x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მორიგი სკანდალი: რატომ დაგვტირის და გვაგინებს თინა მახარაძე? (+ვიდეო)

image
თინა მახარაძისგან საზოგადოებას უკვე აღარაფერი უკვირს, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც ახერხებს ჩვენს გაოცებას. "მემგონი მაგ კაცს რაღაც შეეშალა თავის დროზე! მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო. აი, რომ დაეწერა არა კაც, ქალ, ტრანს და ასე შემდეგ, კლა, მაშინ გავიგებდით, მაგრამ მიაფუჩეჩა"-წერდა თინა სოციალურ ქსელში. მსახიობის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ყველაფრის შემდეგ თინა მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

"მე რომ ბოლომდე შემენარჩუნებინა ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩემი საქციელი იმდენად ნათელია და აშკარა ერთმნიშვნელოვნად, გამომსახველობა და ენა იმდენად ტრივიალურად და ბანალურად მარტივი, რომ არანაირ ახსნას არ საჭიროებს და ეს ყველაფერი ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, მოცემულ მომენტში აბსოლუტურად სხვა სასაუბრო ენას გამოვიყენებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულება მაქვს ჩემი საუბარის და ზედმეტად გაზვიადებული წარმოდგენა ერის შესაძლებლობების მიმართ, ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად ავხსნა რა ხდებოდა ამ ყბადაღებულ ვიდეოში.image

პირველი: ბიბლია უკუღმა არ მიჭირავს. მაქვს მაქბუქი, რომელსაც აქვს სარკისებრი ეფექტი. მეორე: ვიცი, რომ ბიბლიიდან ფრაზაში "არა კაც კლა" იგულისხმება ზოგადად კაცობრიობის ნაშიერი, მებისმიერი ხორციელი, ადამიანი განურჩევნად სქესისა და ა.შ. თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ არ იცით ტერმინების, გნებავთ, ჩემს შემთხვევაში, დაბალ მხატვრული ხერხების მნიშვნელობა, როგორიც არის, სიტყვაზე, ალეგორია, ჰიპერბოლა, რაღაცის უტრირება და ა.შ. არ იცით ისიც, რომ ამ ვიდეოში მე არა თუ დავცინი, არამედ, მართალია არ ჩანს ცრემლები, მაგრამ დავტირი ჩვენს თავს, ვისაც ჩვენი აბსოლუტურად გაუგებარი სუბიექტური დამოკიდებულებების მიხედვით ან გვეცოდება მსხვერპლი, ან არ გვეცოდება. ვგმობთ ძალადობას, ან არ ვგმობთ... ვამართლებთ მოძალადეს და ვამტყუვნებთ მსხვერპლს... კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მე არავის შეურაცხყოფა, მითუმეტეს ღმერთის, მიზნად არ მქონია. მე, ამგვარი ხერხით მოვახდინე ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებაც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ. თქვენი ტერმინები რომ ვიხმარო, ეს იყო იმ გაპრავების ციტირება, როგორც ლაპარაკობენ საქართველოში აგრესიასა და ძალადობაზე. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასე შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი და არასწორად გაიგეთ და ახლა მინდა, ზუსტად ისე გაიგოთ, როგორც გეტყვით: თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ...ი"-განაცხადა თინამ.

0
617
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
617
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0