x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ანჯელინა ჯოლიმ სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა
ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ აპირებს სამსახიობო კარიერის დასრულებას. ამის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდებოდა, თუმცა ანჯელინამ თავისი გადაწყვეტილება საბოლოოდ სიდნეიში გამართულ თავისი ფილმის "გაუტეხელი" პრემიერაზე გამოაცხადა.

image

ანჯელინამ აღიარა, რომ ბოლო დროს მას უფრო მეტად მოსწონს კამერის მეორე მხარეს მუშაობა. "მე არასდროს ვგრძნობდი თავს კომფორტულად კადრში-გულწრფელად განაცხადა მსახიობმა-არასდროს მიყვარდა გადაღება. თავდაპირველად მეგონა, რომ რეჟისორის სავარძელი საჩემო არ იყო. მაგრამ ამჯერად ვფიქრობ, რომ რეჟისორობა უკეთ გამომდის."

ანჯელინა გეგმავს ეფექტურად დაემშვიდობოს მსახიობობას-მის ბოლო ნამუშევარი იქნება ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას როლი. მანამდე კი ანჯელინას ვიხილავთ კიდევ ორ ფილმში "სოლტის" გაგრძელება და "ზღვასთან", რომელშიც ანჯელინა გვევლინება როგორც რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც. მისი პარტნიორი კინოსურათში კი ანჯელინას მეუღლე და შვილების მამა ბრედ პიტი გახლავთ.


image

Ralph & Russo Couture-ის კაბაში ლონდონში გამართული პრემიერაზე


imageGucci Première-ის კაბაში ფილმის პრემიერაზე სიდნეიში


ზოგიერთების თვალში ანჯელინა ტყავის შარვალში გამოწყობილი გოთიკის მოყვარული ახალგაზრდაა. მაგრამ დღეს-დღეობით ანჯელინა სრულიად შეიცვალა: ის ექვსშვილიანი დედაა, მიღებული აქვს გაეროს პრემია ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, რამდენიმე დღის წინ კი თავად ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გადასცა მას რაინდის დიდი ჯვარი, ჰყავს საყვარელი მეუღლე და სექს-სიმბოლოდან უკვე სერიოზული კინოპროფესიონალების კატეგორიაში გადადის. ანჯელინა ერთადერთი ქალი-მსახიობია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მიიღო "ოქროს გლობუსი" საუკეთესო ქალის- როლისთვის, მან ოსკარი 24 წლის ასაკში მიიღო, და მკერდის მოკვეთის შემდეგ

კვლავ მოძებნა ძალა და ახალი კარიერა დაიწყო 39 წლის ასაკში.

imageAtelier Versace -ს კაბაში სიდნეიში ფილმის პრემიერაზე


ანჯელინა ინტერვიუებში აღარ ყვება ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რადგან ეს უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ამჯერად მას სხვა საზრუნავი აქვს-ის იბრძვის ქალთა უფლებების დაცვისთვის მთელ მსოფლიოში.
imageMichael Kors-ის კაბაში ქალთა უფლებების დაცვის სამიტზე ლონდონში

ბოლო პერიოდში ანჯელინა იშვიათად ჩნდება საჯაროდ, მხოლოდ საქველმოქმედო ღონისძიებებს და თავისი ფილმების პრემიერებს ესწრება. შეიცვალა მისი გემოვნება, მისი დამოკიდებულება საკუთარი თავის და ცხოვრებისადმი. ანჯელინას აღარ აცვია კაბები გულახდილი დეკოლტეთი, არ იღებავს თმას რადიკალურ ფერებში, ის უპირატესობას ანიჭებს ელეგანტურ, დახვეწილი კოსტუმებს და გრძელ კაბებს.

მხოლოდ "მალეფისენტის" მსოფლიო პრემიერაზე გააკეთა გამონაკლისი და თაყვანისმცემლების წინაშე Atelier Versace-ს ტყავის კაბაში წარსდგა, თუმცა ეს კაბა ლარა კროფტის ტყავის სამოსისგან განსხვავებული იყო.
image
imageAtelier Versace-ს კაბაში Hollywood Film Awards 2014


imageRalph & Russo-ს კაბაში წმ. მიხეილის და წმ.გიორგის ორდენის გადაცემისას


image

Atelier Versace -ს კაბაში ლონდონის სამიტზე


imageJuan Carlos Obando-ს კაბაში CinemaCon 2014 ლას-ვეგასში


imageAtelier Versace-ს კაბაში ლონდონის პრემიერაზე


imageElie Saab Couture-ის კაბაში ოსკარის დაჯილდოებაზე


imageMichael Kors-ის ანსამბლში ლონდონის სამიტზე








0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0