x
შოკმაჟე

შოკმანჟეშოკოლადის კრემ-დესერტი შოკმანჟე უგემრიელესი მუსია. მზადდება მარტივად და მარტივადვე იპყრობს ყველას გულს, ვინც მას დააგემოვნებს. სეზონის პირველი კულინარიული რეცეპტი, რომელიც გაგაგრილებთ. მოამზადეთ და მოემზადეთ დაუვიწყარი სიამოვნების მისაღებად! - ინგრედიენტები: 5 კვერცხი 100 გრამი შაქარი 100 გრამი კარაქი 100 გრამი შოკოლადი 3 სუფრის კოვზი კონიაკი 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი 200 გრამი ნიგოზი - 1) გაადნეთ შოკოლადი თასში კარაქთან ერთად და ჩაუმატეთ კონიაკი. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დუღილის მანიშნებელ პირველ ბუშტამდე. შემდეგ გადადგით გასაცივებლად.
2) გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კვერცხის ცილა 50 გრამ შაქართან, რომ მიიღოთ ბეზე. ამისათვის გამოიყენეთ მიქსერი, თქვეფა ჯერ დაიწყეთ საშუალო სიჩქარით და მერე გადართეთ სწრაფზე.
3) დიდი ზომის თასში კვერცხის გულები სწრაფი სიჩქარით გათქვიფეთ დარჩენილ 50 გრამ შაქართან 5 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ შოკოლადის მასა და განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ ფრთხილად ჩაუმატეთ ცილოვანი მასა და შეურიეთ. ბოლოს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, თხლად დაჭრილი ნიგოზი(სურვილისამებრ გადაინახეთ ცოტა გასაფორმებლად) და კარგად შეურიეთ.
4) შოკ-მანჟე გადაიტანეთ ჭიქებში და შედგით მაცივარში 2-3 საათით. მირთმევამდე მოაყარეთ ნიგოზი ან შოკოლადის ნატეხები.

0
1097
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ბორცვა
გიორგი ბორცვა
1097
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0