x
image
ბადრი ანთია
პარიზში მოცეკვავეები გაიფიცნენ

imageსაკულტო პარიზული კაბარე Crazy Horse
იძულებული გახდა, 2 დღით გადაედო სპექტაკლები, რადგან მოცეკვავეებმა
სცენაზე გასვლაზე უარი თქვეს.

მოცეკვავეებმა ხელმძღვანელობას
განუცხადეს, რომ მათი ხელფასი შესრულებულ სამუშაოს არ შეესაბამება, ხოლო
მათი სცენური სახე ზედმეტად დიდ დანახარჯს ითხოვს.
წელიწადში თითოული მოცეკვავე 6 წყვილ
ფეხსაცმელს ცვეთს, 2500 წყვილ გრძელწინდას, ხარჯავს 720 წყვილ ხელოვნურ
წამწამს, 300 ტუჩსაცხს და 500 ლიტრ საგანგებო საშუალებებს სხეულისთვის.
კაბარე Crazy Horse 1951 წლიდან მუშაობს.
ამ ხნის მანძილზე მას 15 მილიონი მნახველი ესტუმრა, მათ შორის უამრავი
ცნობილი ადამიანი: ჯონ კენედი, ელვის პრესლი, შერონ სტოუნი. ერთ დროს აქ
ცეკვავდა დიტა ფონ ტიზი.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0