x
"მილანმა" ტრაორე და მონტოლივო გაიფორმა

imageსაფეხბურთო კლუბი "მილანი" ადასტურებს, რომ გუნდს რიკარდო მონტოლივო და ბაკარი ტრაორე შეუერთდნენ. მონტოლივო "ფიორენტინადან", ტრაორე კი "ნანსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ "როსონერიში."

რიკარდო 2016, ხოლო ბაკარი 2015 წლამდე ითამაშებენ "შავ-წითლების" შემადგენლობაში.

მონტოლივო ოცდაშვიდი წლისაა, მან კარიერა "ატალანტას" ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო, 2005 წლიდან იგი "ფიორენტინაში" გამოდიოდა, სადაც ორასი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ბაკარი ტრაორეს ისიც ოცდაშვიდი წლის გახლავთ, პროფესიონალური კარიერა "ემიენში" დაიწყო, 2009 წელს image"ნანსიში" გადავიდა, მომავალი სეზონიდან, კი "მილანში" ეცდება თავის გამოჩენას.





by: goal.com



0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0