x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაკობ ციპეროვიჩი ადამიანი რომელსაც 16 წლის მანძილზე წამითაც კი არ უძინია და ახლა 58 წლის ასაკშიც 25 წლის ახალგაზრდასავით გამოიყურება.

image გინდ დაიჯერეთ და გინდ არა ამ ადამიანს 16 წლის განმავლობაში არ უძინია და დაწოლა ახლაც მხოლოდ 2-3 საათით შეუძლია.
გერმანიის ქალაქ გალლეში ცხოვრობს ვინმე იაკობ ციპეროვიჩი, ერთერთი ყველაზე უცნაური ადამიანი დედამიწაზე.
მისი უცნაურობის ისტორია კი ასეთია: ძლიერი მოწამვლის გამო იაკობმა 1979 წელს გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ყოფნა გაგრძელდა 1 საათს (მას შემდეგ რაც გული ჩერდება, ტვინის უჯრედები 3-5 წუთში კვდომას იწყებს და შეუქცევადი პროცესები იწყება)მაგრამ გასაოცარი ეს არაა არამედ ის, რომ ერთი კვირის მერე გონებაზე მოსული იაკობი რაღაც ძალამ საწოლიდან წამოაგდო-ამ წუთიდან ამ ადამიანს, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს 16 წლის მანძილზე 1 წამითაც კი არ უძინია, ამ 16 წლის განმავლობაში მას არც ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება შეეძლო, მეცნიერებისათვის და მით უფრო იაკობისათვის უცნობი ძალა ეგრევე წამოაგდებდა ზეზე. იაკობიც მიეჩვია ამ მდგომარეობას და მედიცინისათვის ჯერაც გაურკვეველ მდგომარეობას (დიდი ხნით უძილობას) შეეჩვია.
1995 წელს იაკობმა დაიწყო იოგას მეთოდით ვარჯიში და იოგას კარგად ათვისების წყალობით და მედიტაციის დახმარებით შესძლო მიეღო ჰორიზონტალური მდგომარეობა 2-3 საათის განმავლობაში. განსაკუთრებით საყურადღებო ამ ისტორიაში ისაა, რომ იაკობი წლების განმავლობაში გარეგნულად არ შეცვლილა და ეს 58 წლის მამაკაცი 25 წლის ბიჭივით გამოიყურება.
გადატანილი კლინიკური სიკვდილის მერე იაკობის სხეულის ტემპერატურა 34 გრადუსს არასოდეს არ ასცილებია, გერმანელი მეცნიერების მტკიცებით სწორედ სხეულის ამ ტემპერატურის "წყალობაა" იაკობის ახალგაზრდული გარეგნობა.
იაკოპ ციპეროვიჩი 1953 წელს ქალაქ მინსკში დაიბადა, სადღეისოდ გერმანიის მოქალაქეა და ქალაქ გალლეში ცხოვრობს.

3
301
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
301
  
2014, 24 ნოემბერი, 16:09
შენი მჯერა, მაგრამ რაც დაწერეს ის თუ რეალობაა და არ ვიცი არა:D:D:D
2014, 24 ნოემბერი, 16:03
ორიგინალიც ვნახე ამ სტატიის და როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს სრული სიმართლეა.
2014, 24 ნოემბერი, 15:58
ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, თუ სიმართლეა? ვერ წარმომიდგენია რომ 16 წელი არ უძინია
0 1 3