x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"პავლოვა" - დესერტი, რომელიც მსოფლიო სკანდალის მიზეზი გახდა
imageმსოფლიო კულინარიის სფეროში კარგად არის ცნობილი დესერტი, სახელწოდებით "ანა პავლოვა", რომლის ირგვლივ რამდენიმე წლის წინ სერიოზული სკანდალი აგორდა. საქმე ის არის, რომ ოქსფორდის კულინარიული ლექსიკონის შექმნის პროცესში ამ ტკბილეულის წარმოშობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა, რადგან მის სამშობლოდ თავს აცხადებდა ავსტრალია და ახალი ზელანდია. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ დესერტი პირველად მომზადდა 1926 წელს, ველინგტონში ახალ ზელანდიაში. აქ გასტროლებზე მყოფი რუსი ბალერინას, ანა პავლოვას ცეკვით მოხიბლულმა ერთ-ერთმა კულინარმა მოამზადა პირველად ეს საკმაოდ ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი. თუმცა სახელწოდება "ანა პავლოვა" მან სწორედ ავსტრალიურ გამოცმებში, 1940-იან წლებში მიიღო. ასე რომ, გაიმარჯვა მეგობრობამ!


image
ახლა კი შემოგთავაზებთ ამ ლეგენდარული დესერტის რეცეპტს:

"ანა პავლოვა"

ინგრედიეტები:

4 კვერცხის ცილა
225 გ. შაქრის პუდრი (+ ცოტაოდენი შაქარი ნარებთან ასათქვეფად, გემოვნებით)
1 ჩ.კ. ლიმნის წვენი ან ძმარი
ვანილი
1 სუფრის კოვზი კრახმალი
550 მლ ნაღები (30%-იანი)
ნებისმიერი სასურველი ხილი: მარწყვი, ბანანი, ალუბალი, კივი და ა.შ.

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხის გულები ბეზეს კონსისტენციამდე. თანდათან შეათქვიფეთ შაქარი და მიიყვანეთ გამყარებამდე.

2. ცალკე აურიეთ ძმარი, ვანილი და კრახმალი. დაუმატეთ მიღებული მასა ბეზეს და თქვიფეთ კიდევ 4 წუთი.

3. პერგამენტზე დახაზეთ 20 სმ-ის დიამეტრის წრე. გადაიტანეთ ამ წრეზე კოვზით ბეზე. კიდეებზე ოდნავ აუწეთ, რათა ბეზემ "ბუდის" ფორმა მიიღოს.


image


4. გამოაცხვეთ 130 გრადუსზე 1 სთ და 15 წუთი. შემდეგ გააღეთ ღუმლის კარი და ასე დატოვეთ სრულ გაგრილებამდე.


image


5. ათქვიფეთ ნაღები და შაქარი (თქვენი გემოვნების მიხედვით) მყარ კონსისტენციამდე.

6. წაუსვით ნაღების კრემი ბეზეს და მორთეთ დაჭრილი ხილით.



image



შეგიძლიათ ბეზეს რამდენიმე ფენა გამოაცხოთ და შუაში კრემი წაუსვათ. ან კიდევ მცირე ზომის, თითო პორციაზე გათვლილი "პავლოვები" გააკეთოთ.


image

10
2129
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2129
  
2015, 5 აპრილი, 15:15
კივიითთ ♥ იფ იფ იფ
2015, 10 მარტი, 15:17
აი თურმე როგორი ყოფილა ბეზეს ტორტის ისტორია
2015, 10 მარტი, 15:16
მიუხედავად იმისა რომ მეც ბევრი წვალების შემდეგ მივიღე გამოცდილება მაინც სიამოვნებით გავივლიდი თქვენთან კონსულტაციას.
2014, 4 დეკემბერი, 21:44
გაიხარე, აუცილებლად ვცდი. :)
2014, 4 დეკემბერი, 15:39
ბეზეს აუცილებლად გაზი ჭირდება, რაც შესაძლებელია დაბალზე უნდა დაუწიო, ჩაქრობის პირას რომაა აი ზუსტად მაქამდე.. კვერცხის ცილა უცილებლად მაგრად გაციებული უბდა იყოს, თითქმის გაყინული. 200 გრამ ცილაზე 350 გრამი შაქრის პუდრა უნდა აიღო. ცოტა ვანილი და ლიმონის მჟავა..აი სინჯე და აუცილებლად გამოგივა..რაც მე ეგენი მაქვს გამომცხვარი, იმენი ასდოლარიანი არ გვაწყენდა მე და შენ :D
2014, 4 დეკემბერი, 15:22
როგორ არ მინდა, მანჩო, მაგ სიკეთეს თუ იზამ:) რამდენჯერ ვცადე, არასოდეს გამომივიდა. მაგრამ მე გაზის ღუმელი მაქვს და ზუსტ ტემპერატურას ვერ ვუთითებ, იქნებ ამიტომაც არ გამოდის, გარედან ხმება, შიგნით რაღაც წებოვანია:(
2014, 4 დეკემბერი, 13:34
ყოველდღე მიწევს ცხობა, კიევურ ტორტს დიდი რაოდენობით ჭირდება..თუ გინდა, ზუსტ რეცეპტს გასწავლი ბეზეს გამოსაცხობად. პირნციპში ბეზეს გამოცხობა კი არა, გამოშრობა უფრო ჭირდება, თან 100 გრადუსზემ მეტი მაღალზე უკვე დამწვრის გემოს იღებს. ახლა შენ წარმოიდგინე, ნათი, სველი ბეზე..არ გირჩევდი გასინჯვას:D
2014, 4 დეკემბერი, 13:30
გეთანხმები, მანჩო, მეც ვიცი, რომ ბეზეს კარგად გამოშრობას დიდი ხანი სჭირდება, მაგრამ როგორც ვიცი "პავლოვას" ბისკვიტი შიგნით ოდნავ სველი უნდა იყოს, ამიტომ ესწრება ამ დროში. ბევრ საიტზე ვნახე და ზოგან საერთოდ 1 საათიც ეწერა. პირადად მე არასოდეს გამიკეთებია, ბეზეს ბისკვიტი ჩემთვის ყოველთვის აუღებელი ციხესიმაგრე იყო:))
2014, 4 დეკემბერი, 12:13
ბეზეს გამოცხობას ეგ დრო არაფრით არ ეყოფა..კარგი ბეზეს გამოცხობას 2,5 საათი მაინც უნდა :)
2014, 4 დეკემბერი, 10:36
მნა მნამ მნამ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10