x
image
ცუდი ბავშვი
საშინელი ისტორიები
image




საშინელი ღამე


ღამის სამი საათი იყო რომ გამეღვიძა გავედი აბაზანაში შემდეგ დავბრუდი საძინებელში ჩემს ოთახში და საწოლში დავინახე ჩემივე თავი რომელსაც მშვიდად ეძინა, შიშისგან გავშეშდი ხმას ვერ ვიღებდი ერთ ადგილას გავიყინე ვერ ვინძრეოდი, რამოდენიმე წამით ასე ვიდექი და შემდეგ გონება დავკარგე, დილით რომ გავიღვიძე იატაკზე ვეგდე.


image






მოჩვენება სარკეში


ღამის სამი საათი იყო გამეღვიძა და გავედი სხვა ოთახში, ჩავიხედე სარკეში და რამოდენიმე წუთი ჩემს თავს ვათვალიერებდი. მოულოდნელად შევნიშნე რომ ჩემმა ანარეკლმა სარკიდან თვალები დაახამხამა, უცებ აზრზე ვერ მოვედი ვიფიქრე რომ მომეჩვენა და განვაგძე ჩემი თავის ყურება სარკეში მაინტერესებდა ისევ თუ მომეჩვენებოდა რამე და დაველოდე, ჩემი მოლოდინი გამართლდა, ამჯერად ჩემმა გამოსახულებამ სარკიდან გულიანად გადაიხარხარა და ბოროტი მზერით შემომხედა, ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა, ამჯერად მივხდი რომ არ მომჩვენებია და შემეშინდა საშინელი სიცივე ვიგრძენი ამაკანკალა. სარკეს ნელნელა მოვშორდი და ჩემს საძინებელ ოთახში შევედი. მთელი ღამე ვფიქრობდი ამ საშინელებაზე ვერ დავიძინე.


image

image




მაქცია


ერთ მშვენიერ მთვარით განათებულ ღამეს მივდივარ სახლში სამსახურიდან. გზად ტყე უნდა გამეარა და ამ დროს ვიგრძენი ტყიდან ვიღაც მითვალთვალებდა. დავინახე მანათობელი თვალები და თეთრი საშინელი კბილები რომელიც კარგად ჩანდა მთვარით განათებულ შუქზე. ვესროლე ქვა და პასუხად იგივე მივიღე, იქიდან იმ არსებამ იგივე ქვა მესროლა რომელიც მე ვესროლე და ფეხებთან დამიგდო, შემეშინდა გავიქეცი მთელი ძალით ისეთი სისწრაფით რომ მიწაზე ფეხი არ დამიდგამს, სანამ მოვრბოდი ერთხელ მივიხედე უკან და დავინახე ის არსება როგორ მომდევდა. ზუსტად არ ვიცი რა დავინახე მაგრამ ვფიქრობ რომ მე დავინახე ორ ფეხზე მორბენალი ცხოველი რომელიც ძალიან წააგავდა მგელს.


image

image






თუ მოგეწონათ კიდე გავაგრძელებ საშინელი ისტორიების გამოქვეყნებას :)



7
578
12-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
578
  
2020, 8 ივლისი, 16:37
მე მსურს რომ კიდევ გააგრძელო საშიში ისტორრიების წერა მართალია მეშინია ასეთი რამეების მაგრამ ძალიან მომეწონა მინდა რომ რაიმე პატარა სტატია (ამბავი) დაწერო ვამპირებზე და მაქციებზე
2016, 9 დეკემბერი, 23:59
მეც მაქ რამდენიმე ისტორია თუ გნებავთ დამიკავშირდით ვახტაგგრიგოლავა
2014, 23 დეკემბერი, 18:47
რა სასაცილოა,რამდენი ვიცინე :D
2014, 23 დეკემბერი, 15:06
მეც ეგ მინდა რომ ბევრს შეეშნდეს :):)
2014, 23 დეკემბერი, 15:06
მადლობა . :):)
2014, 23 დეკემბერი, 14:48
საინტერესოდ წერ, მაგრამ ვფიქრობ აქ ბევრს შეაშინებ. :))))
0 1 7