x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"გოჩა ჩერტკოევმა ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა"-ცეკვებს მიღმა დარჩენილი ზურა გორგაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
image
მსახიობი ზურა გორგაძე პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. ზურა და მისი მეწყვილე, სალომე ჭაჭუა ერთ-ერთ ფავორიტ წყვილადაც ითვლებოდნენ. მეტიც ის გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას მეჯვარეც გახლდათ. გასულ სამშაბათს ზურამ პროექტი დატოვა. მიზეზი ჟიურის კრიტიკა და მკაცრი შეფასება გახლდათ, მაგრამ რატომღაც მაყურებელმაც არ იაქტიურა ფავორიტი წყვილის გადასარჩენად. ზურა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ის პირველ რიგში მაყურებელს უხდის მადლობას თანადგომისა და გულშემატკივრობისათვის: "რამდენი რამის თქმა მინდა და საიდან დავიწყო არც კი ვიცი! მაგრამ დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი რამით, უღრმესი მადლობით, რომელიც თქვენ ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, facebook-მეგობრებო, მთლიანად საზოგადოებას გეკუთვნით... მადლობა ძალიან ცოტაა იმის სანაცვლოდ, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ!!! არ არის მარტივი მასისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადამიანი თითქმის ფინალამდე მივიდეს... პროექტმა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მომცა, ეს თქვენი გულშემატკივრობა, უამრავი თბილი შეტყობინება, კომენტარი და სიყვარულია!!!"

ზურა გორგაძე გოჩა ჩერტკოვის მიმართ ცუდადაა განწყობილი და საკუთარ წარუმატებლობაში სწორედ მას ადანაშაულებს.

"რაც შეეხება გუშინდელ დღეს, მე ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გავამართლე, თუმცა ბოდიში მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მოიხადოს ჩემს და თქვენს, საზოგადდოების წინაშე, გუშინ ერთმა სუბიექტმა, სახელად გოჩამ, არამარტო მე, არამედ საზოგადოება ფეხებზე დაიკიდა, ციტირება მისი სიტყვების: "ეს მოსწონს საზოგადოებას, ხალხს, ეს არის მაგარი შოუ, ბრავო!" მაგრამ არ მოსწონდა თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა საშა და ალიონა, ჩვენი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები, რომლებიც თან გვყვებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ პროექტის და მონაწილეების წარმატებისთვის.... ვერ მოინელა მათი კეთილ განწყობა ჩემსა და სალომეს მიმართ, რომლებიც მაინც განაგრძობდნენ ჩვენს დახმარებას... ვერ მოინელა პირდაპირ ეთერში მადლობა ჩემგან, დიმას საშას და ალიონას, რომლებსაც პროექტი უკვე დატოვებული ჰქონდათ... უფრო სწორად პროექტი დაატოვებინეს არა, გოჩამ დაატოვებინა ისევე როგორც მე. პროექტი გოჩამ დამატოვებინა და არა საზოგადოებამ... მხოლოდ ეს მამშვიდებს და ამავდროულად ძალიან მაღიზიანებს. მათ ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ სმსები წყვეტს, გეტყვით, რომ ასე არაა ჟიურის დაბალმა ქულამ შესაძლებელია პროექტი დაგატოვებინოს, რამდენი სმს-იც არ უნდა გქონდეს, რაც მოხდა გუშინ... გოჩა! თუ შენი შეფასება სამართლიანი იყო, რატომ დაგჭირდა ლაივის დასრულების თანავე გაძლიერებული დაცვა და უკანა კარიდან ჩუმად გაპარვა ისე, რომ ვერავინ თვალი ვერ მოგკრა, როგორ აორთქლდი...შეგეშინდა? რის შეგეშინდა, ხელით მაინც არავინ შეგეხებოდა, რადგან მორიგ სიამოვნებას ჩემი, ან ჩემი ახლობლების ციხეში ჯდომით ვეღარ მოგანიჭებდი... ერთ-ორ სალანძღავ სიტყვას კი ნამდვილად მიიღებდი, რაც ისედაც არ გაკლია, ნახევარი საქართველო იგივეს აკეთებს... ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ ლაივში მქონდა, რაც ნამდვილად გეკუთვნოდა, მაგრამ არ ვაკადრე საზოგადოებას და ტელეკომპანია იმედს!!!"-წერს ზურა სოციალურ ქსელში.image


მსახიობი იმ ჭორებსაც გამოეხმაურა, რომლებიც მის წარმომავლობაზე გაავრცელეს: "მივმართავ ადამიანებს, რომლებმაც ბოროტად იცრუეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს მე ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვარ, თითქოს უამრავი ფული მაქვს და უამრავი ნომერი მქონდა ნაყიდი, რომლებზეც დიდი თანხა მედო და ვერავინ გამაგდებდა პროექტიდან... ამ ცრუ ინფორმაციამ გოჩაც კიდევ უფრო აღაგზნო და მანაც არ დააყოვნა... პასუხი: მე ვარ ზურა გორგაძე, დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, სკოლაც იქ დავამთავრე, მშობლები უმაღლესი განათლებით თავს ზესტაფონის ბაზარში ვაჭრობით ირჩენენ, მე ჩემს ძმასთან, ძმის შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ თბილისში, ნაქირავებ ბინაში (ამიტომაც ამ პროექტში წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის) და სხვა უამრავი რამ... ვმუშაობ ძალიან ბევრგან და 16 წლიდან ყველაფერს ვაკეთბ იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი პატიოსანი შრომით, რამეს მივაღწიო და ასეც გავაგრძელებ... რატომ არ გავაჟღერე ეს ყველაფერი პროექტის მსვლელობისას? (იმიტომ, რომ თავის შეცოდებებს სხვისას ვერ ვიტან) იმიტომ, რომ არ მინდოდა და არასოდეს მენდომება პროვოცირება გავაკეთო ოჯახურ მდგომარეობაზე და რაღაც სენტიმენტებზე, რაც ყველას ცხოვრებაში ისედაც არსებობს, ეს ყველაფერი პროექტთან არაფერ შუაში იქნებოდა აქ კი დავწერ ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ ეს ჩემი რეალობაა, ჩემი რეალობაა ისიც რომ დღეს მე უმრავი ადამიანისგან დიდ სიყავრულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის მანქანაზეც და ბინაზეც მნიშვნელოვანია!!! დარჩენილ ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ, ძალიან მიყვარხართ..."-დასძენს ზურა.image

4
1767
11-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1767
  
2014, 18 დეკემბერი, 15:52
:D :D რა ეშველება
2014, 16 დეკემბერი, 21:21
ზესტაფონელია ხო ეს ბიჭი?
2014, 12 დეკემბერი, 19:39
ნუთუ მართლა ესეთი სწერვა ჩეტკოევი :D
2014, 12 დეკემბერი, 16:05
ვუიმეეე...შენ მოგიკვდი მეეეეე...როცა გაქებდნენ ხო კაი იყო გოჩა,გავარდი და არ მოგეწონა???პირადად მე ვერ მოვინელე სალომე ჭაჭუა
0 1 4