x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ირონიული გზავნილი მამაკაცებს-შვედმა მომღერალმა ფეხზე პრეზერვატივი წამოიცვა
შვედმა მომღერალმა ზარა ლარსონმა(Zara Larsson )ფეხზე კონდომი წამოიცვა, გადაუღო სურათი და "ინსტაგრამზე" დადო.გოგონამ პრეზერვატივი თითქმის მუხლამდე წამოიცვა.


მომღერალმა ამ ჟესტით იმ მამაკაცებს მიანიშნა, რომლებიც ამტკიცებენ რომ მათ ღირსებას კონდომი არ ერგება, -პატარაა.


17 წლის გოგონამ საყოველთაო პოპულარობა გადაცემა "ერთი წუთი დიდებით" მოიპოვა.


სურათი ახალგაზრდა მომღერალმა "ინსტაგრამზე" ნახევარმილიონ ფანს გაუზიარა.


image

ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა:"ბიჭებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემი ასო კონდომისთვის დიდია-ჩაუჯექით.."


ერთ კვირაში გოგონას ამ სურათს 50 000 -ზე მეტი მოწონება ხვდა წილად.


გოგონამ საკუთარ ბლოგზე აღნიშნა, რომ გაოცებულია ადამიანების ასეთი გაცხოველებული რეაქციით, რომელიც ამ უბრალო ხუმრობამ გამოიწვია.


"მე ერთი ჩვეულებრივი სახალისო ხუმრობა ჩავიფიქრე, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გახმაურდა, გაზეთები ფემინიზმის გენიად მომიხსენიებენ...მე არ მიმაჩნია ჩემი თავი რაღაც ფემინიზმის ღვთაებად...არსებობენ ჩემზე ბევრად უფრო კარგი გოგონები, რომლებსაც ყურადღებას არავინ აქცევს"-აღნიშნა გოგონამ.


image

0
194
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0