x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ეს საინტერესოა
***ინდოეთის ერთ-ერთი ტომის ქალებს ორნაირი ენა აქვთ: ერთი კაცებისთვის, ხოლო მეორე-ქალებისთვის.კაცებთან სასაუბრო ენა ყველასთვის გასაგებია, ერთმანეთთან კი კაცებისთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ.


***პალესტინის ტერიტორიაზე არსებობს ზღვა, რომელსაც "მკვდარი ზღვა" ეწოდება, მისი წყალი იმდენად მარილიანია, რომ მასში არც ერთი ცოცხალი არსება არ ცხოვრობს.ტრადიციულად ზღვაში მარილის შემცველობა 2-3%-ია, "მკვდარ ზღვაში" კი 24%.ამიტომ ადამიანი ამ ზღვაში შეუძლებელია დაიხრჩოს, სხეული ჩაძირვის მაგივრად წყლის ზედაპირზე ტივტივებს.

image

***ა.შ.შ-ს ზოოლოგებმა შეადგინეს იმ ცოცხალ არსებათა სია, რომლებიც ყველაზე მეტ სიფრთხილეს იჩენენ გზაზე გადასვლის დროს. პირველ ადგილზე გავიდა ბატი, იგი თითქმის არასდროს არ ხვდება ტრანსპორტის ბორბლებქვეშ.


image

***1872 წლის 3 დეკემბერს ატლანტის ოკეანეში აღმოაჩინეს გემი "მარი სელესტერი".ამ ხომალდის საიდუმლოება დღემდე ამოუცნობია მკვლევარებისთვის და მეცნიერებისთვის.საქმე იმაშია, რომ ეკიპაჟი გემიდან უკვალოდ გაქრა, ხომალდზე არ იყო არავითარი ბრძოლის კვალი, ყველა მაშველი ნავი ადგილზე იყო, მაგიდაზე ელაგა დაუმთავრებელი საუზმე, გემი აბსოლუტურად წესრიგში იყო.დღემდე არაა აღმოჩენილი გაუჩინარებული ეკიპაჟის არანაირი კვალი.

image

***არსებობს გამოთქმა "ნიანგის ცრემლებს ღვრის, "რომელიც ფარისეველი ადამიანის მიმართ იხმარება.საქმე იმაშია, რომ როცა ნიანგი მსხვერპლს გადაყლაპავს და დანაყრდება, შემდეგ იწყებს ტირილს, ანუ "ცხარე" ცრემლით "დასტირის" არსებას, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოუსწრაფა სიცოცხლე.

image

***1975 წლის ივლისში ინგლისში მოვიდა თოვლი, რის გამოც გადაიდო ფეხბურთის მატჩი, ხოლო 1981 წლის ოქტომბერში პირველად ისტორიაში აფრიკაში მდებარე კალაჰარის უდაბნოში მოვიდა თოვლი.


***პირველი სულიერი არსება, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა იყო ძაღლი "ლიმონჩიკი" 1957 წელს "სპუტნიკ-2"-ით.თუმცა ჟანგბადის მარაგის ამოწურვის გამო უკან ცოცხალმა ვერ ჩამოაღწია


***ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოს ისტორიაში იყო 1918 წელს დაბადებული ამერიკელი რობერტ უოდლოუ, რომლის სიმაღლე 2-მეტრი და 72სმ.

image

0
397
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0