x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
წერილი თოვლის პაპას

სულ ძალიან ხშირად ვნატრობ ბავშვობას და ბავშვად ყოფნას!
უამრავ მიზეზთა გამო. დღეს ერთმა პატარა უსაყვარლესმა გოგონამ თოვლის პაპასთან წერილი
გამატანა და იმ ლამაზი ბავშვობის წლებში გადამაგდო ასე ძალიან რომ მენატრება!


ჩემო საყვარელო თოვლის პაპავ, მომენატრე ძალიან :) დიდი ხანია არ მომიწერია შენთვის და უკვე აღარც ვფიქრობდი
თუ როდესმე მოგწერდი, მაგრამ სურვილმა მძლია :)
ერთი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს შენთან, ვიცი რომ ჩემს გარდა მილიონობით და მილიარდობით
წერილი გექნება წასაკითხი, მაგრამ თუ როდესმე ამ წერილსაც აღმოაჩენ მე შენ გელოდები
იცოდე. ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქვეყანაში, საქართველოში.


აქ, ჩემთან ძალიან ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდაა, რომელთაც
ძალიან ბევრი პრობლემები და სირთულეები გადაგვილახავს, მაგრამ შენნაირი კეთილი, თბილი და ტკბილი ადამიანების მეშვეობით ეს ცხოვრება როგორღაც
გაგვაქ ჩვენი ბეჭებით :( ჩემი შენდამი თხოვნა არ არის მარტივი, მაგრამ ჩემთვის
ყველაზე საჭირო და სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყოველი თვის მოსვლას შიშით
და ძრწოლვით ველოდები, არა არ ველოდები, უბრალოდ მინდა რომ არასოდეს დადგეს თვის დასასრული..... უკვე 9წელია
საკუთარი ჭერი არ მაქვს :(
ამდენივე წელია საკუთარი ოთახი არ მქონია და არ დამიძინია საკუთარ საწოლში.... ძალიან
მიჭირს სულ ძალიან :(
მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწვალობ და ვცდილობ სიტუაცია გამოვასწორო........................ თუ როდესმე ჩემი წერილი შენამდე მოაღწევს, შეეცადე
რომ ბედნიერი გამხადო! საახალწლოდ კი მე შენ ძალიან დიდ სიყვარულს გიგზავნი, ბევრ სითბოს,
ჩახუტებას, მოფერებას და კოცნას, მანდ შორეულ ცივ გარემოში რომ სითბო არ მოგაკლდეს!
სიყვარულით შენი ნინო <3

2
111
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
111
  
2014, 17 დეკემბერი, 12:46
:)თიკუნააა არაფერი არ უნდა ინერვიულო და არაფერია გულგასახეთქი, პირიქით :*
2014, 17 დეკემბერი, 12:31
გინდა რომ გული გამისკდეს შენი წერილების წაკითხვით იმედია თოვლის პაპა შეისმენს შენ თხოვნას და გაგიხარებს დაო გულს არამარტო შენ არამედ მეც იმიტომ რომ ჩვენი სიხარული ერთია
0 1 2