x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
დამწყები მეწარმის 10 მთავარი შეცდომა
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 მთავარ შეცდომას, რომელსაც უშვებს დამწყები ბიზნესმენი.image

1)50 გვერდიანი დეტალური ბიზნეს გეგმის დაწერა. ნუ დახარჯავთ ამაზე თქვენს ძვირფას დროს. ერთადერთი რაშიც კარგად უნდა გაერკვეთ საიდან და რამდენი ფული შემოვა და სად და რა რაოდენობით გავა. პირველ ეტაპზე ეს სრულიად საკმარისია.


2)პირველი ბიზნესისათვის სესხის აღება. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. თუნდაც გენიოსი იყოთ, თქვენ ჯერ არ იცით ბიზნესის კეთება. რა თქმა უნდა თქვენ ისწავლით, მაგრამ მოგვიანებით. კრედიტი კი გადასახდელი გექნებათ.


3)არასწორად გადანაწილებული პრიორიტეტები. უნდა გაითავისოთ, რომ ოფისი, ლამაზი ავეჯი და სტილი ეს არის ის რასაც ფული კი არ მოაქვს, არამედ გართმევთ მას. ბიზნესი იწყება გაყიდვებიდან და არა სავიზიტო ბარათიდან, რომელსაც აწერია გენერალური დირექტორი.



4)პირველ რიგში იურიდიული პირის რეგისტრაცია. ნუ დახარჯავთ დროს. დარეგისტრირდებით შემდეგ, როდესაც მიხვდებით, რომ საქმე კარგად წავიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია აზრს კარგავს.


5)"სუპე-მეგა-ინოვაციური" პროდუქციის გაყიდვის მცდელობა, რომელიც ჯერ არავის უნახია, და არც არავის გაუგია მის შესახებ. ის რის შესახებაც არავის გაუგია არც არავის სჭირდება, სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. რა თქმა უნდა ინოვაციები არსებობს და მათ საკმაოდ შემოსავალიც მოაქვთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა ორი რამ: ფული და გამოცდილება. ეს კი თქვენ ჯერ არ გაქვთ.


6)კონკურენტების შიში: კონკურენტების არ უნდა გეშინოდეთ, ისინი უნდა გიყვარდეთ. თუ თქვენს ბიზნესში კონკურენტები გყავთ ესეიგი ეს სფერო მოთხოვნადია, ეს პირველი. თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ მათი საქონელი და მომსახურება, გააუმჯობესოთ ისინი და გაიგოთ რითი სუნთქავს ეს ბიზნესი და კონკრეტული ბაზარი, ეს მეორე. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მათ შეცდომებზე და მიიღოთ გამოცდილება ეს სამი. და ბოლოს კონკურენტები გაიძილებენ მუდამ განვითარდე და დაიხვეწო.


7)სრული იდენტურობა. კონკურებტების არ უნდა გვეშინოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს განმასხვავებელი ნიშანი. თუ თქვენ ყიდით იგივე საქონელს იგივე ფასად და იგივე პირობებით დიდი ალბათობით თქვენ გაკოტრდებით.


8)უხარისხო პროდუქციის გაყიდვა. მზად ხართ, რომ თქვენი პროუქცია მიჰყიდოთ დედას? ნათესავებს? საყვარელ გოგონას? იმუშავეთ ხარისხზე.


9)ჩათვლა, რომ თქვენი საქონელი ყველას სჭირდება. ის რაც თქვენი აზრით "ესაჭიროება ყველას", აღმოჩნდება, რომ რეალურად არც არავის სჭირდება. თქვენ კლიენტს საერთოდ არ იცნობთ. შეუძლებელია გაყიდოთ თუ არ იცით ვის უნდა მიჰყიდოთ. მაგალითად თუ თქვენ ყიდით სათამაშოებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კლიენტები ბავშვები კი არა მათი მშობლები არიან.


10)ცდილობთ ყველაფერი თვითონ გააკეთოთ? გაწყდებით. დიახ დელეგირება რთულია, მართლაც ვერავინ ვერ გააკეთებს თქვენზე უკეთესად, მაგრამ თუ ცდილობთ ყველაფერი თქვენ გააკეთოთ თქვენივე ხელით ახრჩობთ ბიზნესს. ამასთან თქვენ საავადმყოფოში აღმოჩნდებით.


P.S. გისურვებთ წარმატებებს.

0
541
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0