x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პატარა ინტრიგანი

ომი მძინვარებდა აფხაზეთში. პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ თბილისში. მრავალმა თბილისურმა ოჯახმა საკუთარ ჭერქვეშ შეიფარა უსახლკაროდ დარჩენილნი. ლტოლვილთა პირველ ნაკადს ძირითადად ბავშვები და მათი დედები შეადგენდნენ. ერთმა ოჯახმა სწორედ ასეთი დედა და ორი ბავშვი, 6 წლის თედო და 4 წლის თეკლა, შეიფარა. სოხუმში საკუთარ სახლს და დიდი ეზოს მიჩვეული ბავშვები, მაღალსართულიან სახლის მეცამეტე სართულზე გაუჩერებლად დაჰქროდნენ ოთახიდან ოთახში, ხან ბალკონზე გადაეკიდებოდნენ და ხანაც კარადების კარებზე ჩამოკიდებულნი ქანაობდნენ, ან გაუთავებლად ერთმანეთში ჩხუბობდნენ. მაგრამ მათ სიცელქეს მასპინძლის სტუდენტმა ქალიშვილმა, ეკამ დაუდო ბოლო, რისთვისაც მას საკმაოდ მკაცრი ღონისძიებების გატარება დასჭირდა (ცემა, ტყეპა, თმების მოწიწკვნა, ჩქმეტა, კუთხეში დაყენება და ა.შ.).
ბავშვებში იმედის ნაპერწკალმა გაიღვიძა, როცა გაიგეს, რომ მალე მათი ბებია, დაუღალავი და ენერგიული ქალბატონი ირა უნდა ჩამოსულიყო. ქალბატონი ირა ჯერ ბინაშიც კი არ იყო შემოსული, თედო რომ ეცა და მკვეთრად გამოხატული მეგრული კილოთი ჰკითხა:
- ირა, შენ ეკასი გეშინია?
ქალბატონმა ირამ მაშინვე აუღო სიტუაცია ალღო და უპასუხა:
- დედა, ეკასი ვის არ ეშინია? მაგისი არძინბასაც კი ეშინია.
-მამაჩემს არ ეშინია. ჩამოვა ომიდან და მაგას მ-------ს დედის ტ---ს! - იმედი არ გადაიწურა თედომ.
საკითხს უფრო დიპლომატიურად მიუდგა თეკლა. სასადილო ოთახში, სადაც უფროსებს მოეყარათ თავი, ჩუმად შემოვიდა თეკლა და ეკას მიმართა:
- ეკა, შენზე თედომ იცი რა თქვა? კუტუაო!
- დედა, როდის თქვა შე საძაგელო? რატომ იტყუები?- აღშფოთდა ქალბატონი ირა.
კი კი, ასე თქვა ყ-ე არისო!- უფრო ზუსტი ციტირება მოახდინა პატარა ინტრიგანმა.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0