x
სვაზილენდის სამეფო

სვაზილენდის სამეფო გახლავთ პატარა აბსოლუტური მონარქიული წყობის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აფრიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სვაზილენდს სათავეში უდგას მეფე მსვატი III 1986 წლიდან. მონარქს ხელთ უპყრია საკანონმდებლო და სასამართლო მართვის ორგანოები. ამასთანავე, იგი ნიშნავს პრემიერ-მინისტრსა და რამდენიმე წარმომადგენელს პარლამენტის სხვადასხვა პალატაში. ქვეყნის უმთავრესი საპარლამენტო ორგანო ორპალატიანი პარლამენტია, რომელიც შედგება "ეროვნული კრების" 65 პარლამენტარისა და "სენატის" 30 წევრისაგან. პარლამენტართა საკანონმდებლო მოღვაწეობა 5 წლის ვადით განისაზღვრება. სვაზილენდის მეფე მრავალ კანონზე მუშაობს. მის მიერ არის შემუშავებული რამდენიმე ისეთი კანონი, რომელიც ღიმილს იწვევს დანარჩენ მსოფლიოში. მაგალითად: მამაკაცებისათვის აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა.

სვაზილენდის ტერიტორიაზე, დაწყებული პრეისტორიული პერიოდიდან, ადამიანი მუდმივად სახლობდა. დღეისათვის მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს ცალსახად ეთნიკურ სვაზებს, ხოლო სასუბრო ენაა სვატი (ინგლისური წარმოადგენს მეორე სასაუბრო ენას).

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკას, ექსპორტზე ქვეყანას ძირითადად გააქვს: შაქარი, მერქანი, ციტრუსები, კონსერვირებული ხილი და ა.შ. სვაზილენდის უმსხვილესი ინვესტორი კოკა-კოლაა. კორპორაცია ქვეყნის შემოსავლის 40 პროცენტს უზრუნველყოფს.

და ბოლოს, ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ სვაზილენდი ომანის მსგავსად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოა.

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გოგაძე
ნინო გოგაძე
20