x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"დანკინ დონატსი" სახლში ანუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი დონატები
image


დონატი - ამერიკის ეს კულინარიული სიამაყე სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ერთგვარი ფუნთუშა - "პონჩიკი", როგორც ხშირად ვეძახით. ოღონდ მისგან განსხვავებით, დონატსში კრემი ან საერთოდ არ არის ან კიდევ გამოცხობის შემდეგ ისხმება. სამაგიეროდ, დონატები ტრადიციულად გაფორმებულია სხვადასხვა შემადგენლობისა და არომატის ჭიქურით, რაც ასეთ მომხიბვლელ იერს სძენს.


რეალურად დონატის გაკეთება ძალიან მარტივია და სახლის პირობებშიც ადვილად შეიძლება. გთავაზობთ ტრადიციული დონატის ცომის რეცეპტს და მომზადების წესს. რეცეპტი გამოცდილია და ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ.


ინგრედიენტები ცომისთვის:


2, 5 ჩ.კ. საფუარი


4 ჭ. ფქვილი

300 მლ. რძე

100 მლ. წყალი (აუცილებლად თბილი!)

2 ს.კ. ზეთი

3 კვერცხის გული

3 ს.კ. შაქარი

მარილი 1 ჩ.კ.

ვანილი ან ნებისმიერი სასურველი არომატიზატორი - დარიჩინი, ჯინჯერი და ა.შ. სურვილისამებრ.


თბილი წყალი დავასხათ საფუარს და გავაჩეროთ 5-10 წთ. მანამდე ცალკე დიდ ჯამში გავცრათ ფქვილი, დავამატოთ შაქარი, კვერცხის გულები, ზეთი, მარილი, ვანილი (ან სხვა არომატიზატორი). კარგად ავურიოთ, დავამატოთ ნელ-ნელა ოთახის ტემპერატურის რძე. ავურიოთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება, ბოლოს ჩავასხათ საფუარიანი ხსნარი. თუ საჭიროა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ. როცა ცომი შეიკვრება გადავიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და მოვზილოთ ძალიან ფაფუკი ცომი. დავაცადოთ ამოსვლა 40-50 წთ.


ამოსული ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 1, 5 სმ. სისქეზე. ავიღოთ ორი მრგვალი ფორმა (ან ჭიქა), რომელთაგან ერთი შედარებით დიდი იქნება, მეორე პატარა. ჯერ დიდი ფორმით გამოვჭრათ რგოლები, შემდეგ პატარა ფორმით ამოვჭრათ გულები, როგორც სურათზეა ნაჩვენები.


image


მიღებული დონატები გავაჩეროთ კიდევ 10 - 15 წთ. მანამდე ღრმა და შედარებით სქელძირიან ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი იმდენი, რომ რამდენიმე დონატები დაფაროს, ავადუღოთ და შევწვათ დონატები. როცა ერთი მხარე შეეწვება, გადავაბრუნოთ და მეორე მხარეც დავუბრაწოთ. თითო მხარის შეწვას დაახლოებით 50 წამი სჭირდება.

image


შემწვარი დონატები გადმოვიღოთ სამზარეულოს ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.


image


გაგრილებულ დონატებს ზემოდან გადავასხათ ნებისმიერი სასურველი ჭიქური.


ეს კი ყველაზე მარტივი ჭიქური:


200 გ. შავ შოკოლადს დავამატოთ 50 გ. კარაქი და 50 მლ. რძე. გავალღოთ ორთქლის აბაზანაზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე გამუდმებული რევით. მიღებულ მასაში ერთი მხრიდან ამოვავლოთ დონატები.


image


თავზე მოვაყაროთ საკონდიტრო მოსაფრქვევი, ქოქოსის ან ნუშის ფანტელები ან ნებისმიერი სასურველი რამ.

image




3
4878
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4878
  
2015, 26 იანვარი, 22:05
რა ეშველება აწი 'დანკინ დონატს' ყველა სახლში რომ დაიწყებს გამოცხობაას ჰაჰაა
2015, 25 იანვარი, 7:47
დიდი მადლობა. :)
2015, 25 იანვარი, 0:45
ყველაზე საინტერესო სტატიებს წერთ თქვენ, ხშირად ვკითხულობ და ვიწონებ.
0 1 3