვეთა !!! ან ლინჩის წესით რომ გავასამართლოთ და ჩამოვახრჩოთ :):(
2015, 31 იანვარი, 22:43
ჰოო, ვიღაც არის ნიკო, ვირაც კი სიკო. გადაცემას აქ ვუყურე ნაწყვეტებს, სიმართლე გითხრა მათი საუბარი გულდასმით არ მისმენია, რამე გამოვტოვე? დავინტერესდი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10