x
image
jango
კახა კალაძე: ჩემი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლო

imageკახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სპორტიდან მიდის. კახა კალაძე ამჟამინდელი კლუბის ჯენოას პრესკონფერენციაზე, ქართული ოცნების მაიკით წარსდგა და ასეთი განცხადება გააკეთა: მადლობა მინდა გადავუხადო "მილანის" და "ჯენოას" კლუბებს და მმართველებს, იტალიაში ამ ორ გუნდში ვითამაშე და დიდი სიყვარული მამოძრავებდა ორივე გუნდის მიმართ. ამ ორი გუნდის ყველა წევრს, ჩემსმეგობრებსა და ყველა ფეხბურთელს მინდა მადლობა გადავუხადო იმ ლამაზი დღეებისთვის, რომელიც მათ მაჩუქეს.ყველაზე დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენდა მამხნევებდნენ. მე რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი მათ გასახარად. ადავწყვიტე, წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა, დროა ახალგაზრდებს დაუთმო ადგილი, ეხლა მათი დროა. მე კი მინდა ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოლო, თქვენ ბევრმა მარტო ტრაგიკული მოვლენები იცით საქართველოზე. მე მივდივარ იმ ქვეყანაში სადაც დავიბადე და გავიზარდე. მინდა ვიცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში ჩემ ოჯახთან ერთად. მინდა ჩემ შვილებს და ყველა ახალგაზრდას ჰქონდეთ კარგი მომავალი. საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო დემოკრატიული ქვეყანა და ზუსტად ამისთვის მივდივარ სამშობლოში. კახა კალაძის ამ ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ძალიან ბევრი კახას მადლობას უხდის ყველაფრისთვის, მაგრამ ზოგმა კალაძეს პოლიტიკიდან წამოსვლისკენ მოუწოდა.

3
114
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
114
  
2012, 20 მაისი, 19:13
კახას რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა, ყველაზე კარგი შედეგიც აჩვენა ქართველი ფეხბურთელებიდან და ამის არ დანახვა მხოლოდ სიბრმავე და უმადურობა თუ იქნება...ეგეთ დონეზე, იმდენი ხნით, რაც კალამ ითამაშა, რომელ სხვა ქართველ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები და მიღწეული ევრო სარბიელზე?! და კიდევ შეიძლება ვთქვათ, რომ ღირებული არაფერი გაუკეთებია?! მას არაფერი გაუცვლია, მან კარგად და დროულად დაანება თავი, კალა უკვე ბავშვი აღარ არის, რომ მთელი 90 წუთი იმ შემართებით ერბინა მოედანზე როგორც 20 წლის ასაკში გააკეტებდა ამას... P. S. ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და სხვის არჩევანს პატივი ვცეთ... ჩვენ კალაძეს უაზროდ კი არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ფეხბურთიდან ისე გავაცილოთ როგორც იმსახურებს, მარა მაგაზე ერთ სიტყვასაც არ ამბობენ!..
2012, 18 მაისი, 16:37
კაცს რაც ყველაზე კარგად გამოგსდი ის უნდა აკეთო...საკუთარ გუნდს,რომ საკუთარ ინტერესებში გაცვლი ადამიანი ეს საქმის ღალატია.ქართველებმა საქმისადმი ასეთი უნიათო მოდგომა ვერ მოვიშორეთ ვერაფრით და ახლა დავჯერო,რომ ეს პიროვნება რამე ღირებულს და სასარგებლოს გააკეთებს?! დავუშვათ გააკეთა,არ გაცვლის იმაში რაშიც ცხოვრების მოწოდება გაცვალა??? ნათქვამია კუზიანს მხოლოდ სამარე შველის და ნუ დაბრმავდებით ხალხნო....
2012, 17 მაისი, 18:43
სწორი არჩევანი გააკეთა კალამ და კარგია თუ საქართველოს დაუბრუნდება და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ის სპორტში დარჩება, თუ პოლიტიკაში გადაინაცვლებს...
0 1 3