x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
როგორ გავაკეთოთ საახალწლო სახლი თაფლაკვერისგან (რეცეპტი და ფოტოინსტრუქციები)




image

თაფლაკვერის სახლი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში და ერთგვარ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულს წარმოადგენს. საქართველოში მას ჯერ კიდევ არა აქვს მასიურად ფეხი მოკიდებული, თუმცა საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ქვემოთ წარმოდგენილ რეცეპტსა და ინსტრუქციებს გაეცნობით. დამეთანხმებით, ამგვარი ქოხი ნამდვილად გაუხალისებს ბავშვებს ახალ წელს, განსაკუთრებით თუ მათაც ჩართავთ მომზადების პროცესში. ხოლო თქვენი საახალწლო სუფრა უფრო ლამაზი და ორიგინალური გამოვა.

მაშ ასე, პირველ რიგში უნდა მოვზილოთ ცომი, რისთვისაც დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:



• სოდა— 1/2 ჩ.კ
• შაქარი— 200 გ.
• თაფლი (თხევადი) — 250 გ.
• კარაქი (გამლღვალი და გაგრილებული) — 200 გ.
• კვერცხი — 3 ცალი
• კონიაკი — 50 მლ.
• დარიჩინი — 1/4 ჩ.ჭ.
• კოჭა (დაფქვილი) — 1/4 ჩ.კ.

• ფქვილი— რასაც შეიზელს.


მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით.



imageimage































გამოვიღოთ ცომი და 1 საათი დავტოვოთ ოთახის ტემპერატირაზე. შემდეგ კი ისევ კარგად მოვზილოთ, გავაბრტყელოთ, დავადოთ ქაღალდისგან წინასწარ გამოჭრილი დეტალები და ბასრი დანით გამოვჭრათ.


image

გამოჭრილ დეტალებზე შეგვიძლია დავახატოთ სასურველი ორნამენტები.


image


გამოვაცხოთ სახლის დეტალები 170-180 გრადუსზე 12 წუთით.


image


ესეც შაბლონი, რომელიც შეიძლება მარტივი სახლის დეტალების გამოსაჭრელად გამოგადგეთ.


image



აისინგი დეკორაციისთვის:


2 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი (აუცილებლად გაცრილი)
1 მოზრდილი კვერცხის ცილა.

ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევათქვიფოთ შაქრის პუდრი. ვთქვიფოთ მანამ, სანამ წებოვანი მასა არ გახდება.

image


მიღებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოხატეთ სახლის ცალკული ნაწილები. ამის შემდეგ დააცადეთ, სანამ აისინგი სრულიად არ გაშრება. ამას შეიძლება რამდენიმე საათიც დაჭირდეს.


image

როდსაც ნაწილები მზად იქნება ასაწყობად, დავიწყებთ კარამელის მომზადებას, რაც წებოს ფუნქციას ასრულებს.

1, 5 ჩ.ჭ. შაქარი და რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი დადგით მაღალ ცეცხლზე, ურიეთ, სანამ არ დაიწყებს კარამელიზებას და არ გაიკეთებს დიდ ბუშტებს. ამას სჭირდება დაახლოებით 10 წთ. გადმოდგით და სწრაფად გამოიყენეთ, რადგან ძალიან მალე ხმება.

გამოიყენეთ პატარა ფუნჯი და შეაწებეთ ერთმანეთზე სახლის ნაწილები.


image


ამის შემდეგ, მიღებული სახლი შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიისამებრ მორთოთ: მოაფრქვიოთ შაქრის პუდრი, რათა შექმნათ თოვლის იმიტაცია, გამოიყენოთ სხვადასხვაგვარი მოსაფრქვევები და ა.შ.


image


image



ესეც იდეები თაფლაკვერას სახლებისთვის:



imageimageimageimageimage
















დარჩენილი ცომისგან კი შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის თაფლაკვერები გამოაცხოთ, მორთოთ და ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ.


image

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!





0
1453
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0