x
კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა

imageცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში
გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით ბენდუქიძე გულის უკმარისობით გადაიცვალა. კახა ბენდუქიძე 58 წლის იყო.
ბენდუქიძემ დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
imageკახა ბენდუქიძის პატივსაცემად სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში სანთლები დაანთეს.
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებლებლები და სტუდენტები გვიან ღამით შეიკრიბნენ.
"ძალიან დიდი ადამიანი დააკლდა საქართველოს. თუნდაც 3 სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმის გაკეთებას რაც კახამ გააკეთა", - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკისა ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ.

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:Teodora Nini
Teodora Nini
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0