x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვინ ყიდულობს მილიარდად ივანიშვილის ქონებას რუსეთში
imageვაშინგტონ პოსტი ქართველი ოლიგარქის მიერ ლობისტებისათვის დახარჯულ თანხებს აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციის მიხედვით ივანიშვილმა ამ საქმეში მილიონი უკვე გადაიხადა, თუმცა ამავე დროს მოსკოვის დახმარებით მისი კაპიტალი მნიშვნელოვანდ გაიზარდა. ქართველმა ოლიგარქმა რუსული ქონების კიდევ ერთი ნაწილი სარფიანად გაყიდა. ცნობილი გახდა რომ ივანიშვილის დეველოპერული პროექტები ისევ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა, წარმოშობით ჩეჩენმა ძმება შეიძინეს და ამ გარიგებაში თითქმის მილიარდი გადაიხადეს. სადოღე კომპექსი, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი, სასტურმო ''ლუქს ჰოტელი'', მრავალფუნქციური კომპლექსი ''სამიტი'' ბიზნესცენტით და სავაჭრო მოედნით და სასტუმრო ''ინტერკონტინენტალი'' ტვერსკაიას ქუჩაზე - ბიძინა ივანიშვილის აქტივები კიდევ ერთი ნაწილი 982 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. თუმცა ვისგან მიიღი თითქმის ერთი მილიარდი, ქართული ოცნების ლიდერს არ ახსოვს და ინტერვიუში აცხადებს რომ გვარები ზუსტად არ ახსოვს და გაზეთებში შეგვიძლია მოვიძიოთ.

ქართველი ოლიგარქის აქტივების მმართველი კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე კი წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის უძრავი ქონების ახალი მფლობელები ''ბინის'' მმართველი მიხაილ შაშხანოვი და მისი ბიძები - ძმები გუცერიევები გახდნენ.

''უძრავი ქონების მეფეები'' - ასე მოიხსენიებს რუსული პრესა წარმოშობით ჩეჩენ ძმებს, რომელთა ქონება ექვს მილიარდ დოლარს აჭარბებს და რუსეთში საკმაოდ დიდი გავლენებით სარგებლობენ.

ყველასთვის ცნობილია ძმები გუცერიევების კრემლთან და პუტინთან სიახლოვის შესახებ და როგორც რუსული პრესა აცხადებს, პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში გუცერიევებს პრობლემები არ შეექმნებათ.


რუს ექსპერტებს თუ დავუჯერებთ ივანიშვილის ქონების სარფიანად გაყიდვა პუტინის ჩარევით მასთან დაახლოებული ბიზნესმენების საშუალებით მოხდა. მართლაც, ეკონომიკური კრიზისის დროს უძრავ ქონებაში ამხელა თანხის გადახდა რაიმე კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მიღებული თანხით კი ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას დაიფინანსებს.




1
416
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
416
  
2013, 25 ივნისი, 16:11
სისულელეა..
0 1 1