x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ კონტაქტური ლინზების გამოყენება

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ დიაბეტით დაავადებულ
პაციენტებს, არ უვლინდებათ უარყოფითი რეაქცია კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს.
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 27-მა ადამიანმა, მათგან 12 იყო დიაბეტით დაავადებული.
ყველა პაციენტი იყო ერთი და იმავე ასაკის და ჰქონდათ მხედველობის ერთნაირი მახასიათებლები:
თვალშიგა წნევა, ანომალიური რეფრაქცია და ა.შ.


ექსპერიმენტის ჩასატარებლად სპეციალისტებმა აირჩიეს
ისეთი კონტაქტური ლინზები, რომელსაც მაღალი ჟანგბადგამტარიანობა აქვს. მონაწილეებს
კონტაქტური ლინზები უნდა გამოეყენებინათ ორი თვის განმავლობაში და უნდა დაეწერათ თავიანთი
შეგრძნებები, კერძოდ, მხედველობის სიმახვილე ლინზების გამოყენების პროცესში.


ექსპერიმენტის ამოწურვის შემდეგ, მკვლევარებმა გააანალიზეს
შეგები და დაასკვნეს, რომ დიაბეტით დაავადებული მონაწილეების შედეგები არაფრით განსხვავდებოდა
ჯანმრთელი მონაწილეების შედეგებისგან.


კვლევის ავტორმა ელის კრამერმა (Alice Kramer) მონრეალის
ოფთომეტრიის უნივერსიტეტიდან, განაცხადა: ეს მონაცემები გვიჩვენებენ, რომ დიაბეტი არ
წარმოადგენს უკუჩვენებას კონტაქტური ლინზების გამოყენებისათვის.დიაბეტი

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:ლინზები
ლინზები
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0