x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
შოკოლადის ორცხობილები - უგემრიელესი "პეჩენიები" რომლებიც პირში დნება
imageგთავაზობთ პატარების და არა მხოლოდ პატარების (!) საყვარელი შოკოლადის ორცხობილას რეცეპტს.


დაგჭირდებათ:


2 კვერცხი

200 გ. კარაქი


200 გ. შავი შოკოლადი

250 გ. შაქარი

150 მლ. რძე

1 ჩ.კ. სოდა

1 ს.კ. ძმარი

1 პაკეტი ვანილი

3 ს.კ. კაკაო

ფქვილი, რამდენსაც შეიძელს

კარაქს და შაქარს კარგად ავთქვიფავთ, შევათქვიფავთ კვერცხებს. მდუღარე რძეში გავალღობთ შოკოლადს და ჩავასხამთ კვერცხიან მასაში. დავამატებთ ძმარში გახსნილ სოდას, ვანილს, კაკაოს და ფქვილს. უნდა მოვზილოთ ძალიან ნაზი ცომი. შევდოთ ცომი 1-2 საათით მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთი.


შენიშვნა: 15 წუთზე მეტ ხანს არ გააჩეროთ, თორემ ზედმეტად გამოშრება.

0
1188
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0