x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
გიყვართ ველოსიპედი? მაშინ ეს ნამცხვარი თქვენთვისაა: უგემრიელესი "პარი-ბრესტი" - გახადეთ საახალწლო სუფრა ორიგინალური!
image
– ვის უყვარს ველოსიპედით სიარული?
– ბევრს!
– და ვინ დადის ხშირად ველოსიპედით?
– ძალიან ცოტა!

ასეა თუ ისე, ყველგან არა, მაგრამ საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ველოსიპედს პოპულარიზება სჭირდება.

image

ამას საფრანგეთში ჯერ კიდევ 1891 წელს მიხვდნენ და ასე შეიქმნა ველომარათონი, რომელიც სტარტს პარიზიდან იღებდა, ბრესტში ჩადიოდა და ისევ პარიზში სრულდებოდა. გამარჯვებულს კი აჯილდოებდნენ... ოვაციებით და მილოცვებით.

გეთანხმებით, სტიმულის მისაცემად არც თუ ისე კარგი პრიზია... ამას ბრესტის მკვიდრი ერთი-ერთი კონდიტერიც მიხვდა და გადაწყვიტა შეექმნა ახალი ნამცხვარი, რომლითაც ველომარათონის გამარჯვებულს დააჯილდოებდნენ და თავად ამ მარათონის სიმბოლო გახდებოდა. შთაგონების წყაროდ ანტიკური საბერძნეთი იქცა, სადაც ბრძოლაში გამარჯვებულ მონას ჯილდოდ თავისუფლება და დაფნის გვირგვინი ერგებოდა.

და შეიქმნა ნამცხვარი, რომელიც ფორმით დაფნის გვირგვინს ჰგავს, გემოთი კი... დამერწმუნეთ, გაცილებით უკეთესია!

ახლა კი რეცეპტი:

პირველ რიგში ვამზადებთ ჩვეულებრივ შუს ცომს. ამისთვის ყველა დიასახლისს თავისებური რეცეპტი გააჩნია. მე კი აქ კლასიკურ ფრანგულ ვარიანს შემოგთავაზებთ:

ინგრედიენტები ცომისთვის:

250 მლ. რძე;
100 გ. კარაქი;
150 გ. ფქვილი;
4 ან 5 კვერცხი;
100 გ. ნუშის ფირფიტები;
მწიკვი მარილი.

რძე, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ და დავამატოთ გაცრილი ფქვილი. კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ისევ შევდგათ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ (ანუ ვაშროთ) 1-2 წუთი. გადმოვდგათ და სათითაოდ შევურიოთ კვერცხები.

საკონდიტრო ტომსიკის საშუალებით, ცხიმწასმულ ფორმაზე ცომით დავსვათ დაახლოებით 10 სმ. დიამეტრის რგოლები (შეგვიძლია, ასევე მხოლოდ ერთი დიდი რგოლი გავაკეთოთ). მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები და გამოვაცხოთ 180°c-ზე 30-35 წთ-ით.




imageimageimageimageimageimage












ინგრედიენტები კრემისთვის:

400 გ. რძე;
100 გ. შაქარი;
2 კვერცხი;
300 გ. დარბილებული კარაქი;
ვანილი;
200 გ. პრალინეს პასტა.

სანამ კრემის მომზადებას შევუდგებოდეთ, ვფიქრობ საჭიროა მცირედი განმარტება პრალინეს პასტის შესახებ. ეს პასტა, ევროპაში, როგორც წესი, მზა სახით იყიდება, საქართველოში მისი შოვნა ალბათ გაჭირდება. თუმცა მისი მომზადება სახლის პირობებშიც მარტივად შეიძლება:

ინგრედიენტები პრალინეს პასტისთვის:

240 გ. ნუში (შეგვიძლია ნახევარი თხილი ან ნიგოზიც გამოვიყენოთ);
160 გ. შაქარი;
15 მლ. წყალი.

სქელძირიან ტაფაზე დავყაროთ შაქარი, დავამატოთ წყალი, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა სიროფი დაიწყებს შესქელებას და დიდი ზომის ბუშტები გაჩნდება, ჩავყაროთ ნუში.


imageimage











კარგად ავურიოთ. სიროფი ჯერ შეიკვრება თეთრ ნაფიფქად, ცოტა ხანში კი ისევ გალღობას დაიწყებს.



imageimage












როცა ნუში საბოლოოდ კარამელიზდება, გადმოვდგათ. კარამელიზებული ნუში დავყაროთ გრილ ზედაპირზე (მაგ. ხის დაფაზე) და ბოლომდე გავაგრილოთ. შემდეგ, გამხმარი მასა დავტეხოთ და დავაბლენდეროთ.


imageimage












რაც მეტად ვაბლენდერებთ, მასა მით უფრო გლუვი და პასტისებური ხდება.


imageimage












კრემისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ფხვიერი, ასევე პასტისებური მასა. სულ ესაა, ჩვენი პრალინეს პასტაც მზადაა. მისი შენახვა შეიძლება მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

ახლა კი პარი-ბრესტის კრემს მივუბრუნდეთ:


image
რძეში ჩავყაროთ ნახევარი შაქარი და მივიყვანოთ ადურებამდე. დარჩენილი შაქარი და კვერცხები ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავასხათ ცხელი რძე და ვადუღოთ 2 წუთი. გადმოვდგათ და გავაგრილოთ (უმჯობესია, მაცივარში). ამასობაში დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ პრალინეს პასტა, ბოლომდე გაგრილებული მოხარშული კრემის მასა და ვანილი. კრემი მზადაა.





გამომცხვარი და გაგრილებული რგოლები ჰორიზონტალურად შუაზე გავჭრათ, ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემი, ზემოდან მეორე ნაწილი დავაფინოთ და შაქრის პუდრი მოვაყაროთ.


image
გემრიელად მიირთვით რამდენიმე საათის შემდეგ.

და ნუ დაივიწყებთ: ველოსიპედით სიარული ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია!

ესეც ულამაზესი პარი-ბრესტები:


imageimageimageimageimageimageimageimage














2
384
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
384
  
2014, 27 დეკემბერი, 22:07
გაიხარე. :)
2014, 27 დეკემბერი, 19:57
ძალიან კაი სტატიაა
0 1 2