x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მამის წერილი პატარა ქალიშვილს მის მომავალ მეუღლეზე
imageფსიქოლოგი კელი ფლანაგანი საკუთარ ბლოგზე თავის პატარა ქალიშვილს სწერს წერილებს, რომლებშიც სხვადასხვა საკითხებზე რჩევებს აძლევს. ცხადია, ამ ყველაფერს პატარა გოგონა მხოლოდ შორეულ მომავალში თუ წაიკითხავს. დღეს კი მის წერილებს ათასობით ინტერნეტმომხმარებელი კითხულობს. გთავაზობთ მათგან ყველაზე პოპულარულ წერილს, რომელიც ალბათ არა მხოლოდ პატარა ფლანაგანმა, არამედ ყველა გოგომ უნდა მოისმინოს.


"ჩემო პატარავ,

ამასწინათ მე და დედაშენი რაღაცას ვეძებდით Google-ში. შემთხვევით საძიებო სისტემამ ამოაგდო ყველაზე ძიებადი ფრაზების ჩამონათვალი. ჩამონათვლის სათავეში იყო ფრაზა: "როგორ შევინარჩუნოთ კაცი".


გამიკვირდა და სწრაფად გადავხედე უამრავი სტატიიდან რამდენიმეს. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდეთ ყოველთვის სექსუალურად, როდის უნდა მიართვათ კაცს ლუდი და როდის - სენდვიჩი, როგორ გახადოთ თქვენი მამაკაცი უფრო ჭკვიანი და მაგარი.



და გავბრაზდი.


ჩემო პატარავ, ეს არაა მართალი - შენი ამოცანა არასოდეს იქნება "შეინარჩუნო მამაკაცი".


ჩემო პატარავ, შენი ერთადერთი ამოცანაა - გახსოვდეს, რომ ღირსი ხარ კარგი ადამიანის სიყვარულის. ეს რწმენა ყოველთვის ღრმად გქონდეს გულში, იქ, სადაც მას ვერ შეარყევს უარი, დანაკარგი და ეგოიზმი, რაც ყველას გვხვდება ცხოვრების გზაზე. (თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ არა მხოლოდ შენ, არამედ ყოველი ადამიანი ღირსია პატივისცემისა და სიყვარულის, ჩათვალე, რომ ცხოვრების ბრძოლა მოგებული გაქვს. მაგრამ ეს უკვე სხვა წერილის თემაა).


თუ დაიჯერებ, რომ შენ თავად ხარ ღირებული, მოხიბვლავ ბიჭს, რომელიც შეძლებს შენს დაფასებას და მოუნდება ცხოვრების გატარება შენს სულ უფრო და უფრო ძლიერ სიყვარულში.


პატარავ, მინდა იმ ბიჭზე მოგიყვე, რომელსაც არ სჭირდება "შენარჩუნება", - რადგან მას თავად ენდომება შენთან ყოფნა.


არ მაინტერესებს, სწორად უდევს თუ არა იდაყვები მაგიდასთან ჯდომისას, - მთავარია თვალს არ აშორებდეს შენს პაჭუა ცხვირს, სასაცილოდ რომ ჭმუხნი ხოლმე სიცილისას.


არ მაინტერესებს, იცის თუ არა გოლფის თამაში, - მთავარის იმ ბავშვებს ეთამაშოს, რომლებსაც შენ აჩუქებ მას და ხან აღფრთოვანებით, ხან კი გაღიზიანებითაც კი აღნიშნოს ხოლმე, როგორ გგვანან.


არ მაინტერესებს რამდენად ვაჟკაცურია, - მთავარია, ეყოს ძალა, რომ შენ თავად გამოგავლენინოს შენი გულის ძალა.


სულ არ მაინტერესებს ვის აძლევს ხმას არჩევნებზე, - თუ შენ პატივს გცემს საკუთარ სახლში და გულში.


არც მისი კანის ფერი მაინტერესებს - თუ თქვენი ერთობლივი ცხოვრების ქსოვილს მოთმინების, ერთმანეთისთვის თავგანწირვის უნარის, სითბოსა და სინაზის ფერებით შეღებავს.


არ მაინტერესებს რომელი აღმსარებლობით აღზარდეს, ან საერთოდ რელიგიურია თუ არა - მთავარია გაითავისოს, რომ ცხოვრებაში არის წმინდა რამეები, და იცოდეს, რომ ზოგადად სიცოცხლის და შენთან ერთად სიცოცხლის ყოველი წუთი წმინდაა.


და ბოლოს, ჩემო პატარავ: თუ შენი ცხოვრების გზაზე ასეთ მამაკაცს შეხვდები და მას ჩემთან არაფერი ექნება საერთო, გახსოვდეს, ჩვენ მაინც გვექნება ცხოვრებაში ყველაზე დიდი საერთო ფასეულობა: შენ.


რადგან, საბოლოო ჯამში, ერთადერთი რამ, რაც უნდა გააკეთო "მის შესანარჩუნებლად" - იყო ის, ვინც ხარ.


კაცი, რომელსაც ყოველთვის ეყვარები,


მამა"




0
370
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0