x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ჩახვეული" ფირფიტა, ანუ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

imageშფოთვა სხვადასხვა ხარისხით ყველასთვისაა დამახასიათებელი და ადამიანები ხშირად ატარებენ სხვადასხვა "რიტუალებს", რომელთა საშუალებითაც ცდილობენ თავიდან აიცილონ უსამოვნება. ამ ტიპის რიტუალებად შეიძლება ჩაითვალოს ხეზე სამჯერ დაკაკუნება, "იღბლიანი" კალმით გამოცდის წერა და ა.შ. თუმცა ხანდახან ეს მდგომარეობა კონტროლს აღარ ექვემდებარება და იწვევს სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებს ობსესირუ–კომპულსიური აშილობის სახით. მაგ.ჯეკ ნიკოლსონის გმირი ფილმში " As Good as It Gets" გამოირჩეოდა არა მხოლოდ რთული ტემპერამენტით, არამედ "უცნაურობების" მთელი კომპლექტით: ის გამუდმებით იბანდა ხელებს (თან ყოველ ჯერზე ახალი საპნით), ჭამდა მხოლოდ საკუთარი დანა-ჩანგლით, ერიდებოდა სხვებთან შეხებას და ცდილობდა არ დაებიჯებინა ასფალტზე არსებულ ბზარებზე. ყველაფერი ეს კი არის ობსესიურ-კოპულსიური აშლილობის (OCD) ტიპიური ნიშანია. OCD - ესაა ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება აკვიატებული აზრები, რომლებიც აიძულებენ მას განახორციელოს ერთი და იგივე მოქმედება. OCD-ს მქონე ინდივიდთა ცხოვრება საკმაოდ რთულია: გარკვეული ქცევების მიღმა, რომლებიც გარშემომყოფთათვის სასაცილოდაც შეიძლება გამოიყურებოდეს, იმალება გამუდმებული დაძაბულობა და შიში. მათ გონებაში "ჩახვეულია" ერთი და იგივე აზრი. მაგ.მათ ეჩვენებათ, რომ ყველგან "ბატონობენ" საშიში მიკრობები, ეშინიათ თავისი ქცევით სხვას ზიანი არ მიაყენონ, არ დაკარგონ რაიმე ნივთი, სახლიდან გასვლისას არ დარჩეთ ჩართული გაზი, შუქი, შესაძლოა აღშფოთება გამოიწვიოს ონკანიდან წყლის ჟონვამ, არასიმეტრიულად დალაგებულმა საწერმა კალმებმა და ა.შ. OCD-ს მქონე ინდივიდები გამუდმებით იმეორებენ ერთსა და იმავე ქმედებებს, რომლებმაც უნდა აარიდოს თავიდან "საშიშროება". მაგ. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ დღე ჩაივლის ნაყოფიერად, თუ დილით სახლიდან გასვლის წინ სამჯერ გაიმეორებს კონკრეტულს ტექსტს ან თავიდან აიცილებს საშიშ დაავადებებს ხელების რამდენჯერმე დაბანით. რიტუალის ჩატარებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისადგურებს სიმშვიდის განცდა. შემთხვევათა 75%-ში გვხვდება როგორც აკვიატებული იდეების არსებობა, ასევე მათგან გასათავისუფლებელი რიტუალების განხორციელება. თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანებს აქვთ უმეტესად ობსესიები (აკვიატებული აზრები) ან უმეტესად კომპულსიები (რიტუალები). აქვე აღსანიშნავია, რომ მათ თავადაც ესმით საკუთარი აკვიატებების არალოგიკურობა და ნამდვილად არ ეხალისებათ ყოველ ნახევარ საათში ხელების დაბანა, შარვლის ყოველ ჩაცმაზე ელვის ხუთჯერ შეკვრა, რათა დარწმუნდნენ რომ ის ნამდვილად შეკრულია - მათ უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლიათ. მიზეზი კი ისაა, რომ შფოთვის დონე საკმაოდ მაღალია და დროებითი სიმშვიდის მოპოვების ერთადერთი გზა სწორედ არალოგიკური რიტუალების განხორციელებაშია. OCD-ს მქონდე ინდივიდებისთვის ყველაზე პრობლემატურია აგრესიული და სექსუალური ხასიათის ობსესიები.ზოგიერთს უჩნდება ხვა ადამიანებთან ურთიერთობის შიში, ჰგონია, რომ გააკეთებს რაიმე ცუდს - მიმართავს სექსუალურ ძალადობას ან მოკლავს კიდევაც ადამიანს.

ძველად ამ ტიპის აშლილობებს ხსნიდნენ მისტიური მიზეზებით: შუა საუკუნეებში ასეთ ადამიანებს აგზავნიდნენ ეგზორციზმის რიტუალებზე, XVII საუკუნეში კი პირიქით - ითვლებოდა, რომ ეს იყო ზედმეტი რელიგიურობის შედეგი. 1877 წელს ვილჰელმ გრიზინგერმა და მისმა მოსწავლემ კარლ ვესტფალმა დაადგინეს, რომ ამ "აკვიატებული იდეების მდგომარეობის" მიზეზი იყო აზროვნების სპეციფიკურობა. წლების განმავლობაში იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებთან დაკვშირებით. მაგ. ფროიდი თვლიდა, რომ ობსესიურ-კომპულსიური ქცევა დაკავშირებულია არაცნობიერ კონფლიქტებთან, კრეპელინი კი ამბობდა რომ, ამგვარ ქცევას საფუძვლად ფიზიკური მიზეზები ედო.

OCD ზუსტი მიზეზი დღესაც დაუდგენელია, თუმცა არსებული ჰიპოთეზები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

1.ფიზიოლოგიური მიდგომის მომხრეები დაავადებას უაკვშირებენ თავის ტვინის ფუნქციონალურ თავისებურებებს, ან ნეირომედიატორების ფუნქციურ დარღვევას.ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ OCD-ს მქონე პირთა დიდმა ნაწილმა მიიღო გარკვეული ტრამვა დაბადების პროცესში.
2.ფსიქოლოგიური თეორიის მომხრეები თვლიან, რომ დაავადება დაკავშირებულია პირვნების თავისებურებებთან, ტემპერაამენტთან, ფსიქოლოგიურ ტრავმებთან და გარემოს ნეგატიურ გამღიზიანებლებზე არასწორი რეაქციასთან.
3.ასევე არსეობს გენურ მუტაციასთან დაკავშირებული მოსაზრება. ეს მოსაზრება ჩამოყალიბდა OCD-ს მქონე პირთა ოჯახებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, კერძოდ კი, ცვლილება იყო სეროტონინის გადამტან გენში. გარდა ამისა OCD-ს მქონე პირებს დიდი ალბათბით ჰყავთ მსგავსი აშლილობის მქონე ახლობლები. თითქმის ყველა პაცინეტის მდგომარეობა არის განსხვავებული. განსხვავებულია აკვიატებულობის ხარისხი, მნიშვნელობა და ა.შ. და მათ დიდ ნაწილს ეს სუალც არ უშლის ხელს საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ნორმალურ ფუნქციონირებაში .

0
312
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0