x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ჩემი ნაჟღაბნები

მიყვარს ილია მიყვარს გოეთე გალაქტიონი და ალან პო
მიყვარს პოეზია მიყვარს სიმღერა თუმც მირჩევნია ჰიპ ჰოპი ყველას
მიყვარს ჯაზი და მიყვარს კლასიკა რეი ჩარლზი და ლუი არმსტორნგი
მყვარს ქანთრი და მიყვარს ჰიპ ჰოპი თუმც ვერ ვიტან როკსა და მეტალს
მიყვარს სექსი და მიყვარს კოცნა მაგრამ არ მომწონს შენი სურნელი
მიყვარს ამბორი უნდა გამოვტყდე მიყვარს გარყვნილი მე მშვიდი ქალი
მიყვარს სიძვა და მიყვარს სიგიჟე როცა გიჟდები მეც ვუფრენ თითქოს
მიყვარს და მიყვარს მე ეს ნატურა შიშველი ბევრად მოსაწყენია
მიყვარს ხატვა და მიყვარს სტივ დიტკო დეივ კოკრუმი თუ ჯასპერ ჯოუნზი
მიყვარს კინო და მიყვარს ანიმე კოპოლას დრაკულა ან თუნდაც განცი
მიყვარს სიცოცხლე მიყვარს სიკვდილი ხოდა მორჩება ცხოვრების წამიც

-----------------------------------------------------------------------------

შური ბოღმა დანაშაული სიკვდილი სიცოცხლე წესია ამგვარი
წყეული ბოროტი სიკეთის განგაში ზღვის პირას მდგარი პატარა ქოხი
კოცნა ამბორი და ნეტარება დაწვით დააბით ურჯულოება
სექსი გართობა და ალკოჰოლი ქუჩის ბოლოში სამათხოვროდ გაწვდილი ხელი
ტროტუარები ნათება შუქის არშემდგარი კარნავალები
მასკარადები ნიღბები ყველას სახეს ღიმილი დასდევს აბსურდი
მაკოცე ჩუმად გაკოცებ წყნარად მოპირდაპირე ბინიდან ანძ....
მოკვდა დამთავრდა ჩაბარდა წარსულს ახალშობილი ტირის აკვნიდან
აპოკალიფსი ჩასახვა შენი ჩასახვა ჩემი და დაბადება

---------------------------------------------------------------------------

გუშინ სიზმარში ვნახე ვენერა შემდეგ დავლანდე მე აფროდიტე
გუშინ სიზმარში ვნახე ილია გალაქტიონი ნიშნიანიძე
გუშინ სიზმარში მე მოვკვდი 3 ჯერ თუმც 4 ჯერ გავშალე ფრთები
გუშინ სიზმარში მე დავწვი შენი ჩემი შექმნილი მეტაფორები
გუშინ სიზმარში გეძებდი მე შენ თუმც მივაგენი მე სულ სხვა ქალს
გუშინ სიზმარში მსურდა მეტირა მაგრამ ამაოდ არ მოდის ცრემლი
გუშინ სიზმარში მსურდა მეფრინა მაგრამ ამაოდ არ მქონდა ფრთები
გუშინ სიზმარში მსურდა მეყვირა მაგრამ ამაოდ ვიყავი მარტო
უშინ სიზმარში ვლამობდი მეთქვა როგორ მიყვარხართ ყველანი ერთად
გუშინ სიზმარში გამომეღვიძა ცას ავხედე და ჯერ კიდევ ბნელა საათი ჩუმად უკრავდა მშვიდად და თითქოს ხმებიც ჩამესმა ჩუმად თვალებს დავხუჭავ კვლავ დავიძინებ იქნებ მესიზმრო თუნდაც წამით ან წამიერად გაირბინოს ბავშობის წლებმა ან იქნებ სიზმრად მოვკვდე ეული

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:უნიჭო მწერალი
უნიჭო მწერალი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0