x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ერიხ ფრომი
image

























ბიოგრაფიული ცნობები:


ერიხ ფრომმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა მისი ნაშრომებისა და

ლექციებისთვის ფსიქოანალიზის, ფსიქოგიისა და სოციალური ფილოსოფიის განხრით.

ის წერდა ფართოდ და მრავალფეროვნად, მოიცავდა რა სხვადასხვა სფეროებს,

როგორიცაა სოციოლოგია, ანთროპოლოგია, რელიგია, პოლიტიკა და მითოლოგია.


ერიხ ფრომი დაიბადა ფრანკფურტში, გერმანიაში, 1900 წლის 23 მარტს და გარდაიცვალა მურალტოში, შვეიცარიაში 1980 წლის 18 მარტს. ის პატრიარქალურ ებრაულ ოჯახში აღიზარდა. დედამისი, როზა კრაუზე,
რუსეთიდან ემიგრირებული რაბინის (ღვთისმსახური) ქალიშვილი იყო; საგვარეულოს
სხვა წარმომადგენლები თალმუდის (დიდი იუდეველი ღვთისმსახურების მიერ შედგენილი მოძღვრების კრებული) ღრმა ცოდნით გამოირჩეოდნენ, რის გამოც ებრაულ
სათვისტომოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ნათესავების გავლენის
ქვეშ მოქცეულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ იუდაიზმის შესწავლა და გავრცელება მისი მოწოდება იყო. ფრომის საყვარელ წიგნს ბავშვობაში ძველი აღთქმა წარმოადგენდა, რომელშიც მას განსაკუთრებით სამი ეპიზოდი ხიბლავდა:
ადამ და ევას განდევნა სამოთხიდან, სოდომის ისტორია და იონა წინასწარმეტყველის
ამბავი. მამამისი, ნაფტალი ფრომი, აგრეთვე რაბინების შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაჭრობას ეწეოდა, ის ორთოდოქსულ ტრადიციებს იცავდა, რაც უარყოფითად აისახებოდა მის კომერციულ საქმიანობაზე, ვინაიდან
ის გაცილებით უფრო დიდ დროს უთმობდა მრავალრიცხოვანი რიტუალების აღსრულებასა და რელიგიური ტექსტების გარჩევას, ვიდრე მყიდველების
მომსახურებას. ამის გამო სიდუხჭირე ფრომთა ოჯახის მუდმივი თანმდევი იყო. ფრომი ხშირად აღნიშნავდა, რომ ის სუბკულტურული გარემო, რომელშიც იგი აღიზარდა,
ანგარებისგან და პრაგმატიზმისგან შორს იყო, რომ კაპიტალისტური ფასეულობების
მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მას ბავშვობაში ჩამოუყალიბდა იუდაიზმის
გავლენით (ეს უკანასკნელი კი ქადაგებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა არა

თუ თვითმიზანია, არამედ სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებელი პირობაა). თუმცა ამ სკეპტიციზმმა ნიჰილიზმისაკენ (მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის
არსებობის რაიმე აზრს, მიზანს.) და სულიერი ფასეულობების უარყოფისკენ

ევოლუცია არ განიცადა.


კაპიტალისტური ფასეულობების უარმყოფელი და სოციალური რეკონსტრუქციის მომხრე ფრომი არც ტრადიციულ კონსერვატიზმის იდეოლოგიას იზიარებდა. ფრანკფურტში ფრომი ებრაულ სკოლაში დადიოდა, რომელშიც რელიგიური
ტრადიციების გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებიც ისწავლებოდა. 1918 წელს ატესტატის მიღების შემდეგ ფრომმა სამართლის შესწავლა გადაწყვიტა, ხოლო რელიგიური განათლების მიღებაზე უარი განაცხადა. სამართალს ფრომი აღიქვამდა როგორც რაიმე საზოგადოების ეთიკურ მინიმუმს, ეთიკის კავშირს
რელიგიასთან კი ფრომი ყოველთვის ნათლად ხედავდა, ასე
რომ, მის ამ გადაწყვეტილებაში რადიკალური არაფერი იყო. სამართლის ხიბლი მალე გაქარწყლდა, რის შემდეგ ფრომი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გაემგზავრა.

აქ ფრომი სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიას და ფსიქოლოგიას. იმხანად ჰაიდელბერგში კარლ იასპერსი, მაქს ვებერი და ალფრედ ვებერი მოღვაწეობდნენ. ალფრედ ვებერი ფრომის დისერტაციის ხელმძღვანელი იყო. 1922 წელს მას
ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.


შემდეგ ფრომმა სწავლა ფსიქოანალიზის ბერლინის ინსტიტუტში განაგრძო. აქ მან ორთოდოქსული ფროიდიზმი სრულფასოვნად შეისწავლა და კლინიკურ პრაქტიკაში
მისი გამოყენება დაიწყო. მისი ნაშრომები სერიოზულ ფსიქოანალიტიკურ ჟურნალებში იბეჭდებოდა.ზიგმუნდ ფროიდს ფრომი პირადად არ იცნობდა, თუმცა მისი მოძღვრებით მოხიბლული და გამსჭვალული იყო. ამის მიუხედავად, საკუთარი
კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ ფროიდიზმის რადიკალური რევიზია სწორედ ფრომმა მოახდინა. ჰაიდელბერგში ფრომმა ფსიქოანალიტიკოსი ქალი ფრიდა რაიჰმანი გაიცნო, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ფრიდა ჯერ ფრომის პაციენტი გახდა,
შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მათი კავშირი არამდგრადი აღმოჩნდა. 4 წლის შემდეგ მეუღლეები ერთმანეთს გაშორდნენ. 1930 წელს ფრომი ფრანკფურტის სკოლის დამაარსებლებთან (მაქს ჰორკჰაიმერთან, თეოდორ ადორნოსთან და ჰერბერტ მარკუზესთან) იწყებს თანამშრომლობას. 1932 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფრომმა ადოლფ ჰიტლერის ახლო მომავალში გამარჯვება იწინასწარმეტყველა. 1933 წელს მან გერმანია დატოვა და აშშ-ს შეაფარა თავი.


1941 წელს მისი პირველი წიგნი გამოქვეყნდა, ეს იყო აწ კლასიკად ქცეული ნაშრომი "თავისუფლებისგან გაქცევა" ("Escape from freedom"), რომელშიც მან ტოტალიტარიზმის სახეობები გამოააშკარავა და დაგმო ისინი. ამ წიგნში მან გაანალიზა ადამიანის ეგზისტენციალური მდგომარეობა.

კაცის აგრესიულობის წყარო, ადამიანის დამანგრევლობის ინსტიქტი, ნევროზი,

სადიზმი და მაზოხიზმი არ იყო განხილული როგორც სექსუალურად მიღებული

საქციელი, არამედ როგორც მცდელობები გაუცხოებისა და უძლურების დასაძლევად.

ფრომისეულ თავისუფლების გაგებას ფროიდთან და ფრანკფურტის სკოლის კრიტიკოს

თეორიტიკოსებთან შედარებით უფრო პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არ იყო

თავისუფლება, რომელიც მიიღწევა საზოგადოების რეპრესიული ხასიათიდან. ეს იყო

თავისუფლება, რომელიც ავითარებს შემოქმედებით უნარებს ადამიანში, ფრომი ნევროზს განიხილავდა როგორც რეპრესიული საზოგადოების მორალურ პრობლემას, როგორც ადამიანის წარუმატებლობას მომწიფებულობისა და ინტეგრირებულობის მიღწევაში.

ადამიანის ტევადობა თავისუფლებისა და სიყვარულისთვის დამოკიდებულია

სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე, მაგრამ იშვიათად შევხვდებით ისეთ

საზოგადოებებში, სადაც წამყვანია არამყარობა და დამანგრევლობა. გერმანიაში ამ წიგნმა ფრომის მიმართ ბრმა სიძულვილის ტალღა გამოიწვია.

1940-იან წლებში ფრომი ფრანკფურტის სკოლას ემიჯნება, რადგან აღარ იზიარებს მარკუზეს და ადორნოს იდეებს. ის პედაგოგიური და
საზოგადოებრივი საქმიანობით და პრაქტიკული ფსიქოანალიზითაა დაკავებული. კლინიკურმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ნევროზების უმრავლესობას არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური ფაქტორებიც
იწვევენ. ასე ფრომი საბოლოოდ გაემიჯნა კლასიკურ ფროიდიზმს. ფრომი
ომის შემდეგ გერმანიაში აღარ დაბრუნდა. 1949 — 1969 წწ. იგი მექსიკაში ცხოვრობდა. აქ ფრომი ხშირად კაპიტალისტური წყობის კრიტიკით გამოდიოდა.
1960 წელს ის აშშ-ს სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა, მან ამ პარტიის პროგრამაც კი შეიმუშავა, რომელიც არ იქნა მიღებული პარტიაში არსებული შიდა განხეთქილების გამო. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ფრომი არ ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, განაგრძობს ლექციების კითხვას და მიტინგებში მონაწილეობას. 1969 წელს პირველი ინფაქტის შემდეგ, ფრომი შვეიცარიაში მიემგზავრება. აქ, ლოკარნოში, მან
სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი

სრულფასოვან შემოქმედებას ეწეოდა.


თეორია:



თავისუფლების საკუთარ კონცეფციას ერიხ ფრომმა რადიკალური ჰუმანიზმი უწოდა. ამ კონცეფციის იდეური წყაროების ნუსხაში შეგვიძლია ვიხილოთ: კარლ მარქსი, ზიგმუნდ ფროიდი, ებრაელი წინასწარმეტყველები, ბუდა, ლაო-ძი... ფრომის აზრით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კაცობრიობას საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა ვერ მოუტანა, მატერიალურ — ტექნიკურ პროგრესს ადამიანების სულიერი სრულყოფა თან არ სდევდა, რის გამოც თანამედროვე საზოგადოებაში სრული ქაოსია გაბატონებული. მატერიალური კომფორტის კულტით შეპყრობილ საზოგადოებას ფრომმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა. ფრომის აზრით, რელიგიები ორ ჯგუფად იყოფა: 1) ავტორიტარული; 2) ჰუმანისტური. ავტორიტარული რელიგია გულისხმობს ადამიანის მიერ ისეთი გარე, უზენაესი და უხილავი ძალის აღიარებას, რომელიც მის ცხოვრებას ცალსახად განსაზღვრავს და ითხოვს უპირობო თაყვანისცემას და მორჩილებას. ამავდროულად, მორჩილება ეფუძნება არა ღვთაების ზნეობრივ თვისებებს, არამედ მხოლოდ ძალაუფლების ფაქტს. ღვთაება ყოვლისშემძლეა და ყოვლისმცოდნე, ადამიანი არარაობაა. ადამიანის მიღმა არსებული ამ ძალის წინაშე ინდივიდი უმწეოა, ერთადერთი გამოსავალი სრული კაპიტულაციაა, მარტოობის და შემოსაზღვრულობის დაძლევა მხოლოდ ამ აქტითაა შესაძლებელი. ინდივიდი კარგავს დამოუკიდებლობას, სანაცვლოდ კი უსაფრთხოებისა და უსასრულობასთან ზიარების განცდებს იძენს. ასეთ რელიგიაში მორჩილება უზენაესი სათნოებაა, ხოლო უმძიმეს ცოდვას დაუმორჩილებლობა წარმოადგენს. ამ დოქტრინებში ტანჯვის და დანაშაულის გრძნობები დომინირებენ. ავტორიტარულ რელიგიას ხშირად პოსტულატის სახით შემოაქვს აბსტრაქტული და შორეული იდეალი ("სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ", "კაცობრიობის კეთილდღეობა"), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალური ადამიანების რეალურ ყოფასთან, და რომელსაც რელიგიური თუ საერო "ელიტა" ადამიანთა დიდი ჯგუფების სამართავად იყენებს. ასეთი სიმბოლოების საშუალებით ნებისმიერი მიზნის და ნებისმიერი მსხვერპლის გამართლებაა შესაძლებელი. ავტორიტარული რელიგიის კლასიკურ მაგალითად ფრომი კალვინის თეოლოგიას მიიჩნევს. ჰუმანისტურ რელიგიაში სამყაროს ცენტრი ადამიანია. ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანმა საკუთარი გონი უნდა განავითაროს, რათა შეიცნოს მიმართება საკუთარ თავსა და გარე სამყაროს შორის. მან ადამიანები უნდა შეიყვაროს და ყველა ცოცხალი არსების ერთიანობა მოიაზროს და შეიგრძნოს. ჰუმანისტური რელიგია მიზნად ადამიანის დაუძლურებას კი არ ისახავს, პირიქით, მისი მიზანი ძლიერი ინდივიდია, რომელიც სამყაროს სიხარულით ეგებება. მთავარი სათნოება არა მორჩილებაა, არამედ თვითრეალიზაციაა. ღმერთი ასეთ რელიგიაში ადამიანის შესაძლებლობების ზღვრული სიმბოლოა. ის ადამიანზე ძალადობას და ბატონობას არ განასახიერებს. ჰუმანისტური რელიგიის მთავარ შემოქმედებად ფრომი ლაო-ძის, ბუდას, სოკრატეს, იესო ქრისტეს, სპინოზას ასახელებს. მათი მოძღვრებები მხოლოდ დეტალებში განსხვავდებიან, ლაიტმოტივი კი ერთია: ადამიანის ამოცანა ჭეშმარიტების შემეცნებაა, ინდივიდი იმდენადაა ადამიანი, რამდენადაც მან ამ ამოცანის გადაჭრა შეძლო.იგი თავისუფალი უნდა იყოს; ადამიანი თვითმიზანია, და არა სხვა ადამიანების მიზნების მისაღწევად არსებული საშუალება. მის მთავარ მამოძრავებელ ძალას სიყვარული უნდა წარმოადგენდეს. რაც ეხება ფსიქოანალიზს, მის დანიშნულებას, ფრომის აზრით, სამყაროს მიმართ სწორედ ასეთი, ჰუმანისტურ-რელიგიური დამოკიდებულების შექმნა წარმოადგენს. მაშასადამე, იგი მხოლოდ ავტორიტარულ რელიგიას უპირისპირდება. რელიგიას ემუქრება არა ფსიქოანალიზი, არამედ თანამედროვე ადამიანის საბაზრო ორიენტაცია. თანამედროვე ადამიანი უზენაეს მიზანს აღარ ეძებს, ის ეკონომიკური მანქანის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომლის ერთადერთი საზრუნავი წარმატების მიღწევაა. ეს უკანასკნელი მას ბედნიერებასთან აქვს გაიგივებული. საბაზრო ორიენტაციის პირობებში ადამიანი მხოლოდ გარკვეული ტიპის საქონელია, რომლის "ფასს" მის მიღმა არსებული, მისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განსაზღვრავენ, ასეთი ვითარება კი საზიანოა ინდივიდუალური თვითშეფასებისთვის. იქმნება ახალი ტიპის ადამიანი, რომლის ქცევას გაუცხოება და უმწეობა განსაზღვრავს. ამასთანავე, იგი კერპთაყვანისცემელია: მისი კულტის ობიექტებია სახელმწიფოს ინსტიტუტი, ავტორიტარული ბელადის ფიგურა, მეცნიერება და მის მიერ შობილი ტექნოლოგია და სხვ. ავტორიტარული და ჰუმანისტური ელემენტები ხშირად ერთი და იმავე რელიგიური ტრადიციის ფარგლებში თანაარსებობენ განუწყვეტლივი კონფლიქტის პირობებში. ისტორია ადასტურებს, რომ რელიგიურ გამოცდილებას და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ სტრუქტურას შორის გარკვეული კორელაცია არსებობს, კერძოდ, იმ საზოგადოებაში, რომელსაც ადამიანთა მცირერიცხოვანი ძლევამოსილი ჯგუფი ძალისმიერი მეთოდებით მართავს, და რომელშიც შიშით შეპყრობილ ინდივიდს ძლიერი და დამოუკიდებელი განცდების უნარი დაქვეითებული აქვს, რელიგიის ავტორიტარული ფორმაა გაბატონებული. ჰუმანისტური რელიგიური გამოცდილება იქმნება იმ საზოგადოებებში, სადაც პიროვნება ან გრძნობს თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, ან თავისუფლებისთვის მებრძოლ უმცირესობაშია გაწევრიანებული. მსოფლიო რელიგიების ტრაგედია მდგომარეობს შემდეგში: თავის განვითარების ერთ--ერთ ეტაპზე ისინი მასობრივ ორგანიზაციებად ყალიბდებიან, მათ საკუთარი ბიუროკრატიული აპარატი უჩნდებათ, რის შემდეგ ისინი თავისუფლების პრინციპებს რყვნიან და არღვევენ. ადამიანი ეთაყვანება არა ღმერთს, არამედ სხვა ადამიანებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ უფალი მათი საშუალებით გამოხატავს თავის ნებას.


ექვსი ბაზისური ორიენტაცია:


ხასიათის ტიპი ეს არის ის პოსტულატი, რითაც
ადამიანები ამყარებენ კავშირს გარე და შინაგან სამყაროსთან. ადამიანები სამყაროსთან
შეგუებას ახერხებენ ორი გზით: 1.ასიმილაცია 2. სოციალიზაცია. სირთულეებს ორივე შემთხვევაში ვაწყდებით. ეს ორი პროცესი შეიძლება უმტკივნეულოდ

მიმდინარეობდეს და შედეგი დადებითი მოიტანოს ან პირიქით- უშედეგოდ დასრულდეს და უნაყოფო აღმოჩნდეს. ყურადსაღებია ის დეტალი, რომ ამ

პროცესებმა შეიძლება მთლიანად გაანადგუროს ინდივიდის ფუნდამენტი და უკუკავშირი სამყაროსა და ადამიანს შორის არ შედგეს. ფრომმა შემოგვთავაზა

6 ბაზისური პრინციპი( მაორიენტირებელი სტიმული, ინტერესი)
რაც წარმართავს ადამიანს, ხდის აქტორს და არა უბრალოდ გარემოს პასიურ მიმღბს.

ეს 6 ძირითადი ტემპერამენტია: 1.პატივისცემა 2.ექსპლოატაცია

3.ნეკროფილურობა 4.ხელმოჭერილობა(კრიჟანი) 5.მარკეტინგულობა 6.პროდუქტულობა.


ფრომის შემოქმედება საინტერესოა იმით, რომ
მან პოზიტიური ფსიქოლოგიის ახლებური განმარტება
შემოგვთავაზა. ღირსებისა და ხასიათის საკითხები სერიოზულ ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში. მის მიერ შემოტანილი 6 ბაზისური ხასიათი იყოფა

ქვეკატეგორიებად და სულ ასეთი 24 ია. ისინი დაწვრილებით ინფორმაციას

გვაძლევენ ხასითის შესახებ. ფრომთან ღირსება ფართე ცნებაა
და ეს რგოლი აერთიანებს შემდეგ ელემენტებს: სიბრძნესა და ცოდნის

დაუფლების დაუოკებელ წყურვილს, ჰუმანურობას(შეგახსენებთ, რომ ფრომი

რადიკალი ჰუმანისტია და ჰუმანიზმს იგი სრული პასუხისმგებლობით განიხილავს რელიგიის ჭრილში), სიმამაცეს. ესენია მაღალი იდეალები, რომელთაც შესწევთ
ძალა ლატენტურიდან დომინანტურ მდგომარეობაში გადავიდნენ და მთლიანად წარმართონ ფსიქოლოგიური ხასიათი. ხასიათის შესახებ ფრომი საუბრობს მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომში „man
for himself“ (ეგოისტი).


1.ექსპლოატატორული ხასიათი- ასეთი ტემპერამენტის ხალხი აგრესიულობით გამოიჩევა.მათთვის მიღებულია ცხოვრებაში პასიური აქტორის როლი შეასრულონ.
ასეთი ხასიათის ადამიანებისათვის არ არსებობს ბარიერი მიღწევაში, თუ მართლა უნდათ რაიმეს მიღწევა. ისინი თამაშობენ არაეთიკური(ჰუმანურობის მხრივ არაეთიკური იგულისხმება) და უსამართლო წესებით, ერთვებიან როლურ კონფლიქტებში და ირგენებ ნიღბებს. მათ შეუძლიათ მოიპარონ თუ ალტერნატივას

ვერ ნახავენ.

2.პატივისცემა- ასეთი ადამიანები მაღალი რელიგიური და მორალური ნორმებით ცხოვრობენ, არ არიან მეამბოხეეები, პატივისცემაში არ იგულისხმება ცალსახად ადამიანთა პატივისცემა. ფრომი მეტ ყურადღებას რელიგიური ნორმებისა
და კატეხიზაციის(რელიგიური აღზრდა) წესებისადმი პატივიცემას აქცევს. როგორც „minima moralia”-ში ამბობს ფრომი . მეორე მხრივ პატივისცემას განიხილავს
იგი სასიყვარულო ურთიერთობების ჭრილში. პატივსიცემა არის პროდუქტი,

რომელიც ყალიბდება ურთიერთობის დროს და ურთიერთმიგევის ნორმითაა დაბალანსებული ( გავცემთ პატივისცემას და საპასუხოდ ვთხოვთ კიდეც).

ფრომი უსიტყვო პატივისცემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ იგი გამოიხატება პლატონურ სიყვარულში. ასეთი ტიპის ადამიანები

არიან გულჩათხრობილები და მორცხვები. შეიძლება საყვარელი ადამიანი

დაკარგონ და ვერ მოახერხონ დასაბუთება, მიზეზთა იერარქია. არ შესწევთ ძალა ებრძოლონ პრობლემებს და გადაჭრის ხერხები მოიძიონ. პარტნიორში ისინი ხედავენ ძალას(როგორც კაცები, ისე ქალები ამბივალენტურია), რომელმაც უნდა დაიცვას და იყოს დომინანტი და არა სუბმისიური.

3.ხელმოჭერილი(კრიჟანი)-ასეთი ტიპის
ადამიანები ცდილობენ შეინარჩუნონ უკვე მოპოვებული მატერიალური და\ან არამატერიალური ღირებულებები. ეს შეიძლება იყოს ძალაუფლება, სიყვარული ან სხვისი თავისუფალი დრო.

4.მარკეტინგული ტემპერამენტი- ასეთი ტიპის ადამიანები თავს განიხილავენ,

როგორც პროდუქტს. მათი შეფასება ეწინააღმდეგება თვიანთ შესაძლებლობების მაქსიმუმს. მხოლოდ მატერიალლურის მოხვეჭაზე არიან ორიენტირებულნი
და დაცლილები არიან სულერი ღირებულებებისგან.

5.პროდუქტული(ნაყოფიერი)ტემპერამენტი-ფრომის ამ კატეგორიის ადამიანი,

როგორც თვად ამბობს არის „a man without a mask” ადამიანი ნიღბის გარეშე.

მისი აზრით ჯანსაღი ფსიქიკა სწორედ ასეთი ტემპერამენტის მატარებელს შეიძლება
გააჩნდეს. ასეტი ტიპი არ ერიდება და არ უარყოფს თავის ბიოლოგიურ და სოციალურ პერცეპტულ ხატს.

6.ნეკროფილური ტიპი-ზოგადად ნეკროფილია არის სექსუალური ლტოლვა

მკვდრების მიმართ. ეს შეიძლება განიხილოს ფეტიშიზმის ჭრილში.

ფრომთან ალბათ მწვალებელი(რელიგიური კუთხით) იგულისხმება და სადისტი
ადამიანი. To Have or To Be ამ ნაშრომში კიდევ ერთხელ უბრუნდება ნეკროფილიის ცნებას ავტორი და ამბობს რომ ეს არის ტრანსფერი იმ ემოციის და მიჯაჭვულობისა
რაც გარდაცვლილის მიმართ აქვს ადამიანს და მისდანი არსებულ სიყვარულს ფრუსტრირებული პირი გადაიტანს სხვა ადამიაში. (ვფიქრობ ფრომთან ნეკროფილია იგივეა, რაც კატექსისი ფროიდთან) ეს არის მეორე დეფინიცია ამ ტერმინისა .

ფრომთან ხშირად ვხვდებით სიტყვა „ბიოფილიას“, რაც სიცოცხლისადმი, ცოცხალი სისტემებისადმი სიყვარულს ნიშნავს. თავის ნაშრომებში“heart of man”,

”good and evil” ფრომი ჰუმანურობის კრედოს გვთავაზობს:

„მე მჯერა-ამბობს იგი, როცა ადამიანი პროგრესს ირჩევს, ის ირჩევს ახალ ერთობას. პროგრესის გზაზე ის ივითრებს კლასიკურ ჰუმანურ ძალებს(მორალურს, რელიგიურს, რაც სიმართლისადმი დაუოკებელ სწრაფვაში აისახება, )ადამიანურ ძალას. ძალას სძენს შემდეგი კომპონენტები: ბიოფილია, თaვისუფლება, დამოუკიდებლობა, რელიგიურობა.

ერიხ ფრომი ( ცოტა უტრირებულად, რომ ვთქვა 8 მცნებას აyალიბებს) გამოყოფს

რვა ბაზისურ საჭიროებას. რათქმაუნდა მატერიალურს არ გულისხმობს იგი.

ესენია:

1.ურთიერთობა(აფილიაცია, ინტერაქცია)-იგულისხმება, რომ ადამიანს სჭირდება სხვებთნ ურთიერთობა, სხვებზე ზრუნვა და საპასუხო ზრუნვის მიღება.
პატივისცემა და ცოდნა, რაც ამბივალენტურია და ეფუძნება ურთიერთგაცვლას.

ისინი მოიაზრება როგორც სოციალური პროდუქტი.

2.ტრანცენდენტულობა(ზღვრის გადალახვა)-მუდმივი ბრძოლა აგრესიასა და ჰუმანურობას შორის. არის შემთხვევვები, როცა ზღვარი იმდენად სუსტია, რომ

აგრესია კონტროლს სცდება, მაგრამ დისბალანსი ყოველთვის აღდგენადია.

ფრომის მიხედვით ადამიანს აქვს ორი ბუნება და ის კარგად ვლინდება ტრანსცენდენტულობაში. 1.ადამიანური ბუნება 2.ღვთაებრივი ბუნება. ადამიანს შეუძლია დააბუდოს ღვარძლი მასში და წალეკოს ამან მთლიანად მისი შინაგანი სამყარო. ან დაივანოს მასში ღვთაებრივმა ბუნებამ და იყოს შემოქმედი,

შემოქმედის მსგავსად. გახდეს აქტორი და მის ქმნილზე იზრუნოს როგორც

ღმერთი ზრუნავს ადამიანზე( მშობლისა და შვილის მაგალითი).

3.მიჯაჭვულობა-ეს არის გრძნობა, რომელიც განგაცდევინებს სამყაროს როგორც მშობლიურ, ნაცნობ ადგილს. ამის გააზრებული ცოდნა გვეხმარება დედის მზრუნველობის მარწუხებს თავი დავაღწიოთ, დავამყაროთ ახალი სოციალური კავშირები . ადამიანი ხვდება, რომ ფუჭი სტრატეგია იწვევს ფიქსაციას, გაყინვას როგორც ინტელექტუალურს, ისე სოციაბელურს. ასეთ დროს კი ჩნდება
შიში, რომ დედის მზრუნველობისა და კალთის გარეშე ადამიანი უძლური და დაუცველია( ბავშვობის დროინდელიდან გამოყოლილი ქვეცნობიერი შიშებია ეს

და არა გააზრებული ).

4.იდენტობის გრძნობა-ეს ორი სახისაა: პროდუქტული და არაპროდუქტული იდენტობა. როგორც პროდუქტული, იგი იწვევს სიამაყისა და თავდაჯერებულობის
განცდას. იგი განიხილება როგორც დრაივი ანუ აღმძვრელი. გააჩნია
რასთან გააიგივებს ადამიანი თავს. არაპროდუქტული იდენტობაა-კომფორმიზმი, პროდუქტული კი-ინდივიდუალიზმი.

5.ერთობა-ეს არის შეგრძნება, როცა ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ბუნება ჰარმონიაშია.

6.ორიენტაცია-ეს არის იმის გაგება, თუ სადაა შენი ადგილი სამყაროში.

7.თვითეფექტურობა -საჭიროა რომ ადამიანმა სრულყოფის გრძნობა განიცადოს .

8. აღზნება და სტიმულირება-მიზნების მისაღწევად აქტიური ბრძოლაა საჭირო და

არა უბრალო ფართხალი.












0
595
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბურსულაია
თათია ბურსულაია
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0