x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გამოვლინდა 2015 წლის ყველაზე მოდური ფერი
image
ახლახანს Pantone Color Institute-მა დაასახელა ფერი, რომელიც 2015 წელს ყველაზე აქტუალური იქნება. ექსპერტების აზრით, დამდეგ წელს ყველაზე მოდური იქნება ტონი, სახელად "მარსალა" - თბილი ბორდოსფერ-ყავისფერი.


image


2015 წლის მთავარმა ფერმა სახელწოდება მიიღო ამავე სახელწოდების სიცილიური სადესერტო ღვისგან. "მარსალა განასახიერებს გემრიელი სადილით მიღებულ სიამოვნებას, მისი მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა კი დახვეწილობასა და ბუნებრივობას აფრქვევს", - ვკითხულობთ Pantone-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.


ფერის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეატრის აისმანმა (Leatrice Eiseman) აღნიშნა, რომ მარსალას შეფერილობა "განასახიერებს თავდაჯერებულობასა და სტაბილურობას", მაგრამ ამავდროულად "გვიზიდავს თავისი სითბოთი".



Pantone-ში 2000 წლიდან მიმდინარეობს წლის ყველაზე აქტუალური ფერების კვლევა. ფერის ამ ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები.





0
385
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0