x
image
maia
Victoria's Secret-2014 შოუ ლონდონში გაიმართა
ყოველწლიურად მოდის მიმდევრები და თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან Vicroria’s Secret-ის შოუს, რომელიც დიდ დღესასწაულად ითვლება.

image

image

გასული საუკუნის 90-იანი წლებში თეთრეულის ამერიკულმა ბრენდმა
Vicroria’s Secret პირველად ჩვეულებრივი ჩვენების ნაცვლად კოსტუმირებული
შოუ წარმოადგინა. 1998 წელს კი პოდიუმზე მიმზიდველი, ზურგზე
ფრთებ-მიმაგრებული "ანგელოზები" გამოიყვანა. ამის შემდეგ Vicroria’s
Secret-ის შოუ გადაიქცა ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობრივ წარმოდგენად.


image

წელს Victoria's Secret-ის შოუ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში -ლონდონში გაიმართა საგამოფენო ცენტრში Earls Court. შოუ პირველად ჩატარდა ამერიკის ფარგლებს გარეთ. წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს ტეილორ სვიფტმა, არიანა გრანდემ და ედ შირანმა.

image

imageშოუ ექვს თემატურ ნაწილად იყო გაყოფილი-"მოოქროვილი ანგელოზები", "ეგზოტიკური მოგზაური", "ოცნების გოგონა", "ზღაპარი", "უნივერსიტეტი PINK" და "ინგლისური წვეულება".

წლევანდელ შოუში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა სუპერმოდელმა და რვა
"ანგელოზმა"-ადრიანა ლიმამ, ალესანდრა ამბროსიომ, ბეჰატი პრინსლუმ, კენდის
სვეინპოულმა, დაუტცენ კრეზმა, ლილი ოლდრიჯმა, კარლი კლოსმა და ლინდსი
ელინგსონმა.

image

image

image

imageimage

image

გოგონებმა წარმოადგინეს საოცარი ფანტაზიის და სირთულის
სამოსი, რომელიც შთაგონებული იყო ახალგაზრდული სუბკულტურით, საცირკო
წარმოდგენებით, სპორტული ოცნებებით და ზღაპრული სიუჟეტებით. მათ მოირგეს
პეპლების, სამოთხის ჩიტების, ფერიების, ჭრიჭინების ფრთები და ისინი
მომხიბვლელ კორსეტებს და ბიუსტჰალტერებს შეუხამეს. კენდის სვეინპოული,
ბეჰატი პრისლუ და დაუტცენ კრეზი პოდიუმზე უზარმაზარი ოქროსფერი ფრთებით
დამშვენებულები გამოჩნდნენ.

image

image

image

imageმოდელებმა წარმოადგინეს გამომწვევი თეთრეული შავ და თეთრ ფერებში. ასევე ნაზ ვარდისფერსა და მარგალიტივით თეთრ ფერებში გადაწყვეტილი
საქორწინო ხაზი.

ძვირფასი ბიუსტჰალტერის წარდგენის პატივი, რომლის ღირებულება ორ მილიონ დოლარს აღემატება ადრიანა ლიმას და ალესანდრა ამბროსიოს ერგო.

image

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0