x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მორალური ამოცანა, რომელიც 200-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა ამოხსნა - სცადეთ თქვენც!

imageწარმოიდგინეთ სიტუაცია:
ქარიშხლიან და წვიმიან ღამით მიდიხართ მანქანით. გაჩერებაზე ხედავთ სამ ადამიანს:
1. მოხუცი ქალბატონი, რომელიც აშკარად ცუდად არის;
2. ძველი მეგობარი, რომელმაც ერთ დროს სიკვდილს გადაგარჩინათ;
3. თქვენი ოცნების ქალი/მამაკაცი.

რომელ მათგანს ჩაისვამდით მანქანაში, თუ თქვენი მანქანა მხოლოდ ორადგილიანია


სანამ სტატიის მომდევნო ნაწილს წაიკითხავდეთ, ჯერ იფიქრეთ და თავად გაეცით პასუხი.


image


ეს მორალურ-ეთიკური დილემა ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოზე აყვანის მსურველებს შესთავაზეს. თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ მოხუცი ქალბატონი, რადგან მოვალე ხართ დაეხმაროთ ავადმყოფ ადამიანს. ან იქნებ ჯობდეს ძველი მეგობარი წაიყვანოთ, მან ხომ თქვენ გადაგარჩინათ, ახლა კი შანსი გეძლევათ მადლობა გადაუხადოთ. მაგრამ იქნებ თქვენი ოცნების ქალთან/მამაკაცთან ერთად მგზავრობა ჯობდეს, ვინ იცის კიდევ როდის მოგეცემათ ასეთი შანსი?..

ტესტირებაში მონაწილე 200 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იპოვა სწორი გამოსავალი და სამსახურშიც სწორედ ის აიყვანეს.

გამოსავალი კი ასეთი იყო: "მანქანის გასაღებს მივცემდი ძველ მეგობარს და ვთხოვდი ქალბატონი საავადმყოფოში წაეყვანა. მე კი ჩემი ოცნების ქალთან/მამაკაცთან დავრჩებოდი."

ასეა, ზოგჯერ არასტანდარტული აზროვნება კრეატიული მიდგომა ყველაზე რთული მდგომარეობიდან გამოსავალი პოვნაში გვეხმარება.

9
1097
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1097
  
2014, 19 დეკემბერი, 12:29
გამოვიცანი!
2014, 16 დეკემბერი, 16:02
ზე კრეატიული :D
2014, 13 დეკემბერი, 20:00
ის ერთი ვინ იყო? მეორე ჩემნაირი იდიოტი მოაზროვნე - ქარიშხლიან წვიმიან ამინდში გარეთ დარჩა :D
2014, 12 დეკემბერი, 21:29
ადრე მსმენია ეს და ვიცოდი პასუხი:)
2014, 12 დეკემბერი, 19:06
თუ საოცნებო ქალი/მამაკაცი,ქარიშხალსა და წვიმაში შენ მეგობართან(!) ერთად არის,შენთვის აჯობებს,იქვე დატოვო ორივე და მოხუცი წაიყვანო საავადმყოფოში."მეგობარს" და "საოცნებოს" კი ბედნიერება უსურვე!
2014, 12 დეკემბერი, 15:12
მართალია.ვის ჩაისვავდით მანქანაშიო თუ ამ კითხვით ვიხელმძღვანელებთ პასუხი საფუძველშივე არასწორია
2014, 12 დეკემბერი, 15:07
კრეატიული მიდგომა არის, მაგრამ ამოცანა: "რომელ მათგანს ჩაისვამდით მანქანაში, თუ თქვენი მანქანა მხოლოდ ორადგილიანია" არასწორია. ამოცანის კითხვა უნდა იყოს: როგორ მოიქცეოდით? და მაშინ ეს კრეატიული პასუხი მისაღები იქნებოდა.
2014, 12 დეკემბერი, 14:37
მეგობარს საბარგულში ჩავსვავდი, ხოლო მოხუცი და ქალი საავადმყოფომდე როგორმე წინა სავარძელზე მოთავსდებოდნენ :D
0 1 9